4shared

სეზონი”წყნარი ნადირობისა გოგოებზე”გახსნილია

წყნარი ნადირობა გოგოებზე

გოგოები, როგორც სოკოები არიან, არიან ისეთები რომლის შეჭმა შეიძლება, არიან ისეთებიც რომლის შეჭმა არ შეიძლება შხამიანია. თუმცა რაც ზოგიერთი მამაკაცისთვის კარგია მეორესათვის სიკვდილის მსგავსია , ამიტომ შეარჩიეთ კატეგორია რომელიც მოგწონთ და წინ «ფარულ ნადირობისაკენ »!
მანჭკვალა

მანჭკვალა – ამ სახელის ქვეშ იმალებიან სხვადასხვა სახისა და შეხედულობის გოგონები . მათი მთავარი საერთო ნიშანია- მოხითხითე სტუდენტები. ჩაცმულები არიან დემოკრატიულად , როგორც წესი ჯინსები. ფულს არ ისვრიან აქეთ იქით: აგროვებენ ახალ ჩანთაზე . იკრიბებიან ყოველთვის დიდი ხმაურიან ჯგუფებად (სამი და უფრო მეტი). აბირჟავებენ სასწავლებლების სიახლოვეს, კაფეებში და პარკებში. გოგონა – მანჭკვალა არ არის გამოცდილი , მისი აღზრდა თქვენი გემოვნებით ძალზედ ადვილია .

მანჭკვალას საფრთხე იმაშია რომ შეიძლება შეგეშალოთ მატყუარა ცბიერ მანჭკვალასთან – რომელიც არ იჭმევა . მატყუარა მანჭკვალაც სტუდენტები არიან დიდი ჯგუფებით, საღამოობით კაფეებში – კლუბებში . გამოირჩევიან გამომწვწვი მაკიაჟით, ბრენდული ტანსაცმელთ , არაპროპორციული ცარიელი თავით და გიგანტური მოთხოვნებით .
ვერხვისძირა

ვერხვისძირა – გოგონა-ვერხვისძირა ბალახიდან იყურება და გიზიდავთ თავისი მიმზიდველი გარეგნობით. მას არ უყვარს ხმაურიანი შეკრებები , კარგად სწავლობდა სკოლაში და ინსტიტუტში . გამოირჩევა დამთმობი ხასიათით , ოცნებობს როდის შეხვდება თავის უფლისწულს. უფლისწულმა რომ დაინახოს იგი ის ყოველთვის მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია , გემოვნებით იცმევს და ხმარობს ზერელე მაკიაჟს . მაგრამ იყავით მზად როგორც კი მას მოსჭრით (ესეიგი შესთავაზებთ ცოლობას ) გოგონა ვერხვისძირა უკვე აღარ ხედავს აზრს იმაში ,რომ კარგად გამოიყურებოდეს ,რადგან ის რისთვისაც იგი ამას აკეთებდა ასრულდა (გათხოვება). და ეხლა თქვენი ბედია უყუროთ მას სამზარეულოში მოჯადოქრეს ქვაბთან, გამოწყობილს ხალათში და ბიგუდებით თმებში .
შხამასოკო

შხამასოკო – გოგონა-შხამასოკო ლამაზია, ამბიციურია, დარწმუნებულია საკუთარ თავში . მისი ნახვა შეიძლება იქ სადაც ბობოქრობს საქმიანი ცხოვრება. შხამასოკო ბევრს მუშაობს და აღწევს დიდი წარმატებებს პროფესიონალურ სარჩიელზე. ფული მისთვის არ არის აუცილებელი, ის თვითონ შოულობს კარგად ფულს. მისი პოვნა არ არის ძნელი, ძნელია მისი ყურადღების მიპყრობა. თქვენ დაგჭირდებათ ერუდიციია და ლამაზად ლაპარაკი ასეთი პიროვნების დასაინტერესებლად . გოგონა-შხამასოკოს შეუძლია აღფრთოვანების გამოწვევა ,თქვენ კი ეიფორიაში წარმოიდგენთ თუ როგორი გარმონიული და ბედნიერი იქნება თქვენი საერთო ცხოვრება. მაგრამ თქვენ გელთ იმედგაცრუება . მძიმე დღის შემდეგ შხამასოკო ძლივს მიცოცავს ლოგინამდე და მეტი არაფრის თავი არა აქვს მას. მას დაგეგმილი გრაფიკი აქვს სადაც აღწერილია ყველაფერი, ბავშვების დაბადების დღეებიც კი. შხამასოკო არ იჭმევა მაგრამ სწორი მიქცევით მისგან შესაძლებელია მშვენიერი მატონიზირებელი საშუალების გაკეთება , ცნობილია სახალხო მედიცინაში.
მიქლიო

