4shared

html – ის გაკვეთილები. გაკვეთილი მეოთხე.


ამ გაკვეთიში ჩვენ ვისაუბრებთ პარაგრაფებზე.  

პარაგრაფები კეთდება ტეგებით:

<p></p> პარაგრაფების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ტექსტის ცენტრირება:
<p align=”center”>ტექსტი</p> 

შეგვიძლია განვათავსოთ ტექსტი მარცხენა მხარეს:
<p align=”left”>ტექსტი</p>

მარჯვენა მხარეს :
<p align=”right”>ტექსტი</p> 

და დოკუმენტის ორივე მხარეს:
<p align=”justify”>ტექსტი</p> 

ეხლა განვათავსოთ პარაგრაფები ჩვენ დოკუმენტში და ვნახოთ რა გამოგვივა. ჩვენ გამოვიყენეტ პარაგრაფი ცენტრირების ატრიბუტით (align=”center”), სცადეთ პარაგრაფში ატრიბუტ align გამოყენება სხვადასხვა მნიშვნელობებით :  Left, Right, Justify.  

<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″>
<p align=”center”>
ეს ჩემი ვებ გვერდია.
<br>
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! </font> </p>
</body>
</html>

თუ ტექსტში არ არის მითითებული პარაგრაფები სტანდარტულად თავიდან იგი განთავსდება მარცხენა მხარეს. ასევე უნდა იცოდეთ რომ დამხურავი ტეგის </p>- ს შემდეგ ავტომატურად ხდება გადასვლა შემდეგ ხაზზე. მაშინ რა უნდა ვქნათ თუ ესეთი გადასვლა ჩვენ არ გვესაჭიროება? არის <p align=”center”>- ის ალტერნატიული ტეგი : <center> ტექსტი </center>

<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″>
<center>
ეს ჩემი ვებ გვერდია.
<br>
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! </font></center>
</body>
</html>

უფრო საუკეთესო ვარიანტია ტეგი <div></div>, რომლის ერთ ერთი დანიშნულებაა ტექსტის განლაგება დოკუმენტში,
<div align=”center”> ტექსტი </div> 
<div align=”left”>ტექსტი</div> 
<div align=”right”>ტექსტი</div> 
<div align=”justify”>ტექსტი</div>

<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″>
<div align=”center”>
ეს ჩემი ვებ გვერდია.
<br>
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! </font> </div>
<p align=”justify”>
ადამიანი ჩვეულებრივად უყურებ იმას რაც მოსწონს, და იძახის: « ხო, მე ეს მინდა » როდესაც ხედავენ იმას რაც არ უნდათ, მაშიმ მასზე ხარჯავენ დიდ ენერგიას მისი ცხოვრებიდან ამოსაშლელად, გასანადგურებლად. საზოგადოება მიჩვეულია ბრძოლას არასასურველი მოვლენების მიმართ. ბრძოლა სიღარიბესთან. ომთან,ნარკოტიკებთან,ტერორიზმთან,ძალადობასთან. ეს კი ქმნის კიდევ უფრო მეტ ბრძოლას (ლიზა ნიკოლსი)
</p> 
</body>
</html>

აქ მაგალითისათვის მოვიყვანე ტექსტი. თქვენ რა თქმაუნდა დაწერეთ თქვენი. შემდეგი კონსტრუქციები არასწორია და ასეთ რაღაცეებს თავი მოარიდეთ:

<p align=”right”>

<p>ტექსტი</p>
<p>ტექსტი</p>
<p>ტექსტი</p>
</p>

და ასეთს:

<p align=”right”>
<div>ტექსტი</div>
<p>ტექსტი</p>
<div>ტექსტი</div>
</p>

თუმცა <div> – ს შეუძლია თავის თავში პარაგრაფის განთავსება მაგალითად ასე:

<div align=”right”>
<p>პირველი აბზაცის ტექსტი</p>
<p>მეორე აბზაცის ტექსტი</p>
<p>მესამე აბზაცის ტექსტი</p>
</div>

რათქმაუნდა <p> და <div>  ტეგები არ არის განკუთვნილი მხოლოდ ტექსტის პოზიციონირებისათვის. მაგრამ ეს ცოტა უფრო რთული თემა და მას ჩვენ დავუბრუნდებით მოგვიანებით შემდეგ გაკვეთილებში.

იხილეთ გაგრძელება გაკვეთილი მეხუთე 

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*