ასტონ ვილა
ქალაქი: ბირმინგემი
სტადიონი: ვილლა პარკი (Villa Park), ტევადობა :42584 მაყურებელი. ფეხბურთის პროგნოზები
ინგლისური საფეხბურთო გუნდი ქალაქ ბირმინგემიდან, უეცტ-მიდლენსის საგრაფოდან. ითვლება ერთ-ერთ იმ თორმეტ გუნდთაგან, რომელთაც შექმნეს საფეხბურთო ლიგა 1888 წელს.
მთავარი მწვრთნელი – პოლ ლამბერტი.
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი – გარი მაკლაისტერი.
მწვრთნელი – გორდონ კოუენცი.
მეკარეების მწვრთნელები – რაფა გონსალესი.
პრეზიდენტი – რენდი ლერენსი.
წითლად ტრამვირებული მოთამაშეებია აღნიშნული | |||
№ | მეკარეები | დაბ/თარიღი | მოქალაქეობა |
1 | შეი გივენი | 20.04.1976 | ირლანდია |
22 | ბრედ გრიზანი | 09.09.1984 | ა.შ.შ |
33 | ენდი მარშალი | 14.04.1975 | ინგლისი |
39 | ბენჯამინ სიგრისტი | 31.01.1992 | შვეიცარია |
№ | მცველები | დაბ/თარიღი | მოქალაქეობა |
2 | ალან ხატტონი | 30.11.1984 | შოტლანდია |
3 | სტივენ უორტონი | 12.12.1981 | ინგლისი |
4 | რონ ვლარი | 16.02.1985 | ჰოლანდია |
5 | რიჩარდ დანი | 21.09.1979 | ირლანდია |
6 | კირან კლარკი | 26.09.1989 | ინგლისი |
29 | ენდა სტივენსი | 09.07.1990 | ირლანდია |
30 | ერიკ ლიშაი | 17.11.1988 | ა.შ.შ |
32 | ჰატან ბრაიკერი | 23.04.1991 | ინგლისი |
34 | მეთიუ ლოიტონი | 09.06.1989 | ინგლისი |
37 | დერეკ უილიამსი | 17.01.1993 | ირლანდია |
№ | ნახევარმცველები | დაბ/თარიღი | მოქალაქეობა |
7 | სტივენ არლენდი | 22.08.1986 | ირლანდია |
8 | კარიმ ალ-ახმადი | 27.01.1985 | მაროკო |
10 | შარლ ზორბია | 28.05.1986 | საფრანგეთი |
12 | მარკ ოლბრაიტონი | 18.11.1989 | ინგლისი |
14 | ბრეტ ჰოლმანი | 27.03.1984 | ავსტრალია |
16 | ფაბიან დელფი | 21.11.1989 | ინგლისი |
17 | ჟან მაკინი | 29.05.1983 | კამერუნი |
19 | სტილიან პეტროვი | 05.07.1979 | ბულგარეთი |
25 | ბარი ბენნენი | 01.12.1989 | შოტლანდია |
31 | კრის ჰერდი | 04.04.1989 | ავსტრალია |
35 | დენიელ ჯონსონი | 08.10.1992 | ინგლისი |
38 | გარი ბარდერ | 26.06.1992 | ინგლისი |
40 | სამირ კარიტერსი | 04.04.1993 | ირლანდია |
№ | თავდამსხმელები | დაბ/თარიღი | მოქალაქეობა |
9 | დარენ ბარტი | 06.02.1984 | ინგლისი |
11 | გაბრიელ აგბოლანხალორი | 13.10.1986 | ინგლისი |
23 | ჰეტან დელფონსი | 02.02.1991 | ინგლისი |
26 | ანდრეას ვაიმანი | 05.08.1991 | ინგლისი |
36 | გრემ ბურკი | 08.05.1993 | ირლანდია |
1897 წლიდან თამაშობს <ვილა პარკის> სტადიონზე. ასტონ ვილა ითვლება ერთ-ერთ ტიტულოვან გუნდად, რომელსაც შვიდჯერ აქ მოგებული პრემიერ ლიგა და შვიდი ინგლისის თასი, ის ასევე შედის იმ ინგლისურ კლუბთა ხუთეულში, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. ასტონ ვილას მთავარ მოწინააღმდეგედ ითვლება ბირმინგემ სიტი.
