html გაკვეთილი მესამე

ბლოგი

ფონის, შრიფტის ფერის შეცვლა html

ამ გაკვეთილში შევისწავლით ფონის შრიფტის გაფერადებას, ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება პალიტრა – http://www.artlebedev.ru/tools/colors/ გადმოქაჩეთ იგი და შეინახეთ კომპიუტერზე რადგან მომავალში თქვენ იგი არა ერთხელ დაგჭირდებათ. Файл – Сохранить как (File – Save as).

საქმე იმაშია რომ , რომ ფერები html იწერება როგორც მითითებულია ცხრილში ისე. მაგალითად თეთრი ფერი – ffffff.
მოდით დავუბრუნდეთ ჩვენ გვერდს და შევღებოთ სიტყვა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! წითლად .
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!</font>

color – პარამეტრი (ატრიბუტია) ტეგ font -ისა. ატრიბუტი color ისევე როგორც სხვა ატრიბუტები არ განეკუთვნებიან მხოლოდ ერთ ტეგს. იგი შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვა ტეგებთანაც.

სცადეთ  CC0000 ამ ფერის სანაცვლოდ გამოიყენოთ რაიმე სხვა ფერი ატრიბურ color – ისათვის. მიაქციეთ ყურადღება იმას რომ ფერს აუცილებლად წინ უნდა ახლდეს ნიშანი «დიეზი» – #.

საიტის შექმნა<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body text=” #336699″>
ეს ჩემი ვებ გვერდია.
<br>
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! </font>
</body>
</html>

ტეგი <font></font> მრავალფუნქციონალურია მისი მეშვეობით შესაძლებელია შრიფტის ზომის მითითება და ასევე შრიფთის ნაერსახეობისა  (Arial). ამაზე ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით.

კიდევ როგორ შეიძლება დოკუმენტში მიუთითოთ ფერი. გავიხსენოთ ტეგი <body>:
<body text=”#336699″> ეს ნიშნავს იმას რომ მთლიანი ტექსტი დოკუმენტში იქნება ლურჯი. გარდა ტექსტისა რომელსაც ჩვენ სპეციალურად მიუთითეთ <font></font>. თუ <body> -ში არ მიუთითებთ ტექსტის ფერს, იგი  სტანდარტულად შავი იქნება.

მოდით ეხლა განვიხილოთ როგრ შევცვალოთ ფონის ფერი.

ფონის ფერი ყენდება ჩვენთვის უკვე ცნობილ ტეგის <body> -ის მეშვეობით. <body bgcolor=”#000000″>. მითითებულია ფონის ფერი შავია თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ფერი. თუ ფერს <body> -ში არ მიუთითებთ. სტანდარტულად იგი იქნება თეთრი.

საიტის შექმნა<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″>
ეს ჩემი ვებ გვერდია.
<br>
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! </font>
</body>
</html>

მიაქციეთ ყურადღება იმას რომ ერთდროულად ჩვენ შეგვიძლია ტეგ <body> _ში მივუთითოთ ტექსტის ფერი და ფონის ფერი ( ეს თუ თქვენ ჯერ ვერ მიხვდით რომ ერთ ტეგისათვის შესაძლებელია რამოდენიმე ატრიბუტის მითითება).
<body text=”#336699″  bgcolor=”#000000″> .

აქ რამოდენიმე სასარგებლო რჩევა ნუ გაერთობით ფონისათვის ღაჟღაჟა ფერებით . საკმაოდ ცუდად მოქმედებს ადამიანის თვალებზე, ასევე არ არის სასურველი ბევრი სხვადასხვა ფერის ერთად გამოყენება გვერდზე.

იხილეთ გაგრძელება გაკვეთილი მეოთხე

6 Responses to "html გაკვეთილი მესამე"

  1. Goal_Keeper Posted on სამშაბათი, ივლისი 14, 2015 at 12:24 pm

    კლავოატურაზე უნდა დააჭიროთ Shift – ს

  2. giorgi Posted on სამშაბათი, ივლისი 14, 2015 at 2:34 am

    >> ogond patara ra kombinaciit davcero???

  3. Goal_Keeper Posted on ხუთშაბათი, მაისი 21, 2015 at 12:48 pm

    უნდა ჩვეულებრივი ბრჭყალები . ეგ სიმბოლო არის კლავიზტურაზე და განთავსებულია რუსულ ასო Э -ზე

  4. giorgi Posted on ხუთშაბათი, მაისი 21, 2015 at 2:00 am

    არადა რამდენს ვწვალობდი და არ გამომდიოდა , თურმე რისი ბრალი ყოფილა :დდდ

  5. giorgi Posted on ხუთშაბათი, მაისი 21, 2015 at 1:59 am

    რა უბედურებაა  ბატონო დავით ეს  ? :დ ბრჭყალები სხვანაირად ჩანს :დდდდ რისი ბრალიააა ? თქვენ სწორად გიწერიათ , მაგრამ მე ბრჭყალების მაგივრად სხვა სიმბოლოს ვხედავ :დდ

  6. giorgi Posted on ხუთშაბათი, მაისი 21, 2015 at 1:56 am

    ბატონო დავით ! >> ამას ვეძებდი დიდხანს , თან პატარას ვერსად ვიპოვე :დ მაგის გამო არ  შემოვდიოდი აქ :დდ  , არ გამომდიოდა :(( >>  მაგივრად ” ეს ხო უნდა მანდ ? პ.ს. სხვამ განმანათლა თორე აქამდე ტვინს ვიჭყლეტდი :დ ვერა და ვერ ვიპოვე >> ეს სიმბოლო , პოვნით ვიპოვე მაგრამ არ გამოდიოდა ბოლოს არაფერი 

კომენტარის დატოვება

-
Translate »