4shared

რეალ ბეტისი ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 2012/2013 წლის შემადგენლობა

betisi logo

რეალ ბეტისი

(Real Betis Balompie) ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გუნდია, ქალაქ სევილიიდან, შეიქმნა 1907. 1935 წელს გახდნენ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ჩემპიონები, ორჯერ ესპანეთის თასის მფლობელები (1977.1955) წელს. კლუბის სტადიონია ბენიტო ვილიამირინი.
ბეტისი ერთადერთი გუნდია, რომელსაც სამივე ჩემპიონატში გამარჯვება აქვს მოპოვებული (პრიმერაში, სეგუნდა დივიზიონში და ტერსერეზე).

კლუბის სახელი წარმოდგება ლათინური სახელიდან გვადალკვივირდან. 1907 წელს სტუდენტების მიერ შეიქმნა სევილია ვალომრიე, 1910 წელს კი ბეტისი, ხოლო 1914 წელის 27 დეკემბერს მოხდა მათი გაერთიანება. რეალ ბეტისი დაერქვა, ესპანეთის გვირგვინის პატივსაცემად. 1912 წელს მანუელ რამოს ასენსიო, რომელიც იყო კლუბის შემქმნელი დაბრუნდა გლაზგოდან და ჩამოიტანა ახალი ფორმა. 1935 წელს რეალ ბეტისმა მოიგო ლა ლიგა 1935 წელს, ხოლო 1977 და 2005 წლებში ესპანეთის თასი. 1992 წელს კლუბი ახლოს იყო გავარდნისგან პრიმერა დივიზიონიდან, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტის მანუელ რუის დე ლოპერის წყალობით, მოხერხდა კლბუის გარადჩენა. 1997 წელს, ფინალში დაამარცხეს ოსასუნა ვისენტე კალდერონის სტადიონზე. ასევე ბეტისი გახდა ერთადერთი ესპანური კლუბი ანდალუსიიდან, რომელმაც მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილიყო. 2009 წელს სენსაცია მოხდა და გადავარდა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაბრუნდა ესპანეთის პრმიერა დივიზიონში. ივლისამდე კლუბის პრეზიდენტი იყო რაფაელ გორდილიო – ბეტისის ლეგენდა. კლუბის იმდროინდელმა მმართველმა 2010 წელს განაცხადა, რომ სურდა კლუბის გაყიდვა და კლუბი გაიყიდა მხოლოდ 18 მილიონ ევროდ. ასევე ისიც აღსანიშნია, რომ ერთი წლით ადრე არაბი შეიხი ხუმანიადუ ბენ რაშიდ ალ-ნუაიმი 90 მილიონ ევროდ, მაგრამ გულშემატკივრებმა აქციები მოაწყვეს, რადგან ისინი დარწმუნებულები იყვნენ, ოლივერის უკან იმალებოდა დე ლოპერა, რომელმაც გაყიდა აქციები. ეს დემონსტრაციები კი სასამართლომდე მივიდა. იმ აქციებიდან, რომლებიც გამოტანილი იყო გასაყიდად დონ მანუელმა თავის დროზე არ გადაიხადა, ამიტომ საფიქრი გახდა ვინ ჩაიბარებდა კლუბს. მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ოლივერის უკან არ იმალებოდა დე ლოპერა. ეს ყველაფერი უფრო მარტივად იყო, რადგან კლუბის შესყიდვას აპირებდნენ ბანკ ცასაჯსოლის მმართველები ანდალუზიიდან.

რეალ ბეტისი ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 2012/2013 წლის შემადგენლობა

მთავარი მწვრთნელი – პეპე მელი.

მწვრთნელი – რობერტო როისი.

მწვრთნელი – დავიდ გომესი.

მწვრთნელი – ხოსე რამონ ესნაოლა.

პრეზიდენტი – მიგელ გილენი.

ვიცე-პრეზიდენტი – პაბლო გომეს ფალკონი.

saxlis forma   gasvliti forma

 

 

 

 

 

 

N

მეკარეები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეები

1 კასტო

18.06.1982

ესპანეთი
13 ადრიან

03.01.1987

ესპანეთი
25 ფაბრიციო

31.12.1987

ესპანეთი
N

მცველები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეები

27 დამენ პეკრისი

10.04.1984

საფრანგეთი
26 ანხელ

10.03.1981

ესპანეთი
2 ფრანცისკო ჩისკა

17.05.1985

ესპანეთი
3 მარიო

02.02.1982

ესპანეთი
4 ანტონიო ამაია

31.05.1983

ესპანეთი
5 ხოსე დორადო

10.07.1982

ესპანეთი
6 ალექს მარტინესი

12.08.1990

ესპანეთი
12 პაულაო

06.05.1982

ბრაზილია
22 ნელსონ

10.06.1983

პორტუგალია
N

ნახევარმცველები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეები

7 ხუანმა

29.05.1981

ესპანეთი
8 რუბენ პერესი

26.04.1989

ესპანეთი
10 ბენიატ ეჩაბარირა

19.02.1987

ესპანეთი
11 ალეხანდრო პოსუელო

20.09.1991

ესპანეთი
14 სალვა სევილია

18.03.1984

ესპანეთი
17 ხუან კარლოსი

30.03.1990

ესპანეთი
20 ნოსა ირიებორი

09.11.1990

ესპანეთი
21 ხოსე ალბერტო კანიასი

27.05.1987

ესპანეთი
23 ნაჩო

24.06.1980

ესპანეთი
N

თავდამსხმელები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეები

9 ჯონატან ფერეირა

12.05.1987

ესპანეთი
15 ჟოელ კემპბელი

26.06.1992

კოსტა-რიკა
18 სალვადორ აგრა

11.11.1991

პორტუგალია
19 ხორხე მოლინა

22.04.1982

ესპანეთი
24 რუბენ კასტრო

27.06.1981

ესპანეთი

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*