საფეხბურთო კლუბი ასტონ ვილა შექმნილი იქნა 1874 წლის მარტში. მათ შემქმნელებად ითვლებიან; ჯეკ ხიუზი, ფრედერიკ მეთიუზი, ვოლტერ პაიცი და უილიამ სკატერგუდი. თავისი პირველ გამარჯვება კი კლუბმა მოიპოვა <ასტრონ ბრუკ სენტ-მერისში>. თამაშის წესებით პირველ ტაიმში გუნდები თამაშობდნენ რაგბის წესებით, ხოლო მეორე ტაიმში ფეხბურთის წესებით. მალევე ასტონ ვილა გახდა, ერთ-ერთი უზლიერესი გუნდი მიდლენცის, თავისი პირველი თასის მოგებით, ასევე 1880 წელს ბირმინგემის თასის მოგებით. ამ გუნდის კაპიტანი იყო შოტლანდიელი ჯორჯ რემზი.
1887 წელს გუნდმა თავისი პირველი ინგლისის თასი მოიგო. იმ წლებში ასტონ ვილას კაპიტანი სახელოვანი არჩი ხანტერი იყო. ასტონ ვილა იყო ერთ-ერთი წარმატებული კლუბი ვიქტორიანულ ეპოქაში, 5_ჯერ ზედიზედ პრემიერ ლიგის მოგება და 3_ჯერ ინგლისის თასი. 1897 წელს კი გაიფორმეს დუბლი და მოიგეს, როგორც ინგლისის პრემიერ ლიგა ასევე ინგლისის თასი. იმავე წელს კლუბმა გამართა საშინაო მატჩები ახალ სტადიონზე <ასტონ ლოუერს გრანდცზე>, რომელიც ცნობილი იყო <ვილა პარკის> სახელით.
1920 წელს ასტონ ვილამ მოიგო მისი მეექვსე ინგლისის თასი. ამის შემდეგ კი დაიწყო დაღმასვლა. 1936 წელს კლუბი ისტორიის განმავლობაში პირველად გადავიდა მეორე დივიზიონში, მთავარ სისუსტედ დასახელდა ცუდი თამაში დაცვაში; გუნდმა გაუშვა 110 გოლი 42 თამაშში, აქედან 7 გოლი გაიტანა ტედ დრეიკმა ცნობილ თამაშში რომელიც 14 დეკემბერს 1935 წელს მოხდა, როდესაც არსენალმა გაამანადგურებელი ანგარიშით სძლია ასტონ ვილას ანგარიშით 1:7 <ვილა პარკის> სტადიონზე. როგორც სხვა გუნდები ასტონ ვილასაც არ უთამაშია მეორე მსოფლიო ომის დროს შვიდი სეზონი, ასევე დაკარგა რამოდენიმე მოთამაშე ომში. ომის შემდეგ გუნდის ხელახლად შექმნა ითავა ალექს მესსიმ, რომელცი გახდა მთავარი მწვრთნელი კლუბის. 1956/57 ასტონ ვილამ მოიგო მისი პირველი თასი 37 წლის შემდეგ. ორი სეზონის შემდეგ ვილა კვლავ გადავიდა მეორე დივიზიონში. ხოლო 1960 წელს კლუბი ჯო მერსერის ხელმძღვანელობით დაბრუნდა პრემიერ ლიგაში და მოიგო კიდეც შემდეგ სეზონში პრემიერ ლიგა. მერსერის წასვლის შემდეგ დაიწყო დაღმასვლა 1964 წელს. ყველაზე ტიტულოვან გუნდი ისევ გადავარდა მეორე დივიზიონში 1967 წელს. შემდეგ სეზონში, როდესაც ასტონ ვილამ მეორე დივიზიონში დაიკავა მეთექვსმეტე ადგილი, გულშემატკივრების დაჟინებული თხოვნით შეიცვალა გუნდის მწვრთნელი, ხოლო რამოდენიმე კვირის შემდეგ ასტონ ვილას საფეხბურთო საბჭო წავიდა. ხელმძღვანელობის შეცვლამაც არ უშველა და გუნდი თავის ისტორიაში პირველად გადავიდა მესამე დივიზიონში 1967/70_იან წლებში. ძველი კაპიტანის ვიკ კროის თაოსნობით, გუნდმა დაიწყო გამოცოცხლება. 1971/72 წლის სეზონში ვილა დაბრუნდა მეორე დივიზიონში. 1974 წელს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რონ სონდერსი. მისი თაოსნობით გუნდა მოიგო პრემიერ ლგია და გადავიდა პირველ დივიზიონში.
