4shared

როგორ მოვაწონოთ თავი ქალს

ქალის და კაცის ურთიერთობა

ქალებთან ურთიერთობისასქალთან ურთიერთობისას, კაცი ცდილობს კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს მასზე მითუმეტეს თუ ეს ის ქალია რომელიც მას მოსწონს, და ამავე დროს ცდილობს გაარკვიოს მოსწონს თუ არა იგი ქალს. ამის გარკვევა არც თუ ისე ძნელია. ყურადღებით დააკვირდით თქვენი თანამოსაუბრის ქცევებს და ჟესტებს. ფსიქოლოგები იძლევიან რჩევებს ქალთან(გოგოებთან) ურთიერთობისას ყურადღება მივაქციოთ მის პოზას, თავის დახრას, ხელების ჟესტიკულირებას, მიმიკას. ზოგიერთი მომენტების ცოდნის საშუალებით, ზუსტად შეიძლება განსაზღვრა იმისა მოსწონხართ თქვენ გოგოს თუ იგი არაკომფორტულად გრძნობს თავს თქვენთან ურთიერთობისას . 

თუ თქვენ შეამჩნიეთ რომ გოგონა თითქმის სულ ჩუმადაა, ამან უნდა მიიქციოს თქვენი ყურადღება, გოგონები«ქაქანები არიან». დაფიქრდით, იქნებ სჯობს საუბრის თემის შეცვლა, დაუსვით შეკითხვები იმაზე რაც მას აინტერესებს, მოაყოლინეთ თავის თავზე. ნებისმიერი გოგონა სიამოვნებით მოყვება თავის თავგადასავლებზე რომელიც მას შეემთხვა დაქალებთან ერთდ. ხოლო როდესაც თავს დაიკმაყოფილებს ლაპარაკით შემდეგ ინტერესით მოგისმენთ თქვენ,. თუ არ არი დიალოგი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მისთვის თქვენი ურთიერთობა მოსაწყენია. 

იგივეს თქმა შეიძლება,თუ თქვენი თანამოსაუბრე სულ აქეთ იქეთ იყურება, კიდევ ვინმესთან ერთად ლაპარაკობს,სიხარულით პასუხობს ტელეფონის ზარს. იყავით დარწმუნებული, თუ თქვენ მოსწონხართ გოგოს , იგი თვალების ხამხამის გარეშე მოისმენს თქვენ სიტყვებს თუნდაც სულ არ ესმოდეს რაზე ლაპარაკი. იხილიეთ ასევე სტატია როგორ შევაყვაროთ თავი ქალს

ჟესტებიც ბევრ რამეზე მეტყველებს. დააკვირდით მის პოზას თქვენთან შეხვედრისას, თუ გოგონა ფეხ ფეხზე იდებს, საკმს უკან წევს მაგიდიდან,  ხელში ატრიალებს საგნებს, ამთქნარებს, თამაშობს თავის თმებთან – ესეიგი მას, არ აინტერესებს სალაპარაკო თემა, და შესაძლებელია თვითონ თქვენც არ აინტერესებთ. 

შეეკითხეთ რა ჟანრის მუსიკა მოსწონს, რა მოსწონს, არ მოსწონს ადამიანებში , რას ნიშნავს მისთვის ბედნიერება.დაუსვით მრავალი ამდაგვარი შეკითხვა ბევრს გაიგებთ მასზე და ურთიერთობაც საინტერესო იქნება. მაგრამ თუ შეამჩნიეთ რომ თქვენ შეკითხვებს გოგონა პასუხობს მოკლე ფრაზებით დაიხ – არა, თან თითებით მუხლებზე აბარაბანებს გაუშვით ის არ არის თქვენი ქალი .

თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარი ცხოვრება

 საკუთარი ინტერესები, ჰობი, მეგობრები, მტრები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია,გოგოს (ქალის) ყურადღების ზონაში მოხვედრისას. გოგოებს არ მოსწონთ ბიჭები, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი აზრი, რომლებიც ეწებეიან მათ როგორც კამფეტის ქაღალდი. მხოლოდ ზოგიერთ გოგონას შეიძლება მოეწონოს თქვენი საკუთარი ინტერესების არ ყოფნა , მაგრამ ამის მიზეზები თქვენ არ მოგიყვანთ აღტაცებაში  : ან მათ სჭირდებათ აბსოლუტური დომინირება,ან ისინი არიან კომპლექსებით სავსე, ან კიდევ მათ ჰგონიათ  რომ არ გააჩნიათ საკმარისი ყურადღება. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ადგილი აქვს პათალოგიას. თუ  არა გსურთ გადაეყაროთ ამგვარ სიტუაციას , მაშინ თქვენ უნდა გაგაჩნდეთ ინდივიდუალური ინტერესები, მეგობრები, მიზნები.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*