4shared

მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პრემიერ ლიგა 2013 წლის შემადგენლობა

მანჩესტერ იუნაიტედი
მანჩესტერი

man logo

ქალაქი: მანჩესტერი

სტადიონი: ოლდ ტრაფორდი(Old Trafford), ტევადობა:76000 მაყურებელი ფეხბურთის პროგნოზები

მანჩესტერ იუნაიტედი (Manchester United) ინგლისის საფეხბურთო კლუბია, სტენფორდიდან. შეიქმნა 1878 წელს ნიუტონ ჰიტის სახელით, 1902 წელს კი შეიცვალეს სახელი მანჩესტერ იუნაიტედით. 1992 წელს ერთ-ერთ იმ გუნდთაგანია, რომელებმაც შექმნეს ინგლისის პრემიერ ლიგა.

saxli
2013 წლის შემადგენლობა
gasvla
N

მეკარეები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

1 De Gea დავიდ დე ხეა

07.11.1990

ესპანეთი
13 Lindegaard ანდრეს ლინდეგორდი

13.04.1984

დანია
50 Johnstone სემ ჯონსტოუნი

25.03.1993

ინგლისი
N

მცველები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

3 Evra პატრიკ ევრა

15.05.1981

საფრანგეთი
4 Jones ფილ ჯონსი

21.02.1992

ინგლისი
5 Ferdinand რიო ფერდინანდი

07.11.1978

ინგლისი
6 evans ჯონი ევანსი

03.01.1988

ირლანდია
12 Smalling კრის სმოლინგი

22.11.1989

ინგლისი
15 Vidić ნემანია ვიდიჩი

21.10.1981

სერბეთი
21 Rafael რაფაელი

09.07.1990

ბრაზილია
28 Büttner ალექსანდრ ბიუტნერი

11.02.1989

ჰოლანდია
N

ნახევარმცველები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

7 Valencia ანტონიო ვალენსია

04.08.1985

ეკვადორი
8 Anderson ანდერსონი

13.04.1988

ბრაზილია
11 Giggs რაიან გიგზი

29.11.1973

უელსი
16 Carrick მაიკლ კერიკი

28.07.1981

ინგლისი
16 Nani ლუიშ ნანი

17.11.1986

პორტუგალია
18 Young ეშლი იანგი

09.07.1985

ინგლისი
22 skoulz პოლ სქოუზი

16.11.1974

ინგლისი
23 Cleverley ტომ კლევერლი

12.08.1989

ინგლისი
24 Fletcher დარენ ფლეტჩერი

01.02.1984

შოტლანდია
25 Powell ნიკ პაუელი

23.03.1994

ინგლისი
26 kagava სინზი კაგავა

17.03.1989

იაპონია
N

თავდამსხმელები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

10 Rooney უეინ რუნი

24.10.1985

ინგლისი
14 Hernández ხავერ ერნანდესი

01.06.1988

მექსიკა
19 Welbeck დენი უელბეკი

26.11.1990

ინგლისი
20 van Persie რობინ ვან პერსი

06.08.1983

ჰოლანდია
27 maceda ფედერიკო მაკედა

22.08.1991

იტალია
  ferguson მთავარი მწვრთნელი – ალექს ფერგიუსონი.

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი – მაიკლ ფელანი.

მეკარეების მწვრთნელი – ერიკ სტილი.

ფიზმომზადების მწვრთნელი – მაიკლ კლეგი.

მფლობელი – მალკოლმ გლეიზერი.

კლუბის ექიმი – სტივ მაკნელი.

მანჩესტერ იუნაიტედის საშინაო სტადიონია ოლდტრაფორდი, რომელიც გაიხსნა 1910 წელს. ის ითვლება უდიდეს სტადიონად უემბლის შემდეგ, რომელიც იტევს 76 ათას გულშემატკივარს.

1892 წელს ჩაებნენ საფეხბურთო ლიგაში. 1902 წელს კლუბი გაბანკროტების პირას იყო, იმდროინდელი სტადიონიც კი დაუხურეს ბენკ სტრიტი. კლუბი გადაარჩინა ჯონ ჰენრი დიევისმა, რომელიც მმართველი იყო მანჩესტერის ქარხნის. 1903 წელს კლუბი ჩაიბარა ერნესტ მანგნელმა, რომლის წყალობითაც კლუბი გადავიდა პირველ დივიზიონში 1906 წელს და 1907/08 წლებში კი მოიგეს პირველი ტიტულიც. 1908 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა მოიგო ისტორიაში პირველად ინგლისის სუპერთასი, 1909 წელს პირველი ინგლისის თასი. 1910/11 წლებში მეორედ გახდა პირველი დივიზიონის ჩემპიონი. ამავე სეზონში კლუბი გადავიდა ახალ სტადიონზე ოლდტრაფორდზე.