1980/81 წლის სეზონში ასტონ ვილამ მოიგო პრემიერ ლიგა თავის ისტორიაში ბოლოჯერ მეშვიდედ. რონ სონდერსმა უთანხმოების გამო, დატოვა კლუბი ისეთ მომენთში როდესაც გუნდი იყო ევროპის თასის მეოთხედფინალში, მისი ადგილი კი დაიკავა მისმა ასისტენტმა ტონი ბარტონმა, რომელმაც გუნდი გაიყვანა ფინალში, სადაც ასტონ ვილამ დაამარცხა <ბავარია>, შემდეგ სეზონში კი გუნდმა მოიპოვა უეფის სუპერთასი, ფინალში მათ ბარსელონას ძლიეს. ამის შემდეგ კი დაიწყო დაღმასვლა 1987 წელს გუნდი გადავიდა მეორე დივიზიონში. 1987/88 წლის სეზონში გრემ ტეილორის ხელმძღვანელობით გუნდი დაბრუნდა პრემიერ ლიგაში. 1889/90 წლებში კი ვილამ დაიკავა პრემიერ ლიგაში მეორე ადგილი და მხოლოდ ცხრა ქულით ჩამორჩა პირველ ადგილოსან <ლივერპულს>. 1992/93 წლებში კლუბმა რონ ანტინსონის ხელმძღანელობით პრემიერ ლიგაში დაიკავა მეორე ადგილი, პირველი ადგილი მათ <მანჩესტერ იუნაიტედს> დაუთმეს. 1990 წელს გუნდს გამოეცვალა 3_ჯერ მწვრთნელი და ამის გამო არასტაბილურ თამაშს აჩვენებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა გუნდმა ორჯერ მოიგო საფეხბურთო ლიგის თასი. 2000 წელს ასტონ ვილამ ითამაშა ინგლისის თასის ფინალში, სადაც დამარცხდა ანგარიშით 2:1 <ჩელსისთან> <უემბლის> სტადიონზე. 2006 წლის საფხულში გუნდი დატოვა დევიდ ო’ლირმა. მალევე გუნდს სათავეში ჩაუდგა ამერიკელი ბიზნესმენი რენდი ლერნერი. 2006/07 გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი მარტინ ო’ნილი, მისი წყალობით გუნდმა აჩვენა უფრო დამაჯერებელი თამაშები. 2007 წლის საფხულში ლოგოტიპი შეიცვალა ახალი სპონსორის მიერ. 2010 წელს ასტონ ვილამ ითამაშა საფეხბურთო ლიგის ფინალში სადაც დამარცხდა <მანჩესტერ იუნაიტედთან> ანგარიშით 2:1.
2010 წლელს გუნდი დატოვა მარტინ ო’ნილმა. ამავე წლის სექტემბერში გუნდს სათავეში ჩაუდგა ზერარ ულიე. 2011 წლის 1 ივნისს ულიემ დატოვა თავისი თანამდებობა, მისი ადგილი კი დაიკავა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა <ბირმინგემ სიტის> ალექს მაკლიშმა, მასობრივი პროტესტების მიუხედავად ხალხისა ის მაინც დაინიშნა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მწვრთნელმა <ბირმინგემ სიტის> პირდაპირ დაიკავა ადგილი <ასტონ ვილაში. მაკლიშმა თანამდებობაზე დაყო მხოლოდ თერთმეტი თვე, და გუნდი მეთექვსმეტედ ფინალში მიიღეს მონაწილეობა და 2 ქულით გადარჩნენ პრემიერ ლიგიდან გავარდნას. 2 ივლის 2012 წლის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა პოლ ლემერტი.
კომენტარის დატოვება