ტოტენემი– ჩელსი. ანონსი

ბლოგი

ტოტენჰემი– ჩელსი

Tottenham Hotspur v Chelsea
ანდრე ვილაშ-ბოაშის განთავისუფლება ჩელსიდან კიდევ დიდხანს იქნება ალბათ ჟურნალისტების ერთ-ერთ საყვარელ თემად.  ამჟამად იგი ტოტენჰემის სათავეში დგას და მისთვის აუცილებელია თავისი სტატუსის დამტკიცება.
 
უნდა ითქვას რომ ტოტენჰემმა გადალახა მინი კრიზისი რომელიც მას სეზონის დასაწყისში ჰქონდა ,და ამჟამად დამაჯერებლად განაგრძობს ბრძოლას პირველ ოთხეულში მოსახვედრად. ჩელსი  ანდრე ვილაშის ყოფილი გუნდი, ჯერჯერობით უდავო ლიდერია პრემიერლიგისა . 
 
ვილაშ ბოლაშისათვის რა თქმა უნდა ამ შეხვედრას არსებითი მნიშვნელობა აქვს .ტოტენხემთან მას ჯერჯერობით მშვიდი სიტუაცია აქვს,და გუნდს არ გააჩნია სერიოზული საკადრო ბრობლემები.  დიდიხნით გამოსულია მწყობრიდან სკოტ პარკერი მაგრამ ტოტენჰემი უკვე შეეჩვია მის გარეშე თამაშს.
 
ჩელსი შემდეგ კვირაში გააემგზავრება დონეცკში სადაც მას არ ელის იოლი თამაში.რობერტო დი მატეოსთვის ჩემპიონთა ლიგა არ არის პრიორიტეტი.  ტოტენჰემის წინაამღდეგ ითამაშებს უძლიერესი შემადგენლობა, კაპიტან ჯონ ტერის არ ყოფნა პრობლემაა ჩელსისათვის. იგი გუნდის ლიდერია და საუკეთესო ხავბეკი ,მის გარეშე ჩელსის არ ელის ადვილი თამაში მობილურ ტოტენჰემთან.
 
ტოტენჰემი(საორენტირო შემადგენლობა): ლორისი– უოკერი, გალასი, კოლკერი, ვერტონგენი– დემბლე, სანდრო– ლენონი, დემპსი, ბეილი– დეფო
 
ჩელსი(საორენტირო შემადგენლობა): ჩეხი– ივანოვიჩი, კეხილი, ლუისი, კოული– მიკელი, რამირესი  – მატა, ოსკარი, აზარი– ტორესი
 
არ ითამაშებენ: ასუ-ეკოტო, პარკერი, კაბული– ტერი (დისკვალიფიკაცია)
 
კითხვის ქვეს არიან: ლამპარდი, ბერტნანდი(ორივე ჩელსი)
 
საინტერესო ფაქტები:
 ტოტენჰემს ბოლო ცხრა თამაში არაა აქვს წაგება. მისი დღევანდელი მაჩვენებელი (14 ქულა შვიდ თამაშში)ჩელსიმ ვერ მოიგო ბოლო ექვს თამაში უაიტ ხარტ ლეინზე .
რობერტო დი მატეოს ხელქვეითებს ამ სეზონში ჯერ ბურთი არა აქვთ გაშვებული  მეორე ტაიმში.
სავარაუდო პროგნოზი: 2:1 (1x)

კომენტარის დატოვება

-
Translate »