მიქლიო – მხიარული გოგონაა , პოზიტიური და ცხოვრების მოყვარული, იგი მზადაა ყველას გადადოს თავისი განწყობა ხშირად მათი გარეგნობა უბრალოა, მაგრამ მათი ღიმილი საოცრებებს ახდენს. მიქლიოს არ უყვას ჩრდილში ყოფნა, მას იზიდავს ყოველთვის იქით სადაც არის მხიარულება , იგი ვერ იტანს მარტოობას . მას ჰყავს ბერი ნაცნობი და მეგობარი . მიქლიოს თქვენ ნახავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში : კონცერტები, ფესტივალები და გამოფენები . თუ თქვენ მას მოეწონეთ არ ხედავს სათაკილოს არაფერს იმაში რომ პირველი გამოგეხმაუროთ . მიქლიო გოგონებს-გააჩნიათ არაჩვეულებრივი თვისებები : ისინი თავის სილამაზეს და მხიარულ განწობას ინახავენ მრავალი წლების მანძილზე. ურთიერთობა გოგონა მიქლიოსთან იქნება არაპროგნოზირებადი , მაგრამ თუ დაუკავშირებთ მას თქვენ ცხოვრებას იყავით მზად რომ მოგიწევთ მისი პირველი დაძახებით მოაწყოთ მარშ ბრასოკი რომელსაც არ გეგმავდით ,ფულის შეგროვება ოპერაციისათვის, უპატრონო ძაღლისთვის, და + მისი გაუთავაებელი დაქალები.
შხამასოკო ფერმკრთალი

შხამასოკო ფერმკრთალი – სასიკვდილო სოკო. გოგონა-ფერმკრთალი შხამასოკოს შეუძლია მოუწამლოს ცხოვრება ნებისმიერ მამაკაცს . იგი გარდაქმნების ოსტატია და ჭკვიანურად ინიღბება შეჭამადი სოკოს სახით, გამოუცდელი მამაკაცი ადვილად ხვდება მახეში და მთელი ცხოვრება ნანობს მერე .იგი ისტერიული პიროვნებაა, რომელიც თავის მიზნის მისაღწევად – (საქორწილო ბეჭედი)- მზადაა ყველაფერზე. ფერმკრთალ შხამასოკოს დაწყებს საქებო ოდების კითხვას თქვენს მიმართებაში , გიმზადებთ თქვენ საყვარელ საჭმელს, იცინის ნებისმიერ თქვენ ხუმრობაზე .მაგრამ როგორც კი მიაღწევს თავისას მაშინვე გამოავლენს თავის ნამდვილ სახეს.

გემრიელ საჭმელზე დაივიწყეთ , შეეჩვიეთ რომ დარჩენილი ცხოვრება თქვენი კვება იქნება მივინა. დაგტანჯავთ ეჭვიანობით და საჩივრებით , მიზანშეწონილად მოგიშხამავთ ცხოვრებას. ფერმკრთალ შხამასოკოს არ შეუძლია იყოს ბედნიერი და მიანიჭოს ბედნიერება სხვას , იმიტომ რომ მას ყოველთვის ყველაფერი არ ყოფნის და ყველა მის მიმართებაში ვალდებულია . იგი ოჯახს უყურებს არა როგორც ორ მოსიყვარულე ადამიანს არამედ როგორც საიმედო კონტრაკტს . მისგან განთავისუფლება არც თუ სიე ადვილია , იგი ცბიერი და შუღლიანია , მაგრამ თ უ დაინახა რომ თქვენგან უკვე ვერაფერს მიოღებს თვითონ გაგანებებთ თავს. გრძნობით რომ მან თავისი მისი შეასრულა.
თეთრი სოკო

თეთრი სოკო– გოგონა თეთრი სოკო -ყველაზე ფასეული ეგზემპლიარია . იგი ქალურია , კომუნიკაბელურია, ოჯახურია, ზომიერად მორიდებულია, მშვიდი ხასიათი და ხვალინდელი დღის უკეთესობაში დარწნუნება ახასიათებს. გოგონა – თეთრი სოკოს – მოწოდებაა : იყოს ქალი, დედა, ოჯახი მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა და მისთვის იგი გააკეთებს შესაძლებელს და შეუძლებელს, რათა მისი ახლო ხალხი იყოს ბედნიერი , მან იცის რა არის – სიყვარული, მასთან თქვენ იგრძნობთ რომ თქვენა ხართ ერთადერთი და საყვარელი. ესეთი გოგო ნამდვილი განძია, მაგრამ იგი იშვიათობაა და მისი პოვნა ნამდვილი გამართლებაა . მისი სიყვარული ვითარდება ნელ- ნელა ,საჭიროა საკმაო დრო მისი გულის დასაპყრობად და როდესაც დაიპყრობთ მას თქვენ არ ინანებთ . გოგონა-თეთრი სოკო– ერთგულია სიყვარულში ამიტომ იყავით ფრთხილად ნუ გაუტეხავთ გულს.

დავბრუნდეთ ნამდვილ მამაკაცებში

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*