4shared

ცნობიერების ამაღლება

ფსიქოლოგიასოციალური სტუქტურა – ეს კარგად გამართული მექანიზმია, რიმელშიც თვითეული ადამიანი ასრულებს განსაზღვრულ ფუნქციას და თამაშობს თავის როლს. კულტურულ განვითარებასთან ერთად ადამიანმა თანდათანობით გადაწყვიტა თითქმის გადუწყვეტელი წარსულში – გადარჩენის პრობლემა. მმართველმა ინსტიტუტებმა საზოგადოების ცხოვრების ორგანიზაცია მოახდინეს ისეთ ნაირად რომ ადამიანმა უნდა იმოქმედოს ცივილიზაციის ნორმების შესაბამისად.მსოფლიო, გარკვეულ ასპექტში გვეჩვენება ისეთად, როგორიც იგი უნდა იყოს,თუმცა ჩვენ შეგვეძლო უფრო დიდი პროგრესის მიღწევა.თანამედროვე ადამიანი ამაყია ცივილიზაციის მიღწევებით და კმაყოფილია კოლექტიური ცხოვრების პირობებით.იგი თავს გრძნობს დედამიწის დამპყრობლად და ერთი წამითაც კი არ ეპარება ამაში ეჭვი.

ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად ვფიქრდებით იმაზე, თუ რამდენი შრომა და დრო იყო დახარჯული ღირებულობების შესაქმნელად,რომელიც დღეს შეადგენს კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას . როგორც ვიცით საზოგადოება ადამიანის ქმნილებაა, იგი ჩამოყალიბდა ადამიანის თანამიმდევრული ბუნებასთან ადაოპტაცით . ამ ადაპტაციამ მოახდინა გარკვეული ჩვევების და ტრადიციების ფორმირება. სხვა სიტყვებით მუდმივად ჩამოყალიბებული კოლექტიური ქცევის ფორმები.ჩვევები,ტრადიციები და საზოგადოებრივი აზრი პიროვნების ჩამოყალიბების ძლიერი ფაქტორებია , რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე, ხასიათზე , გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე. სწავლისა და ინტელექტუალური განვითარების პროცესში ადამიანი იძულებულია მოერგოს საზოგადოებას, დაემორჩილოს მის მორალს . კანონებსა და კულტურულ ტრადიციებს. ადაპტირება რომ მოახდინოს მან უნდა იფიქროს, გაანალიზიროს, იმსჯელოს, ასევე უნდა გამოიტანოს გარკვეული აზრი და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს მის პირად ქცევას.

ჯონ ბეინსი.

