4shared

სისტემური პლატა (დედა პლატა)

სისტემური პლატა

.

MatherBoard

სისტემურ პლატაზე (დედა პლატაზე)მასზე დამაგრებულია თითქმის ყველა ძირითადი კომპონენტი. პროცესორი,მიკროსხემები ,ოპერატიული მეხსიერება,BIOS. იგი უზრუნველყოფს და კორდინირებს კომპიუტერის ყველა მოწყობილობას, დაწყებული პროცესორით და დამთავრებული პერიფერიით .

სისტემური პლატის ძირითადი მონაცემები: სოკეტის ტიპი, ჩიპსეტი, ტიპი და მაქსიმალური სიხშირე  ოპერატიული მეხსიერებისა, და ასევე სლოტების რაოდენობა მისთვის , ყოფნა და რაოდენობა ძირითადი სლოტებისა და ბუდეების  (PCI, PCI Express, SATA, IDE, USB), ინტეგრირებული კარტა (ქსელის, ხმის, ვიდეოკარტის), ფორმ-ფაქტორი.

პროცესორის სოკეტი (ბუდე პროცესორის დასაყენებლად) – ერთ ერთი ძირითადი პარამეტრი სისტემური პლატისა,დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ არჩეული პროცესორის დაყენება შეიძლება სოკეტში, რომელიც განთავსებულია თქვენს სისტემურ პლატაზე.
სისტემური პლატის ძირითად კომპონენტებს, აერთებს ჩიპსეტი.

პრაქტიკულად ყოველთვის ჩიპსეტი გახლავთ კომბინაცია ორი მიკროსხემისა— ჩრდილო და სამხრეთ ხიდებისა.

ჩრდილოეთის ხიდი (Northbridge) მუშაობს პირდაპირ პროცესორთან ახორციელებს მის შეერთებას ოპერატიულ მეხსიერებასთან,ასევე გრაფიკულ კონტროლიორთან .

სამხრეთის ხიდი (Southbridge)აკონტროლებს ვინჩესტერებს, ინტერფეისებს SATA,USB და სხვა ბუდეებს. როგორ წესი სამხრეთ ხიდს, არა აქვს პირდაპირი კონტაქტი პროცესორთან .
აღსანიშნავია, თუ ჩიპსეტს შეუძლია ტექნოლოგია RAID მუშაობა ეს ადიდებს სიჩქარეს მონაცემათა გაცვლისა მყარ დისკებს შორის.
შემდეგი, რაზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება – შინის (FSB სიხშირე და გამტარიანობაა ,რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მთლიანი სისტემის პროდუქტიულობის დაწევა: ძლიერი პროცესორი იქნება შეზღუდული სიჩქარეში ,მონაცემათა გაცვლისა  სისტემურ პლატასთან, და იგი ვერ გამიყენებს თავის მთლიან პოტენციალს.

ოპერატიული მეხსიერება  ყენდება სისტემური პლატაზე (დედა პლატაზე) სპეციალურ სლოტებში ოპერატიული მეხსიერებისათვის. დარწმუნდით რომ  რომ სლოტებში შეიძლება ისეთი მეხსიერების ჩაყენება , როგორიცაა DDR3, რადგან სხვა ტიპის ოპერატიული მეხსიერება უკვე მოძველებულია . სასურველია რომ დედა პლატას ქონდეს საშუალება ისეთი მეხსიერების გამოყენებისა როგორიცაა  მეხსიერება DDR3-1333 ან უფრო მაღალი. მაქსიმალური ოპერატიული მეხსიერება თანამედროვე კომპიუტერებისა როგორც წესი 16 გიგა ბაიტია.
არ არის რეკომენდირებული ისეთი დედა პლატის დაყენება, რომელზეც ოპერატიული მეხსიერების სლოტების რაოდნობა 4-ზე ნაკლებია. ყურადღება მიაქციეთ რეჟიმი Dual-Channel-ის მხარდაჭერას (ორკანალიანი რეჟიმი) – იგი აჩქარებს ოპერატიული მეხსიერების სიჩქარეს, პირობით თუ გამოიყენებთ მეხსიერებათა მოდულების წყვილ რაოდენობას . ძლიერ პლატებს აქვთ მეხსიერების 6 სლოტი და რეჟიმის მხარდაჭერა Triple-Channel (სამკანალიანი რეჟიმი), აჩქარებს ოპერატიული მეხსიერების მუშაობას ,პირობით მეხსიერების მოდულთა გამოყენებით რიცხვითა რაოდენობით სამი. დედა პლატების გამოყენება რომლებსაც არა აქვთ ზემოთ ჩამოთვლილი რეჟიმების მხარდაჭერა (ან მსგავსი რეჟიმი)არ არის სასურველი.

სლოტები PCI დაPCI Express გამოიყენება ისეთი პლატების დასაყენებლად როგორიცაა (ხმის, ქსელის, ვიდეოკარტა, მოდემი, სხვადასხვა კონტროლიორები).ახალი ჯლიერი ოლატები კეთდება სლოტებით PCI Express.

პორტი SATA გამოიყენება ვინჩესტერის შესაერთებლად (მყარი დისკი), ასევე  ოპტიკური და სხვა სახის დისკების შესაერთებლად . ამ პორტის თანამედროვე მოდიფიკაციები გახლავთ  SATA2 და SATA3. ძველი პორტი გახლავთ  IDE,მაგრამ არის შემთხვევები როდესაც იგი არის სასარგებლო (ძირითადად როდესაც საჭიროა თქვენ კომპიუტერს მიუერთოთ თქვენი ნაცნობის ან ამხანაგის ვინჩესტერი რომელსაც აქვს ძველი კომპიუტერი).

თანამედროვე ქსელის კარტას  გააჩნია სიჩქარე 1 გბ\წ, მაგრამ,უმეტეს ნაწილზე დედა პლატებისა ყენდება ქსელური კარტა სიჩქრით 100 მბ\წ.არა ღირს არჩევა დედა პლატისა, რომლის ქსელური კარტა ვერ ცდება მოცემული სიჩქარის ზღვარს .

ფორმ ფაქტორი– მსოფლიო სტანდარტი , რომელიც საზღვრას სისტემური პლატის ზომას, და ძირითადი კომპონენტების განლაგებას მასზე . ამ მონაცემების გათვალისწინება საჭიროა სისტემური ბლოკის კორპუსის არჩევისას. პოპულარული ფორმ ფაქტორები სისტემური პლატებისა გახლავთ  АТХ და microATX.  АТХ ზომით დიდია, მაგრამ,იტევს უფრო ბევრ სლოტს და კომპონენტებს , microATX უფრო კომპაკტურია, მაგრამ სლოტების რაოდენობა სხვა პორტებთან და ბუდეებთან ერთად ნაკლებია.

სისტემური პლატის გასაცივებლად  საკმარისია რადიატორი ან ქულერი, რომელიც უკვე აყენია მასზე. დამატებითი გაცივება საჭიროა მხოლოდ მაშინ  როდესაც თქვენ გსურთ მოდერნიზაცია(რაზგონი) თქვენი კომპიუტერისა.
დავბრუნდეთ კომპიუტერის გაკვეთილებში



დატოვეთ თქვენი კომენტარი

*