როგორ დავიცვათ დოკუმენტი MS Word 2010

ბლოგი

როგორ ავკრძალოთ MS Word 2010 დოკუმენტის რედაქტირების საშუალება.

სიტყვაზე ბევრი ადამიანი ამ პროგრამის საშუალებების 10% – კი არ იყენებს. MS Word 2010 გვაძლევს საშუალებას არა მარტო ტექსტის დაბეჭვდის საშუალებას, არამედ პროფესიონალურ დონეზე დოკუმენტის გაფორმების საშუალებას გვაძლევს იგი.

რისთვისაა საჭიროMS Word 2010 დოკუმენტის დაცვა ? ძირითადი მიზეზი ამისა ორია.

პირველი მიზეზი ეს კონფედენციალური მონაცემების დაცვა. სინამდვილეში ყველა ადამიანს გააჩნია ინფორმაცია რომელიც არ სურს მას რომ გახდეს ცნობილი სხვა ადამიანებისათვის. ეს შეიძლება იყოს პირადი მიმოწერა, პერსონალური დღიური. და ასე შემდეგ.

მეორე მიზეზი – რედაქტირებისაგან დაცვა. წარმოიდგინეტ ოფისი. დოკუმენტები ხელმისაწვდომია ყველა ტანამშრომელისათვის (ლოკალურ ქსელში) და მისი რედაქტირება შეუძლია ყველას. ჯამში შეიძლება შეიქმნას სიტუაცია როდესაც თქვენს მიერ მომზადებული პრეზენტაცია შეიძლება შეცვლილი იქნას ვინმეს მიერ შეუცნობლობამდე.

როგორ დავიცვათ დოკუმენტი MS Word 2010  – ში?

არსებობს რამოდენიმე ხერხი. გააჩნია როგორი დაცვაა საჭირო.

დაცვა დოკუმენტის გახსნისაგან. MS Word 2010  – ში ამის გაკეთება საკმაოდ ადვილია . ამისათვის საკმარისია, გადავიდეთ მენიუ “ფაილი” შემდგომ ქვემენიუ “ინფორმაცია” . შემდგომ მარჯვნივ ავირჩიოთ “დოკუმენტის დაცვა” პუნქტი პაროლით დაშიფრვა.გაიხსნება ფანჯარა სადაც უნდა შეიყვანოთ სასურველი ფრაზა(პაროლი) პაროლი შეყვანას მოგთხოვენ ორჯერ ასე რომ არ გაგიკვირდეთ.

შენახვის შემდეგ ამ დოკუმენტის გახსნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პაროლის შეყვანის შემდეგ.

დაცვა დოკუმენტის რედაქტირებისაგან
– აქ შეიძლება დოკუმენტის დაცვა სრულად ან ნაწილობრივ. ამისათვის საჭიროა იგივე ქვემენიუში “დოკუმენტის დაცვა” დავაყენოთ შესაბამისი პარამეტრები. მაგალითად პარამეტრი მონიშნე როგორ საბოლოო – გვაძლევს საშუალებას დოკუმენტის ნახვისა, მაგრამ არ გვაძლეს უფლებას მოვახდინოთ მისი რედაქტირება.

პარამეტრი რედაქტირები შეზღუდვა – იძლევა საშუალებას დოკუმენტის რედაქტირება მოახდინოს სხვა მომხმარებელმა ოღონდ დოკუმენტის მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე.

კომენტარის დატოვება

-
Translate »