4shared

საიტის შექმნა გაკვეთილი მეორე

ამ გაკვეთილში ჩვენ განვაგრძობთ html – ის შესწავლას და განვიხილავთ თუ როგორ ხდება ტექსტთან მუშაობა მისი დაყოფა პარაგრაფებად, როგორ ხდება სათაურების დამატება და პლიუს შევისწავლით რამოდენიმე ახალ ტეგს.

ტექსტთან მუშაობა, მისი ფორმატირება Html გაკვეთილი 2

გაკვეთილის ვიდეო ვერსია.

ჩვენ გვაქვს მზა კარკასი მოდით მასში მოვათავსოთ რაიმე ტექსტი. მე წინასწარ მოვამზადე ტექსტი რომელიც მოვათავსე ტეგდა- ის შუა, თქვენც შესაბამისად თქვენი ტექსტი განათავსეთ ამ ტეგებს შუა.
შეგახსენებთ რომ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებეთ ვინდოუსის სტანდარტულ პროგრამა ბლოკნოტში ინგლისურად მას notepad ჰქვია .მოდით ეხლა შევინახოთ ჩვენი დოკუმენტი და ვნახოთ როგორ გამოიყურება იგი ბრაუზერში.

დოკუმენტის შესანახად : ფაილი – შევინახოთ როგორც,

html გაკვეთილებიშექმენით რაიმე საქაღალდე (პაპკა) მე შევქმენი პაპკა სახელით site
შევინახავ ამ პაპკაში დოკუმენტს სახელით index.html აუცილებლად მიუთითენ გაფართოება html რათა ბრაუზერმა გაიგოოს რომ ეს html დოკუმენტია.
საიტის აწყობაეხლა გავხსნათ ჩვენი დოკუმენტი ბრაუზერში და ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება იგი, ვხედავთ რომ იგი არ არის ფორმატირებული საერთოდ, მოდით პირველ რიგში ტექსტი დავყოთ აბზაცებად, იგივე პრაგრაფები.

ამისათვის სადაც გვსურს რომ იყოს აბზაცი ყველგან ვწერთ ტეგ

და შესაბამისად არ დაგვავიწყდეს აბზაცის ბოლოში მისი დახურვა შესაბამისი ტეგით

.

შევინახოთ ჩვენი დოკუმენტი და შევხედოთ მას ბრაუზერში, ვხედავთ რომ ტექსტი დაიყო აბზაცებად და ეხლა ასე თუ ისე ნორმალურად გამოიყურება.

ჩვენი ტექსტის სათაური არანაირად არ განსხვავდება მთლიანი ტექსტისაგან, მოდით გამოვასწოროთ ეს. სათაურის გამოსაყოფად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ტეგი<h1></h1>

 ეს სათაურის ყველაზე დიდი ზომაა. არსებობს კიდევ ხუთი საფეხური h2, h3, h4, h5 და h6. სათაურს დავუნიშნოთ ტეგი

და ვნახოთ რა გამოვიდა ბრაუზერში, როგორც ხედავთ ჩვენი ტექსტის სათაური გახდა დიდი, მოდით მოვახდინოთ ჩვენი სათაურის ცენტრირება ამისათვის საჭიროა ატრიბუტ

ის გამოყენება, ჩვენ ეხლა დავწერეთ რომ ტექსტი უნდა იყოს განთავსებული ცენტრში.

ჩვენ ტექსტში გვაქვს კიდევ რამოდენიმე სათაური და მოდით ისინიც გამოვყოთ შესაბამისი ტეგებით h2-ით და h3 მით.

განვიხილოთ კიდევ ერთი ტეგი რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში როდესაც ჩვენ გვსურს ტექსტის გარკვეული ნაწილის მეორე ხაზზე გადატანა, მაგალითად ტექსტში ცვენ გვაქვს ჩამონათვალი და მოდით მივცეთ მას ნორმალური გამოსახულება ტეგ
ის მეშვეობით. დავსვათ იგი იმ ადგილებში სადაც გვსურს ტექსტის გადატანა.

ამით დავამთავროთ მეორე გაკვეთილი გაგრძელება იხილეთ მესამე გაკვეთილში სადაც ჩვენ განვიხილათ თუ რა სახის სიები არსებობს რა განსხვავებაა მათ სორის,როგორ კეთდება სიები ტეგების მეშვეობით.

 

ამ ტეგებს შუა დოკუმენტის სახელი იწერება. დოკუმენტის კოდირებაა მითითებული , ეს საჭიროა იმისათვის რომ ბრაუზერი მიხვდეს თუ რა ენაზე დაწერილი თქვენი დოკუმენტი. ამ ტექს დახურვა არ სჭირდება.შემდეგ ტეგები საჭიროა საძიებო მანქანებისათვის რათა მათ იპოვონ ეს დოკუმენტი ინტერნეტ სივრცეში

 

წარმოშობის მოკლე ისტორია

html – ი გამოგონებული იქნა 1990 წელს მეცნიერი ტიმ ბერნსომ ლი მიერ. იგი განსაზღვრული იყო მეცნიერთა შირის დოკუმენტთა გაცვლის გასაადვილებლად, პროექტმა დიდ წარმატებას მიაღწია ამ გამოგონებით html -ით მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ინტერნეტს.

რაში შეიძლება html – ის გამოყენება?

თუ თქვენ გსურთ საიტების შექმნა თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ html.

როგორ იშიფრება H – T – M – L ?

1)html ეს შემოკლებაა სიტყვისა “HyperText Mark-up Language/ ჰიპერ ტექსტური ენის მონიშვნა”
2)Hyper (ხაზობრივი) ძველ დროში კომპიუტერი მოშაობდა ხაზობრივად, ჯერ ასრულებდა ერთ ხაზს შემდეგ გადადიოდა შემდეგ ხაზზე..
3)Text აქ ყველაფერი ცხადია
4)Mark-up ეს განლაგებაა. როგორ მუშაობთ ტექსტთან (როგორც ამას აკეთებთ ტექსტურ რედაქტორში მაგალითად ვორდში)
5)Language ეს html ენაა, მასში გამოყენებულია ბევრი ინგლისური სიტყვები

ერთი კომენტარი “საიტის შექმნა გაკვეთილი მეორე”

  • გიორგი

    გენაცვალე ძმაო ამას ჩავუჯდები და დავფრცქვნი ყველას <3 საინტერესო რაღაც ჩანს =D <3

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*