გიპსო ცნობიერებარადგან ადამიანი დამოკიდებულია საზოგადოებაზე, ცხოვრობს და მოქმედებს მასში, მისი არსებობისათვის ადაპტაცია აუცილებელი პირობაა , ფაქტორი , რომელიც აიძულებს დაემორჩილოს მას და თვითგამორკვევის საშუალებას არ აძლევს მას . ის ვინც ვერ მოერგო , ვერ ისარგებლებს ცივილიზაციის სარგებლობლებით სარგებლობას .
ყველაფერი ეს აიძულებს ადამიანს შეხედოს საზოგადოებრივ ინსტიტუტებს როგორც ყოვლისშემძლეს , რომელსაც თითქმის გააჩნია ღვთაებრივი ძალა.მათ არ გააჩნიათ ცოდვები, და ნებისმიერი ღია არდამორჩილება მათ მიმართ უბრალოდ წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანის წარმოდგენა საზოგადოების გარეშე. ნორმების დაცვა ,მიღებული ჩვენი ცივილიზაციის მიერ, მისი კულტურის ცოდნა ითვლება სწორად და სასურველად.
საზოგადოების ამდაგვარი სტრუქტურა, რომელშიც ყოველი ელემენტი მოგმედებს დანარჩენზე და ამავე დროს გრძნობს ზეგავლენას მათგან, ადამიანის მე – ს განდევნისა და მისი საზოგადოებაზე პროქცირების მიზეზად ხდება. ინდივიდუალური მე იშთანთქმება და მისი ასიმილირება ხდება უზარმაზარ საზოგადოებრივ მე – სთან.. როდესაც ადამიანი ამბობს მე – ს , სინამდვილეში ეს ნიშნავს ჩვენ. საკუთარი თავის ინდეფიცირება ჯგუფთან წარმოშობს რიგ საინტერესო მოვლენებს. რომელთაგანაც ზოგი სასარგებლოა ზოგი კი მავნე.
ამდაგვარო მავნე იდეფიცირებიდან განვიხილავთ მხოლოდ იმათ რომლების შედეგადაც ადამიანს არ გააჩნია მოაზროვნე , ჩამოყალიბებული , ზრდასრული მე.თანამედროვე ადამიანს აშკარად არ ყოფნის მოაზროვნე მე. მას გააჩნია მხოლოდ სტერეოტიპური მე , რომელიც სოციალური გაორების პროდუქტია. როდესაც ადამიანი ფიქრობს , მისი ინდივიდუალური სოციალური მე გარდაუვალად აღმოჩნდება კოლექტიური მოგმედების და აზროვნების ზეწოლის ქვეშ, რომლებიჩ ჩაქსოვილია მის არსებაში.
თანამედროვე ადამიანის დამახასიათებელ თვისება არის თვითმართველობის არ ქონა , ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. ეს ნიშნავს უუნარობას აიძულოს საკუთარი მანქანა სახელწოდებით “ადამიანი” და უფრო ტვინი ამუშაოს სათანადოდ.ასევე ეს ნიშნავს იმას რომ ადამიანებს არ შეუძლიათ სრულად გამოიყენება გონებრივი შესაძლებლობებისა რომელიც მთს გააჩნიათ. მათ უჭირთ სათანადო დონეზე თავისი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა.მათ ახასიათებთ უკმაყოფილება, შფოთვა, დეზორიენტაცია. გონების დანისლული მდგომარეობა გახდა მათი ნორმელური მდგომარეობა.
ცნობიერებაადამიანი ეს მიუკერძოებელი კაცობრიობის კოლექტიური რეაქციების და ცალკეული ჯგუფების ანარეკლია. იგი მხოლოდ პატარა ხრახნია უზარმაზარსა და რთულ საზოგადოებრივ მექანიზმში, რომელშიც ნებისმიერი მოძრაობა დაუყონებლივ მოგმედებას ახდენს ამ ხრახნზე.
მუდმივად მიმდინარე აჩქარებული პროცესი აიძულებს ადამიანს გამოიყენოს უწყვეტი ძალისხმევა ტექნოლოგიების,კულტურისა და ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის. ჩვენი ცხოვრება ყოველდღიურად ხდება უფრო რთული და ღებულობს თავბრუდამხვევ ტემპებს. ადამიანს უწევს გამოიყენოს ყოველი წამი , რათა აწარმოოს უფრო მეტი და ამდაგვარად მხარი დაუჭიროს ცხოვრების სოციალურ და ეკონომიკურ დონეს. რაც უფრო რთულია ცხოვრება მით უფრო მეტ მოთხოვნებს აკისრებს კოლექტივი ცალკეულ ადამიანს.მაგალითად , ვისაც სურს სამუშაოს მიღება საჭიროა სულ უფრო მაღალი ჰუმანიტარული და ტექნიკური მომზადება, რაც უფრო მაღალია დონე მით უფრო მკაცრია არჩევანი.
ცხოვრება გადის ბრძოლაში გადარჩენისათვის ,უფრო მაღალი სოციალური სატუსი მიღწევისათვის და მატერიალური კეთილდღეობისათვის.ამიტომ სიჩქარე ნორმა გახდა თანამედროვე ადამიანისათვის. ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივ სიჩქარეში. და ჩვენი აზრები ზედმეტად ზედაპირულია. ეს იწვევს იმას რომ ადამიანი ვერ იყენებს სწორად შესაძლებლობებს რომელიც მას ერგო ბუნებისაგან.მისი გონება ვერ უმკლავდება გონებრივ დაძაბულობას ,პესიმიზმს და გამანადგურებელ ემოციებს. ხშირად მას არ ყოფნის ნება გაუმკლავდეს მავნე ჩვევებს აკონტროლოს თავისი ვნებები. მას არ ყოფნის გონება რომ დაინახოს ჭეშმარიტება.მას არ შესწევს ძალა განთავისუფლდეს კოლექტივის უარყოფითიი ემოციონალური და მენტალური ზეგავლენისაგან.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*