4shared

ბადრიჯანი ტომატის სოუსში

ბადრიჯანი ტომატის სოუსში

ბადრიჯანი ტომატში ადვილია მოსამზადებლად და გემრიელია.

ინგრიდიენტები

  • ბადრიჯანი – 2 ცალი
  • კვერცხი – 2 ცალი
  • ფქვილი – 3 სუფრის კოვზი
  • ყველი პარმეზანი (შეიძლება სხვა მკვრივი ყველის გამოყენება) – 20 გრამი
  • ზეითუნის ზეთი – 20 გრამი
  • მარილი (გემოვნებით) – 2 გრამი.
    სოუსისათვის
  • პომიდორი – 4 ცალი
  • ზეითუნის ზეთი – 5 გრამი
  • ნიორი – 2 კბილი
  • რეჰანი – გემოვნებით
  1. როგორ მოვამზადოთ “ბადრიჯანი ტომატის სოუსში”
  2. ბადრიჯანი დაჭერით რგოლებად,თვითეული ნაჭერს მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 10 – 15 წუთით , სიმწარე რომ გაუვიდეს, წვენთან ერთად.
  3. შეამშრალეთ ბადრიჯანი ქაღალდის ხელსახოცით.
  4. თეფშე გადმოიღეთ ფქვილი,მასში ბადრიჯნის ამოსავლებლად.მეორე თეფშში ჩახალეთ კვერცხი.
  5. გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე,დაასხით ზეთი.
  6. ბადრიჯნის თვითეული ნაჯერი ამოავლეთ ფქვილში ორივე მხრიდან. შემდეგ ამოავლეთ  კვერცხში.
  7. ამის შემდეგ მოათავსეთ ტაფაზე და შეწვით ოქროსფრად, სირბილემდე.
  8. მომზადებული ბადრიჯანი მოათავსეთ თეფშზე.
  9. მოამზადეთ ტომატის სოუსი, რეჰანით.
  10. მოხარშეთ პომიდორი ქვაბში ,  პომიდორები წინასწარ დასერეთ.
  11. როგორც კი მზად იქნება პომიდორი – მოაცილეთ კანი და დააბლენდერეთ ერთგვაროვან მასამდე.
  12. გააცხელეთ ტაფა, დაამატეთ ცოტაოდენი ზეთი და ნიორი.
  13. შემდეგ დაუმატეთ დაბლენდერებული პომიდორის მასა და ცოტახანი შუშეთ, ზედმეტი ტენიანობის ასაორთქლებლად.
  14. მოაყარეთ მარილი და წვრილად დაჭრილი რეჰანი გემოვნებით.
  15. მოასხით ბადრიჯანს მომზადებული სოუსი და ზევიდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.

გაამოთ!!

საკვები დანამატები – E102 ტარტრაზინი.

ეს ნივთიერება განეკუთვნება სინთეტიკურ საკვებ დანამატებს. ნივთიერებათა ჯგუფს რომელიც ბუნებაში არ არებობს, იქმნება ხელოვნური მეთოდით.
E102 ტარტრაზინი გამოიყენება ნაყინში, ჟელეში, პიურეში, იოგურტში, მდოგვში და გაზიან სასმელებში.ძალიან სახიფათო ასტმით დაავადებულთათვის. შესაძლოა გამოიწვიოს შაკიკი, ქავილი, თვალთხედვის დაზიანება, ბავშვებში გაღიზიანებულობა,ზედმეტი აქტიურობა, ძილის პროცესის დარღვევა. ტარტრაზინი გახლავთ ძლიერი ალერგენი.

აკრძალულია მისი გამოყენება ბევრ ქვეყანაში.

100 გრამი პროდუქტი შეიცავს.

კალორიები: 99,4 კილო კალორიას.

ცილები: 3,6 გრამი.

ცხიმები: 5 გრამი.

ნახშირწყლები: 10,9 გრამი.

კულინარიული რეცეპტები

დატოვეთ თქვენი კომენტარი