4shared

როგორ გამოვართვათ გოგოს, ტელეფონის (მობილურის ნომერი)

როგორ გამოვართვათ გოგოს მობილურის ნომერი

ტელეფონის (მობილურის ნომერი) როგორ გამოვართვათ გოგოს

ხშირად ხდება ხოლმე როდესაც ბიჭი მიდის გოგოსთან გასაცნობად, და თითქოსდა ყველაფერი მიდის ნორმალურად. გოგონა იღიმება თვითონაც სვამს რაიმე შეკითხვებს, მაგრამ ტელეფონის ნომრის მოცემა რატომღაც არ სურს. რატომ? არსებობს შეცდომები რომელსაც უშვებს ფაქტიურად ნებისმიერი ბიჭი (მამაკაცი) და ამ შეცდომების გამო ღებულობს უარს. ამ სტატიიდან გაიგებთ თუ როგორ არ უნდა დაუშვათ შეცდომები და გამოვართვათ გოგოს (ქალს) ტელეფონის ნომერი.

1) არასოდეს არ გამოართვა ტელეფონის ნომერი ბოლოს . ხშირად მამაკაცები თავიდანვე განეწყობიან ისე რომ ისინი ტელეფონის ნომერს გამოართმევენ როდესაც გოგო უკვე დააპირებს წასვლას. ეს არასწორია. თქვენ შეიძლება დაშორდეთ მოულოდნელად, რასაც სრულიად არ ელოდით. მაგალითად ქალმა დაინახა მარშუტკა უცბად დაგემშვიდობათ და გაიქცა მარშრუტკისაკენ. ხო არ გამოედევნებით ყვირილით მომეცით ტელეფონის ნომერი …

გოგონა შეიძლება შეხვდეს თავის დაქალს- მეგობარს ალაპარაკდეს მასთან და წავიდეს. ამდაგვარი შემთხვევები ბევრია . რაც უფრო ბევრს ფიქრომ როგორ გამოართვათ ტელეფონის ნომერი მით უფრო ღელავთ და ამით ამცირებთ წარმატების შანსებს. ასევე აღსანიშნავია რომ ქალისთვის ადვილი საუბარის ბოლოს უარის თქმა.აქედან გამომდინარე არა ღირს ტელეფონის ნომერის გამორთმევა საუბარის ბოლოს.

2) გამოართვით ტელეფონის ნომერი როდესაც გოგონა დაინტერესებულია თქვენით. ამას მიხვდებით თუ ყურადღებას მიაქცევთ რამოდენიმე დეტალს. მაგალითად იგი გიყურებთ თქვენ თითქმის შეუწყვეტლად. იცინის თქვენს ხუმრობებზე, გისვამთ საინტერესო შეკითხვებს, არ იყურება ხშირად აქეთ იქით და არ უყურებს განუწყვეტლივ საათს. მთავარია გაცნობის დროს თქვენი ყურადღების ფოკუსი გადაიტანოთ თქვენი თავიდან მასზე . თუ თქვენ სულ იმაზე იფიქრებთ თუ როგორ გამოიყურებით არაფერი არ გამოგივათ. თუ როგორ გაიგოთ მოსწონხართ თუ არა ქალს შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში როგორ გავიგოთ მოვწონვართ თუ არა ქალს.

3) მობილურის ნომრის გამორთმევადე, საკუთარი მობილური გეჭიროს ხელში. გოგოს გაცნობა მობილურითეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს თანმიმდევრულად ისევე როგორ თქვენი ურთიერთ საუბარი.მაგალითად თქვენ სასიამოვნოთ საუბრობთ, გოგონა იღიმის და აი აქ თქვენ ეუბნებით მობილური გიკავიათ ხელში: ძალიან სასიამოვნოა შენთან საუბარი, დიდი სიამოვნებით განვაგრძობდი საუბარს თქვენთან, გკარნახობთ ტავის მობილურის ნომერს.

