4shared

რედინგი ინგლისის პრემიერ ლიგა 2012/2013 წლის შემადგენლობა

redinggi

რედინგი

(Reading) ინგლისური საფეხბურთო კლუბია ქალაქ რედინგიდან,ბერკშირიდან, მონაწილეობს ინგლისის პრემიერ ლიგაში. არაოფოციალური სახელი გულშემატკივრებმა შეარქვეს როიალსი.
1871 წელს საფეხბურთო გუნდმა თავის ისტორიაში, როდესაც თამაში დაიწყო მონაწილეობდა, მხოლოდ სათასო თამაშებში და ამხანაგურ მატჩებში. პირველი დებიუტი მათი გაიმართა 1890 წელს ინგლისის თასზე. პირველი მონაწილეობა ნაციონალურ თასზე შემარცხვენელი იყო 1894 წელს, სადაც დამარცხდნენ ანგარიშით 0:18 პირველივე რაუნდში ტურნირის. მხოლოდ ერთი წლის მერე მიეცა გუნდს სტატუსი პროფესიონალის.

მეოცე საუკუნის დასაწყისში გუნდი იმყოპებოდა ბოლო ადგილებზე ინგლისის საფეხბურთო ლიგაში. მხოლოდ 1920/21 წელს გუნდმა მოახერხა მესამე დივიზიონში გადასვლა. ხუთი წლის შემდეგ 1926 წელს გუნდმა წარმატებას მიაღწია და გადავდია ინგლისის მეორე დივიზიონში, ხოლო 1927 წელს გუნდი მივიდა ინგლისის თასის ნახევარფინალში. 1931 წელს კლუბი ისევ აღმოჩნდა ინგლისის მესამე დივიზიონში, სადაც დარჩა 30_იან წლებში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. 1946 წელს რედინგმა მოიპოვა თავისი ყველაზე დიდი წარმატება ისტორიაში კრისტალ პალასთან ანგარიშით 10:2.

1948/51 წლებში გუნდმა ორჯერ დაიკავა მესამე დივიზიონში მესამე ადგილი, მაგრამ ვერ შეძლო ინგლისის მეორე დივიზიონში მოხვედრა. 1951/52 წელს მოიხსნა კლუბის რეკორდი გატანილი გოლებით, რომელიც გაიტანა რონი ბლეკმენმა 39 გოლი ჩემპიონშიპში. 1986 წელს შესძლო და მოხვდა მეორე დივიზიონში, მაგრამ დაბრუნება არც თუ ისე დამაჯერებელი იყო და გუნდმა რამოდენიმე წლის შემდეგ ისევ დატოვა ინგლისის მეორე დივიზიონი და გადავიდა მესამეში.

90_იან წლებში რედინგმა ისევ მოახერხა მეორე დივიზიონში დაბრუნება, თან ამავდროულად შეიცვალა გუნდის ხელმძღვანელობაზ; კლუბის მთავარი გახდა ჯონ მადეისკი, ხოლო მწვრთნელი მარკ მაკგი. გუნიდს ეს ცვლილებები წაადგა 1994 წელს რედინგმა მოიგო ინგლისის მეორე ლიგა და გადავიდა პირველ დივიზიონში. პირველივე სეზონში, რაღაც მიზეზების გამო გუნდის მწვრთნელი წავიდა გუნდიდან მაგრამ მათთვის ამას ხელი არ შეუსლია, რადგან მათ შესძლეს და გავიდნენ მეორე ადგილზე ჩემპიონშიპში, მაგრამ ეს ყველაფერი პირდაპირ საგზურს არ აძლევდათ  ინგლისის პრემიერ ლიგაში. მათ ნახევარფინალში დამარცხეს ტრანმერ როვერსი ანგარიშით 3:1, თუმცა ფინალში რედინგმა მატჩი დაუთმო ბოლტონს. ის ლეგენდარული თამაში, რომელიც გაიმართა ინგლისის ლეგენდარულ სტადიონზე უემბლიზე იყო ძალიან დრამატიული. რედინგი იგებდა ანგარიშით 2:0 ლინ ნოგანის და ადრიანა უილამსის გოლებით, მაგრამ დამარცხდა დამატებით დროში ანგარიშით 3:4.  90_იან წლებში გუნდი ორჯერ მივიდა ინგლისის თასის მეოთხედფინალამდე (1996/98 წლებში). ცოტა ხნის შემდეგ გუნდმა მიიღო ახალი სტადიონი მადეისკი, რომელიც იტევდა 25000_ათასამდე მაყურებელს. რედინგს ახალ სტადიონზე თამაში არ წაუვიდა, ვერანაირად ვერ შესძლეს წინ წაწევა. 1999 წელს მწვრთნელი შეიცვალა და მოვიდა ალან პარდიუ, რომელმაც შესძლო გუნდის თამაშის დალაგება.  სეზონის ბოლოს რედინგი გავდია მესამე ადგილზე, სადაც მოიპოვა უფლება ებრძოლათ ინგლისის პირველ დივიზიონისთვის. ფინალში მაყურებლებს დიდი გაწბილება ელოდათ, რადგან ისინი დამარცხდნენ კარდიფთან მილენიუმ სტადიონზე, დამატებით დროში ანგარიშით 2:3.