ოლდ ტრაფორდი

ოლდ ტრაფორდი(Old Trafford), ტევადობა:76000 მაყურებელი

1922 წელს გავარდა მეორე დივიზიონში. 1925 წელს დაბრუნდა ისევ, მაგრამ ისევ გავარდნენ 1931 წელს. 1934 წელს მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში პირველად დაიკავეს ასეთი სამარცხვინო ადგილი ინგლისის მეორე დივიზიონში მეოცე ადგილი.

1945 წელს კლუბის ახალი მწვრთნელი გახდა მეტი ბასბი. მისი წყალობით კლუბმა დაიკავა მეორე ადგილი სამ სეზონში 1946/47, 1947/48 და 1948/49 წლებში, ასევე 1948 წელს მოიგეს ინგლისის თასი. მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელებით შევსება გადაწყვიტა კლუბის. თუმცა წარმატება მალევე არ მოვიდა 1952/53 წლის სეზონში მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავეს. 1955/56 წლებში კი მოიგეს ინგლისის ჩემპიონობა. 1956/57 წლებში გაიმეორეს და ისევ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი, ასევე მივიდა ინგლისის თასის ფინალამდე და ევროპის თასზეც, რითაც გახდნენ პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა.

1957/58 წლებში, როდესაც ბრუნდებოდნენ ევრპოის თასის მატჩის შემდეგ დაშვებისას ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა და დაიღუპა რვა ფეხბურთელი: ჯეფა ბენტა, როჯერ ბერნა, ედი კოლმანი, დუნკანა ედვარდსი, მარკა ჯონონი, დევიდ პეგი, ტომი ტეილორი და ლიამა უილანა და ასევე თხუთმეტი მგზავრიც, ასევე მწვრთნელებიც უოლტერ კრიკმერა, ბერტ უოლი და ტომი კარი. მეტ ბასბიმ მიიღო მძიმე ტრამვები, მაგრამ გადარჩა და სამი თვის შემდეგ დაუბრუნდა კლუბს. მიუხედავად ასეთი ტრაგედიისა 1958 წელს ისინი მივიდნენ ინგლისის თასის ფინალამდე, სადაც დათმეს ბოლტონთან. წლის ბოლოს უეფამ გადაწყვიტა ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გამოეცხადებინა ორი ინგლისური გუნდი: ვულვერჰემპტონ უონდერერსი და მანჩესტერ იუნაიტედი, დაღუპულების პატივსაცემად, მაგრამ გადაიფიქრეს. 1958/59 წლებში მანჩესტერმა ინგლისის ჩემპიონატი დაასრულა მეორე ადგილზე.

1960 წელს ბასბიმ კლუბის გადაწყობა დაიწყო, და კლუბში მოიწვია დენის ლოუ და პეტ კრერანდი, ამავდროულად ეძებდა ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებსაც. 1963 წელს განახლებულმა ახალგაზრდულმა კლუბმა მოიგო ინგლისის თასი, თუმცა ინგლისის პირველ დივიზიონში მხოლოდ მეცხრამეტე ადგილი დაიკავეს. 1963/64 წლებში მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო 1964/65 და 1966/67 წლებში გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. 1968 წელს გავიდნენ ევროპის თასზე, სადაც დაამარცხეს ბენფიკა ანგარიშით 4:1 და გახდნენ, პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ეს შესძლო. სამმა ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედისა მიიღო ოქროს ბურთი:ბობი ჩარლტონმა, დენის ლოუმ და ჯორჯ ბესტმა. 1969 წელს მეტ ბასბიმ დატოვა კლუბი. კლუბი კი ჩაიბარა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა უილფ მაკრინესმა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა, მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა 1969/70 წლის სეზონში. ამიტომ მან კლუბი დატოვა. ბასბი კი მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი დათანხმდა დროებით ყოფილიყო მწვრთნელი და 6 თვის შემდეგ დატოვა კლუბი 1971 წელს. ასევე კლუბიდან წავიდა უამრავი კარგი ფეხბურთელიც: ნობი სტაილზი და პეტ კრერანდი. მალევე ახალ მწვრთნელად დაინიშნა ფრენკ ო’ფერელი, მაგრამ მანაც მაკგინესივით ვერაფერი კარგი ვერ გააკეთა.

1972 წელს კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა ტომი დოხერტი. მან მანჩესტერ იუნაიტედი გადაარჩინა 1972/73 წლის სეზონში დივიზიონიდან გავარდნას, თუმცა შემდეგ სეზონში მაინც გავარდნენ. ასევე სამმა ვარსკვლავმა ბესტმა, ლოუმ და ჩარლტონმა დატოვა კლუბი. მათ მაგივრად კი იყიდეს ლუ მაკარი, სტიუარტ ხიუსტონი და ბრაიან გრიფხოფი. 1974/75 წლის სეზონში კლუბი დაბრუნდა ინგლისის პირველ დივიზიონში, ხოლო 1976 წელს ინგლისის თასის ფინალამადე მივიდა, სადაც დათმო მატჩი საუთჰემპტონთან, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მაინც მოიგეს ინგლისის თასი, სადაც ფინალში მოუგეს ლივერპულს ანგარიშით 2:1. ასეთი წარმატების მიუხედავად მწვრთნელმა კლუბი დატოვა ცოლის ღალატის გამო კლუბის ფიზიოთერაპევტთან.