ამავე დროს აჩვენებთ  ქცევით, მობილური გიკავიათ ხელში, რომ უკვე მზადახარ ნომერის ჩასაწერად, უყურებთ თვალებში. დაკვირდით კი არ თხოვთ ნომერს არამედ თქვენი პოზიციით აჩვენებთ რომ იგი ვალდებულია მოგცეთ ნომერი. თქვენ გადაწყვიტეთ მასთან შეხვედრა . და თუ მოახდინეთ დადებითი ზეგავლენა მასზე იყავით დარწმუნებული წარმატება გარანტირებული გაქვთ.

თუ თქვენ იტყოდით მაგალითად ესე : იქნებ როდესმე შევხვედროდით ერთმანეთს რას იტყვით? ამისთანა ფრაზით თქვენ აიძულებთ მას გადაწყვეტილების მიღებას, ეს არასწორია. თქვენ აჩვენებთ რომ არა ხართ დარწმუნებული შეხვდებით თუ არა. გამორიცხეთ ესეთი ფრაზები.

4)თვითდაჯერებულობა ყველაზე მთავარია. თქვენ დატოვებთ დადებით წარმოდგენას გოგონაზე,თუ იგი შეამჩნევს თქვენს დამაჯერობლობას საკუთარ თავში.რაში შეიძლება გამიხატებოდეს თვითდაუჯერებულობა ? ხმის ტემბრის შეცვლაში, ხელების კანკალში ან იწყებთ ჩქარა ლაპარაკს , ენა გებმევათ ,ყველაფერი ეს ცუდია. როდესაც ართმევთ ტელეფონის ნომერს გოგონას თქვენი ხმა და ფიზიკური გამოხედულება არ უნდა შეიცვალოს. თუ ამას მოახერხებთ ეს იქნება სუპერი.

5) ბოლოს აუცილებლად გადაურეკე მას.თუ გოგონას მოეწონეთ, თქვენ სასიამოვნოთ ისაუბრეთ და მან სიხარულით მოგცათ ტელეფონის ნომერი. ყველაფერი ეს შეიძლება ჩაიყაროს წყალში თუ მშვენიერმა გოგონამ შეცდომით გიკარნახათ მობილურის ნომერი, ან თქვენ ჩაიწერთ ნომერი არასწორად. ესეთი შემთხვევებიც არის ხოლმე. ამიტომ აუცილებლად გადაურეკეთ მაშინვე.

რა გავაკეთოთ თუ ქალი არანაირად არ თანხმდება მობილურის ნომრის მოცემაზე.

აქ გასარკვევია მიზეზი თუ რატომ ჯიუტობს იგი, მიზეზი შეიძლება იყოს ორი:

1) თქვენ ვერ მოახდინეთ მასზე სასიამოვნო შთაბეჭდილება
2) მას ყავს შეყვარებული

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განაგრძოთ ურთიერთობა ისე თითქოსდა არაფერი არ მოხდა. ნუ დაანახებთ მას რომ არ გესიამოვნათ მისი უარი. არც თქვენი სახის გამომეტყველება უნდა შეიცვალოს. უბრალოდ დაუბრუნდით იმ თემას რომელზე საუბრობდით მანამდე ან დაუსვით რაიმე სხვა შეკითხვა.

ამის შემდეგ ბოლოს კიდევ ერთხელ შეგიძლიათ გაომეოროთ მცდელობა, ან შეეკითხეთ როგორ შეიძლება მისი ნახვა სოციალურ ქსელში (მაგალითად ფეისბუქში) . დაგთანხმდებათ ხო კარგი, თუ არადა არც ესაა ტრაგედია, ესეთი სიტუაციაც ხდება ხოლმე. მთავარია გაიგოთ რა შეცდომები დაუშვით და შემდეგ გაცნობისას აღარ დაუშვათ ეს შეცდომები. ყოველ ახალ გაცნობის შემდეგ გამოცდილება უფრო მეტი გექნებათ და თქვენთვის მობილურის ნომრის გამორთმევა იქნება ძალზედ მარტივი.

3 კომენტ. “როგორ გამოვართვათ გოგოს, ტელეფონის (მობილურის ნომერი)”

  • ivane

    miyvarxart

  • muradi

    ar vici

  • giorgi

    574  88  59   34     var 27   minda paruli urtiertoba upros qaltan

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*