4shared

html გაკვეთილი მეცხრე

დღევანდელ გაკვეთილში ჩვენ ვისაუბრებთ ლინკებზე (ბმულებზე)

ჩვენი გვერდი შეიძლება შედგებოდეს რამოდენიმე დოკუმენტისაგან. ერთ-ერთი მათგანი მთავარია (index.html). დანარჩენ დოკუმენტებს თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ნებისმიერი სახელწოდება (photos.html, about_me.html, friends.html), ისინი შეიძლება მდებარეობდნენ ერთ დირექტორიაში (პაპკაში) ან სხვადასხვა პაპკებში.

ლინკების მეშვეობით ჩვენ ერთმანეთს უკავშირებთ მათ. ასე ჩვენ მთავარი გვერდიდან შეგვიძლია გადავიდეთ მაგალითდ გვერდზე სურათებით და ამ გვერდიდან დავბრუნდეთ უკან მთავარ გვერდზე, ან რომელიმე სხვა გვერდზე.

ლინკი შეიძლება იყოს ტექსტი (ფრაზა, სიტყვა), სურათიც შეიძლება იყის ლინკი. მოდით შევქმნათ ახალი დოკუმენტი, (ჩვენ შემთხვევაში prf.html ) იგივე დირექტორიაში პაპკაში სადაც მდებარეობს ჩვენი მთავარი დოკუმენტი  index.html. 

დავუშვათ prf.html – დოკუმენტი თქვენი ფოტოებით. მაშინ ჩვენ შეგვიძლია ფრაზა “დაათვალიერეთ საინტერესო სურათები” გავაკეთოთ ლინკად  prf.html დოკუმენტზე :

<a href=”prf.html”>დაათვალიერეთ საინტერესო სურათები</a> 

ტეგი <a></a> ქმნის ლინკს. ტექსტის ან სურათის მასში მოთავსებით. მისამართის შექმნის პრინციპები ჩვენ უკვე შევისწავლეთ წინა გაკვეთილებში.

(1) – <a href=”prf.html”>დაათვალიერეთ საინტერესო სურათები</a>
(2) – <a href=”photos/prf.html”>დაათვალიერეთ საინტერესო სურათები</a>
(3) – <a href=”http://daviti.org.ua/kompiuteris_gakvetilebi/prf.html”>დაათვალიერეთ საინტერესო სურათები</a>

(1) – შემთხვევაში დოკუმენტი დევს იმავე დირექტორიაში (პაპკაში), სადაც მდებარეობს დოკუმენტი რომელშიც ჩვენ გვაქვს ლინკი მითითებით, prf.html დოკუმენტზე.
(2) – შემთხვევაში დოკუმენტი მდებარეობს ქვე დირექტორიაში photos, ხოლო მე (3) – მე შემთხვევაში მითითებულია საიტი, სადაც მდებარეობს ჩვენი დოკუმენტი.

ყველა ლინკს ჩვენ დოკუმენტში ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ფერი:  link – ლინკის ფერი, alink – აქტიური ლინკის ფერი (რომელზეც დაჭირეს უკვე), vlink – ფერი ლინკისა რომელის მეშვეობითაც უკვე გადავიდნენ სხვა გვერდზე.

<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″ link=”#339999″ alink=”#339999″ vlink=”#339999″>

ფერებს ლინკებისათვის ჩვენ ვწერთ <body> – ში. ჩვენ შემთხვევაში სამივე ლინკს ერთნაირი ფერი აქვს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სხვადასხვა ფერი.

მოდით ეხლა ეს ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენ მაგალითზე:

<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″ link=”#339999″ alink=”#339999″ vlink=”#339999″>
<div align=”center”>
<H3>ეს ჩემი ვებ გვერდია.</H3>
<br>
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება</font> 🙂 </div>
<p align=”justify”>
<img src=”pari.gif” align=”left” HSPACE=30 VSPACE=5 alt=”ჩემი სურათები”> ადამიანი ჩვეულებრივად უყურებ იმას რაც მოსწონს, და იძახის: « ხო, მე ეს მინდა » როდესაც ხედავენ იმას რაც არ უნდათ, მაშიმ მასზე ხარჯავენ დიდ ენერგიას მისი ცხოვრებიდან ამოსაშლელად, გასანადგურებლად. საზოგადოება მიჩვეულია ბრძოლას არასასურველი მოვლენების მიმართ. ბრძოლა სიღარიბესთან. <a href=”prf.html”>დაათვალიერეთ საინტერესო სურათები</a>, ომთან,ნარკოტიკებთან,ტერორიზმთან,ძალადობასთან. <font size=”+1″>ეს კი ქმნის კიდევ უფრო მეტ ბრძოლას (ლიზა ნიკოლსი)
</p> 
</body>
</html>

ტექსტური ლინკებისათვი (ბმულები) ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ფერი ეს კეთდება ტეგ <font> -ის და ატრიბიუტ color – ის მეშვეობით : 

<a href=”prf.html”><font color=”#CC0000″>დაათვალიერეთ საინტერესო სურათები</font></a> 

მიაქციეთ ყურადღება იმას რომ <font color=”…”></font> – იწერება ტეგ <a></a> – შიგნით.

გაკვეთილი მეათე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*