1977 წელს დოხერტი შეცვალა დეივ სეკსტონმა. მაგრამ მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ვერაფერი ვერ მოიგ ამიტომ 1981 წელს იგი დაითხოვეს. იგი კი შეცვალა რონ ანტკინსონმა. მან შეიძინა ბრაიან რობსონი ვესტჰემიდან, ასევე იესპერ ოლსენი, პოლ მაკგრატი და გორდონ სტაკანი, ასევე ახალგაზრდულიდანაც დაიმატა ნორმან უაიტსაიდი და მარკ ხიუზი. ანტიკსტონის ხელმძღვანელობით 1983 და 1985 წლებში კლუბმა მოიგო ინგლისის თასი.

1986 წელს კი ინგლისის პირველი დივიზიონიდან გავარდნის პირას იყო, ამიტომ ატკინსონიც დაითხოვეს და მის ადგილი დაიკავა შოტლანდიელმა სპეციალისტმა ალექს ფერიუსონმა. პირველ სეზონში ფერგიუსონის ხელმძრვანელობით კლუბმა ჩემპიონატი მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა 1987/88 წლებში კი მეორე ადგილას.

1990 წელს კი ისიც საფრთხის წინაშე იყო. ზედიზედ უამრავი წაგებული მატჩის გამო. მაგრამ ინგლისის თასის მოგებამ კრისტალ პალასთან ყველაფერი გადაწყვიტა. 1990/91 წლებში მანჩესტერ იგავიდა საფეხბურთო ლიგის ფინალში, სადაც დათმეს მატჩი რონი ატკინსონის ყოფილი მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელის გუნდთან შეფილდ უენსდეინთან. ამავე სეზონში მანჩესტერმა მოიგო თასების თასი და ევროპის სუპერთასი. შემდეგ სეზონშიც გავიდნენ ლიგის თასის ფინალში, ამჯერად მოიგეს ნოტინგემ ფორესტთან. 1991 წელს კლუბში გადმოვიდა პეტერ შმეიხელი მეკარე, რომელმაც ჩაატარა 17 მატჩი სადაც არცერთი გოლი არ გაუშვია. 1991/92 წელს კლუბმა დაიკავა მეორე ადგილი ლიდს იუნაიტედის იშემდეგ. 1992 წელს კი კლუბში გადმოვიდა ერიკ კანტონა 1.2 მილიონ ფუნტ სტერლინგად. 1992/93 წლის სეონში ჩემპიონის ტიტულიც მოიგეს პირველად 1967 წლის შემდეგ. 1993 წლის ივლისში ნოტინგემ ფორესტიდან გადმოვიდა როი კინი, რომელიც გახდა ერთ-ერთი ლეგენდა კლუბის. 1993/94 წლის სეზონში ისტორიაში პირველად გაიფორმეს დუბლი მოიგეს ინგლისის პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი. 1994/95 წლის წარუმატებელი სეზონის გამო ფერგიუსონმა გაყიდა მარკ ჰიუზი. პოლ ინსა და ანდრეი კანჩელსკიცი, რომელიც შეცვალა ახალგაზრდებით დევიდ ბექჰემი, პოლ სკოუზი, გარ და ფილ ნევილები, ასევე ნიკ ბარტიც. განახლებულმა მანჩესტერ იუნაიტედმა 1995/96 წლებში ისევ გაიფორმა ორმაგი დუბლი მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი. 1996 წელს კლუბის კაპიტანმა კარიერა დაასრულა და კაპიტნობა ჩაიბარა ერიკ კანტონამ. 1998/99 წლებში მანჩესტერმა გაიფორმა სამმაგი დუბლი რითაც მოიგო ინგლისის თასი, ინგლისი პრემიერ ლიგა და უეფა ჩემპიონთა ლიგა. 2001/02 წლებში კლუბმა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაიკავა მესამე ადგილი. 2004 წელს მოიგეს ინგლისის თასი. 2007/08 წლებში მოიგეს ინგლისის პრეიმერ ლიგა და უეფა ჩემპიონთა ლიგა. 2008/09 წლის სეზონში კი მესამედ ზედიზედ მოიგეს ინგლისის პრემიერ ლიგა, ასევე საფეხბურთო ლიგის თასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. 2009 წელს კრისტიანუ რონალდუ გადავიდა მადრიდის რეალში რეკორდულ თანხად 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად. 2010 წელს იუნაიტედმა მოიგო საფეხბურთო ლიგის მატჩი, სადაც დაამარცხა ფინალში ასტონ ვილასთან ანგარიშით 2:1 და შეინარჩუნეს ტიტული. 2010/11 წელს კი მანჩესტერმა უკანასკნელად მოიგო მეცხრამეტედ ინგლისის პრემერ ლიგა, რითაც გაასწრო ლივერპულს და გახდა საუკეთესო ინგლისური კლუბი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*