ბადრიჯნისაგან მომზადებული ფარშევანგის კუდი

ბადრიჯნისაგან მომზადებული კერძი ფარშევანგის კუდი

გემრიელი და ეფექტური კერძი ბადრიჯნისაგან.ფარშევანგის კუდი.

ინგრიდიენტები

  • ბადრიჯანი – 2 ცალი
  • გამდნარი ყველი (რუსულად ესე ქვია Сыр плавленый) – 200 გრამი.
  • ქათმის კვერცხი – 2 ცალი.
  • კიტრი – 1 ცალი
  • მაიონეზი – 2 სუფრის კოვზი
  • ნიორი – 3 კბილი.
  • წითელი ბულგარული წიწაკა – 1/3
  • ზეთის ხილი – კურკა გამოცლილი – 20 გრ.
  • მარილი (გემოვნებით) – 2 გრამი.
  • ზეთი – 1 სუფრის კოვზი.
  1. როგორ მოვამზადოთ “ბადრიჯნისაგან კერძი ფარშევანგის კუდი”
  2. ქათმის კვერცხები მოხარშეთ წინასწარ
  3. ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად,  მათი სისქე არ უნდა იყოს 1 სმ მეტი.
  4. შეწვით ბადრიჯანი ზეთში, ორივე მხრიდან, ოქროს ფრამდე.
  5. ამის შემდეგ გადაიღეთ ბადრიჯანი ხელსახოცზე (სალფეტკა) ზედმეტი ზეთის მოსაშორებლად.
  6. გამდნარი ყველი და კვერცხი გახეხეთ სახეხზე.
  7. დანაყენთ ნიორი, დაუმატეთ კვერცხსა და ყველს , გემოვნებით შეკაზმეთ მარილითა და მაიონეზით, ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში.
  8. კიტრი გარეცხეთ და დაჭერით თხელ რგოლებად. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ და დაჭერით მოგრძოდ.
  9. ზეთის ხილი გაჭერით შუაზე.
  10. თვითეულ ბადრიჯანზე მოათავსეთ ერთი კოვზი ყველის მასა.კიტრის ნაჭერი და ზეთის ხილი.
  11. ბადრიჯნის ზევითა ნაწილზე მოათავსეთ რკალისამებრ ბულგარული წიწაკის ნაჭერი.
  12. განათავსეთ მომზადებული ბადრიჯნის ნაჭრები თეფშზე ფარშევანგის კუდის მსგავსად.

გაამოთ!!


100 გრამი პროდუქტი შეიცავს.

კალორიები: 156,2 კილო კალორიას.

ცილები: 6,8 გრამი.

ცხიმები: 10,4 გრამი.

ნახშირწყლები: 9,3 გრამი.

კულინარიული რეცეპტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

* Copy This Password *

* Type Or Paste Password Here *

9 774 Spam Comments Blocked so far by Spam Free Wordpress