4shared

html – ტეგები


მეორე გაკვეთილი html

საიტის შექმნა<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body>
ეს ჩემი ვებ გვერდია.
<br>
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
</body>
</html>
(ნახვა)

პირველი რაც უნდა გავიგოთ ეს ისაა რომ html – ეს ისაა რასაც ჩვენ ეხლა ვსწავლობთ. მეორე ის რომ html არ არის პროგრამირების ენა, (მისი მეშვეობით ჩვენ ესე ვთქვათ ვანთავსებთ ტექსტს, ცხრილებს, სურათებს და ასე შემდეგ გვერდზე). თუ როგორ იქნება განლაგებული სურათები, ტექსტი და სხვა ელემენტები ურთიერთმიმართებაში დამოკიდებულია ტეგებზე (tags)

ტეგის მაგალითი : <br> (ტექსტის გადატანა შემდეგ ხაზზე) ჩასვით რამოდენიმე ტეგი <br> ჩვენ დოკუმენტში კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! წინ. შეინახეთ დოკუმენტი და ნახეთ ბრაუზერში რა გამოვა.

ესეიგი ყველაფერი რაც მდებარეობს < სა > შორის – ეს ტეგია. ტექსტი რომელიც არ არის მოთავსებული მეტობა ნაკლებობი ნიშნებს შორის < > ჩანს ბრაუზერში.

ყურადღება მიაქციეთ სურათს იგი აქ უბრალოდ არ არის განთავსებული. იგი გვიჩვენებს ჩვენ აუცილებელ ტეგებს, ეს ისეთი ტეგებია რომლებიც თქვენ აუცილებლად უნდა მიუთითოთ ყოველ თქვენ გვერდში.

<html> ეს ტეგი უნდა ხსნიდეს დოკუმენტს. თუ არის გასახსნელი ტეგი იგი უნდა იხურებოდეს კიდეც : </html>
ზოგიერთ ტეგს არ სჭირდება დახურვა მაგალითად ტეგ <br> -ს.

<head> </head> – დოკუმენტის თავია.
<body> </body>- დოკუმენტის ტანია

ყველა ტეგი რომელიც მოთავსებულია <head> </head> შორის ეს სამსახურებრივი ინფორმაციაა. მაგალითად <title> სათაური -საჭიროა სათაურის გამოსაყვანად იგი სჩანას ბრაუზერში სულ ზევითა ნაწილში.

ყველა ტეგი მოთავსებული <body> და </body> შუა დოკუმენტის შემცველობაა. უახლოესი რამოდენიმე გაკვეთილი დაეთმობა ზუსტად ამ ტეგებს გავიგებთ, როგორ შევცვალოთ ტექსტის ფერი,ფონი, როგორ გავხადოთ ტექსტი დიდი ან პატარა და კიდევ სხვა ბევრ რამეზე.

<ტეგი> </ტეგი> – ეს უბრალოდ ტეგი კი არ არის, ეს კონტეინერია რომელსაც შეიძლია თავის შიგნით განითავსოს სხვა ტეგები (და ტექსტი).

მიაქციეთ ყურადღება <ტეგი1><ტეგი2><ტეგი3> … </ტეგი3></ტეგი2></ტეგი1>  მხოლოდ ესეთი თანამიმდევრობა დასახური ტეგების არის სწორი. ესეიგი ტეგი რომელიც დავწერეთ პირველი იხურება ბოლოს. ამიტომიყავით ყურადღებით.

იხილეთ გაგრძელება გაკვეთილი მესამე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*