2001/02 წლებში შესძლეს მოეპოვებინათ ინგლისის მეორე დივიზიონის ვერცხლი, რომელმაც ავტომატური საგზური მისცა პირველ ლიგაში. 2003 წელს მოხდა შეცვლა მწვრთნელის და პარდიუ გადავიდა ვესტ ჰემში, რომელმაც იმჟამად დატოვა ინგლისის პრემიერ ლიგა, რეგინგში მოვიდა სტივ კოპელი. ინგლისის პირველ დივიზიონში არც თუ ისე დამაჯერებელი იყო მათი თამაში და გუნდმა დაიკავა მერვე ადგილი. 2006 წელს გუნდი თავის ისტორიაში პირველად აღმოჩნდა ინგლისის პრემიერ ლიგაში. პირველი წლები წარმატებული იყო და გუნდმა ისევ ოღონდ ინგლისის პრემიერ ლიგაში დაიკავა მერვე ადგილი. შემდეგ სეზონში გუნდს დიდი ბრძოლა მოუწია, მაგრამ გავარდა ინგლისის პრემიერ ლიგიდან. 2008/09 წლის სეზონის შემდეგ გუნდი დატოვა სტივ კოპელმა გადავიდა ბრისტოლ სიტიში, ახალი მწვრთნელის ამპულაში კი მოვიდა ბრაიან მაკდერმოტი. 2011/2012 წელს გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი ინგლისის ჩემპიონშიპში და გადავიდა ინგლისის პრემიერ ლიგაში. 2012 წელს საკონტროლო პაკეტი რედინგის იყიდა ცნობილმა კომპანიამ Thames Sports Investment ფლობელად ამ კომპანიის ითვლება რუსი ბიზნესმენი 29 წლის ანტონ ზინგარევიჩი, მან აქციების 51% იყიდა.

რედინგი ინგლისის პრემიერ ლიგა 2012/2013 წლის შემადგენლობა

მთავარი მწვრთნელი – ბრაიან მაკდერმოტი.

მწვრთნელი – ნაიჯელ გიბსი.

მწვრთნელი მეკარეების – სალ ბიბი.

პრეზიდენტი – ანტონ ზიგარევიჩი.

saxlis forma   gasvliti forma

 

 

 

 

 

 

მეკარეები

დაბ/თარიღი

მოქალაქეობა

n

სტუარტ ტეილორი

28.11.1980

ინგლისი

1

ადამ ფედერიჩი

31.01.1985

ავსტრალია

21

ალექს მაკარტი

03.12.1989

ინგლისი

მცველები

დაბ/თარიღი

მოქალაქეობა

2

კრის გარნერი

21.07.1989

უელსი

3

ნიკი შორი

19.02.1981

ინგლისი

5

ალექს პირსი

09.11.1988

ინგლისი

6

ადრიან მარიაპა

03.10.1986

იამაიკა

8

მიქელ ლეიგერტვუდი

12.11.1982

ინგლისი

15

შონ მორისონი

08.01.1991

ინგლისი

17

კასპარ გორსპი

06.11.1981

ლატვია

23

იან ხარტი

31.08.1977

ირლანდია

24

შონ კამინგსი

25.02.1989

ინგლისი

ნახევარმცველები

დაბ/თარიღი

მოქალაქეობა

4

ჯემ კარაჯანი

21.02.1989

თურქეთი

11

ჯობი მაკაუნფი

09.11.1981

იამაიკა

14

ჯიმი კებე

19.01.1984

მალი

16

ჯეი ტაბი

21.02.1984

ირლანდია

19

ხალ რობსონ-კენი

21.05.1989

უელსი

20

დენი გატრი

18.04.1987

ინგლისი

25

ჯეიკ ტეილორი

01.12.1991

უელსი

26

ბრინიარ გინარსონი

16.10.1975

ირლანდია

თავდამსხმელები

დაბ/თარიღი

მოქალაქეობა

7

პაველ პოგრებიანკი

08.11.1983

რუსეთი

9

ადამ ლე ფონდრი

02.12.1986

ინგლისი

10

ნოელ ხანტი

26.12.1983

ირლანდია

12

გარატ მაკლირი

15.05.1987

ინგლისი

18

საიმონ ჩერჩი

10.12.1988

უელსი

29

ნიკოლას ბიგნალი

11.07.1990

ინგლისი

33

ჯეისონ რობერცი

25.01.1978

გრენადა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*