4shared

html გაკვეთილი მეათე

დღევანდელ გაკვეთილში ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ შევქმნათ ლინკი (ბმული) საფოსტო ყუთზე (e-mail).

ასევე გავიგებთ თუ როგორ გავაკეთოთ კარნახი ტექსტურ ბმულზე, რომელიც გამოჩნდება მაშინ როდესაც მასზე მივიყვანთ კურსორს.

ლინკი საფოსტო ყუთზე ცოტათი განსხვავდება , ლინკებისაგან დოკუმენტზე.დაიმახსოვრეთ ეს.

<a href=”mailto:pochta@mail.ru”> pochta@mail.ru </a>

mailto – ს გააჩნია კიდევ რამოდენიმე თვისება :

– ?subject= წერილის თემა
– &Body= თქვენი წერილის ტექსტი
– &cc=copy@mail.ru,copy2@mail.ru (წერილების კოპია მძიმის შემდეგ)
– &bcc=hidden_copy@mail.ru,hidden_copy2@mail.ru (ფარული კოპიები წერილებისა მძიმის შემდეგ) 

ყველაფერი ეს ერთად გამოიყურება შემდეგმაირად :

<a href=”mailto:pochta@mail.ru?subject=Hello&Body=text&cc=copy@mail.ru&bcc=hidden_copy@mail.ru”> pochta@mail.ru </a> 

ეხლა თუ მომხმარებელი დააწკაპუნებს ლინკზე, მისი საფოსტო პროგრამა შესთავაზებს მას ბლანკს უკვე შევსებული ფორმებით (მოსახერხებელია).

გავაგრძელოთ საუბარი ლინკებზე. როგორც ადრე იყო ნათქვამი ლინკი შეიძლება იყოს სურათი. პრინციპი იგივეა როგორც ტექსტის დროს. ოღონდ ტეგებში <a></a> თავსდება არა ტექსტი არამედ სურათი:

<a href=”prf.html”><img src=”dephoto.gif”></a> 

მაგალითად გვსურს გავაკეთოთ ლინკი სურათით საფოსტო ყუთზე, პრინციპი იგივეა:

<a href=”mailto:pochta@mail.ru“><img src=”dephoto.gif”></a> 

მაშ ასე გავაკეთოთ სურათი dephoto.gif ლინკად დოკუმენტზე ფოტოებით (prf.html) :

<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″ link=”#339999″ alink=”#339999″ vlink=”#339999″>
<div align=”center”>
<H3>ეს ჩემი ვებ გვერდია.</H3>
<br>
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება</font> 🙂 </div>
<p align=”justify”>
<a href=”prf.html”><img src=”dephoto.gif” align=”left” HSPACE=30 VSPACE=5 alt=”ჩემი სურათები”></a>ადამიანი ჩვეულებრივად უყურებ იმას რაც მოსწონს, და იძახის: « ხო, მე ეს მინდა » როდესაც ხედავენ იმას რაც არ უნდათ, მაშიმ მასზე ხარჯავენ დიდ ენერგიას მისი ცხოვრებიდან ამოსაშლელად, გასანადგურებლად. საზოგადოება მიჩვეულია ბრძოლას არასასურველი მოვლენების მიმართ. ბრძოლა სიღარიბესთან. <a href=”prf.html”>დაათვალიერეთ საინტერესო სურათები</a>, ომთან,ნარკოტიკებთან,ტერორიზმთან,ძალადობასთან.ეს კი ქმნის კიდევ უფრო მეტ ბრძოლას (ლიზა ნიკოლსი)
</p>
</body>
</html>

შევამოწმოთ ყველაფერი ეს ბრაუზერში და ვხედავთ რომ სურათი dephoto.gif გახდა ლინკი. მიაქციეთ ყურადღება რიმ ფოტოს გარშემო გაჩნდა რამკა. თუ გსურთ მისი გაუქმება საჭიროა ატრიბუთ ბორდერის გამოყენება border=”0″ პარამეტრით 0. ამ პარამეტრზე ვისაუბრეთ წინა გაკვეთილებში.

<img src=”dephoto.gif” align=”left” hspace=”30″ vspace=”5″ alt=”ჩემი სურათები” border=”0″

როგორ გავაკეთოთ ჩარჩოს ფერი სურათის გარშემო? იგი კეთდება ატრიბუტით bordercolor მაგალითად:

<img src=”picture.gif” border=”3″ bordercolor=”#CC0000″> 

ჩვენ შემთხვევაში რამკის ფერი წითელია, ხოლო ატრიბუტი border (რამკის სისქე) არ უნდა იყოს 0, თუ გსურთ რამკის ნახვა ფოტოს გარშემო.

ლინკებზე საუბარს განვაგრძობთ გაკვეთილი მეთერთმეტე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*