4shared

ქალთა ტიპაჟები გაცნობის საიტებიდან

დინამო

გაცნობის მიზანი – დროს გატარება, ფულის დაუხარჯავად. ოფიციანტის გამოჩენის თანავე გამონახავს მიზეზს და გაუჩინარდება საჭირო ოთახის მიმართულებით და გამოჩნდება როდესაც ანგარიში გადახდილია. მეორე შეხვედრა როგორც წესი, აღარ იქნება, რა თქმა უნდა თუ არ გადაეყარა გულუბრყვილო ადამიანს რომელსაც რაღაცის იმედი კიდევ აქვს.
შეხვედრის ადგილი:
ნებისმიერი გამოდგება – პაბი, კლუბი, დისკოთეკა, რესტორანი,სახინკლე.
სასმელები, რომლებსაც ანიჭებენ უპირატესობას:
კოკტეილი

საერთო ენა:
თითქმის შეუძლებელია.

ფურია

ჩქარა შემოდის ოთახში, უცბად ჯდება, ყველაფერს ეჯახება. ჩქარა ლაპარაკობს, სიტყვების დაბოლოებებს ყლაპავს. მუდმივად წამოკრავს ხოლმე ხელს ,შემთხვევით ჭიქას. თავისი თავი მიაჩნია არაჩვეულებრივად სტილურ პიროვნებად. სინამდვილეში თავის თავში დაჯერებული პიროვნება არ არის .
შეხვედრის ადგილი:
პაბი, კლუბი, დისკოთეკა, რესტორანი,სახინკლე.
სასმელები, რომლებსაც ანიჭებენ უპირატესობას:
ლუდი,მაგრამ მომენტ არაყზეც არ იტკვის უარს.
საერთო ენა :
ადვილად, თუ შეძლებთ დაწყნაროთ მისი აქტიურობა.

ინტელექტუალური

ეხვედრაზე მიდის მიზანდასახულად: იპოვოს ცხოვრების მეგზური, თანაც უბრალო ვინმეს კი არ ეძებს არამედ პიროვნებას იდეალურს რომელიც მან შექმნა თავის აზრებში. საჭმელს მიირთმევთ წინასწარ მოლაპარაკებულ ადგილას, მას არ ახასიათებს სპონტანურობა. უყვარს ჭკვიანურ თემებზე საუბარი მხოლოდ მისთვის ცნობილ თემებზე, და თან ამოწმებს ამ დროს მოსაუბრეს, ადარებს თავის შექმნილ იდეალს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კაცი აბოყინებს, ან ცხვირში იქექება,ქალბატონი დაუყონებლივ აწევს თავის ლამაზ საჯდომს (იგი უეჭველედ ესეთია) და გაუჩინარდება უჩინმაჩინის ქუდივით.

შეხვედრის ადგილი:
სოლიდური რესტორანი
სასმელები, რომლებსაც ანიჭებენ უპირატესობას:
ღვინო,მარტინი.
საერთო ენა :
შეხვედრის წინ შეისწავლეთ მთლიანი ენციკლოპედია.

სახლის გოგო

მოდის ლამაზი კაბით, შესაძლებელია სათვალეებში. თუ რესტორანში წაიყვანთ უხერხულად გრძნობს თავს, აქეთ – იქით აფაციცებს თვალებს . თითქმის არაფერს არ მიირთმევს. გარეთ უფრო მამაცია და ზოგჯერ შეიძლება გაიღიმოსმ კიდეც. საუბარი მასთან შეიძლება რაზეც გსურთ, ძირითად ის მხოლოდ ისმენს.

შეხვედრის ადგილი:
შეიძლება რესტორანი, მაგრამ აჯობებს ნეიტრალური ტერიტორია მაგალითად პარკი.
სასმელები, რომლებსაც ანიჭებენ უპირატესობას:
წვენი,ალკოგოლზე სასტიკი უარი მაქსიმუმ ოდნავ ღვინო.
საერთო ენა :
ადვილად უთხარით რომ მთელი ცხოვრება მის ნაერს ეძებთ.თან გაემზადეთ უმრავი მესიჯისადა ზრების მისაგებად , არ დაგავიწყდეთ ისტერიკების მოსმენა.

დეპრესიული

depresiuliპირად ცხოვრებაში რაღაც მოხდა, ცხოვრობს ერთი დღით. იმყოფება ღრმა დეპრესიაში, მაგრამ არ იმჩნევს.

შეხვედრის ადგილი:

აზრი არა აქვს.

სასმელები, რომლებსაც ანიჭებენ უპირატესობას:

ნების,მიერი ძლიერი სასმელი – არაყი, ჯინი, კონიაკი, ვისკი.
საერთო ენა:

თუ შეხვდით ერთმანეთს თვითონ იპოვის საერთო ენას.

 

პრინცესები

ქალების ეს კატეგორია , აღზრდილია ზღაპრებზე და სასიყვარულო რომანებზე, მათ ჯერ კიდევ სჯერათ პრინცების თეთრ ცხენზე. და რატომღაც თვლიან რომ ის აუცილებლად შეხვდება მათ, და ეს მოხდება ინტერნეტში. თუ თქვენ არა ხართ პრინცი და გარაჟში არ გიყენიათ თეთრი ბმვ ან მერსედესი ,მაშინ ქალების ეს კატეგორია თქვენთვის არ გამოდგება. დაიწყება თქვენში უარყოფითი თვისებების აღმოჩენა, და აი უკვე კოშკიდან გადაგდებული ხართ სანაგვეზე), ხოლო მისი მზერა მოლოდინით კვალავ შესცქერის გორიზონტს .

რეკომენდაცია:
მონახეთ სხვა თუ გსურთ დაზოგოთ საკუთარი ტვინი და ნერვები.

ვირტუალკები

ქალების ძალზედ გავრცელებული ტიპი გაცნობის საიტებიდან , მათ მიეკუთვნება სხვადასხვა ასაკის ქალების დიდი რაოდენობა. ყველაზე ახალგაზრდა ვირტუალკები – ეს გოგონებია,რომლებმაც ჯერ არ იციან ურთიერთობის დამყარება, წაკითხული ან ნანახი აქვთ დაბალ ხარისხიანი სასიყვარულო რომანები , და გადაწყვიტეს გამოცდილების დაგროვება. მათ ეშინიათ რომ ვერ შეძლებენ ურთიერთობის დამყარებას, ეშინიათ რომ შეცდებიან . ამიტომ გაცნობა ხდება თვითჩამოყალიბების მიზნით უშუალო კონტაკტის (შეხვედრის )გარეშე .

უფროსი ასაკის ვირტუალკები,საშუალო ასაკის ქალებია,როგორც წესი გათხოვილები არიან. ერთგვაროვანი ცხოვრება, დაღლილი ქმარი, რომანტიკის არყოფნა უბიძგებს მათ სასიყვარულო თავგადასავლების საძიებ გზაზე დადგომას. ისინი არასოდეს არ ხვდებიან კაცებს რეალურ ცხოვრებაში, იშვიათად ლაპარაკობენ ტელეფონზე . ხშირად დებენ თავის გვერდზე სხვის სურათებს და ოცნებობენ როდესაც ავსებენ თავის გვერდს ინფორმაციით .გამოგონილი ინფო თავიანთ თავზე.

რეკომენდაცია: თუ თქვენ ესეთივე ვირტუალი ხართ, და ცოლმა რომ არ იცოდეს ისე ფლირტავთ გაცნობის საიტებზე, სადაც აბრამოვიჩი ხართ – მაშინ თქვენ იპოვეთ ერთმანეთი .

 




დატოვეთ თქვენი კომენტარი

*