რეცეპტი ბურრიტო საუზმეზე

ბლოგი

შემწვარი ხორცი მექსიკურად

უბრალოდ რომ ვთქვათ ეს შემწვარი ლავაშია შიგთავსით . ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძია. მიირთმევა ცხლად.

ინგრიდიენტები

  • წყალი – 1 ჭიქა
  • მექსიკური ლავაში Tortillas (სომხური ლავაშიც გამოდგება) 4 ცალი
  • საქონლის ხორცი – 200 გრამი.
  • ქათმის კვერცხი – 3 ცალი.
  • ხახვი საშუალო ზომის- 1 ცალი.
  • ნიორი – 2 კბილი.
  • ავოკადო – 1 ცალი.
  • პომიდორი საკუთარ წვენში – 50 გრამი.
  • სუნელი ტაკო (სუნელების ნაკრებია – ტარხუნა, მაიორანი,რეჰანი,წითელი დაფქვილი წიწაკა,ქინძი,ხახვი,ნიორი,მარილი).- 20 გრამი.
  • ზეთი – 2 სუფრის კოვზი.
  • მარილი (გემოვნებით) – 2 გრამი.
  • წიწაკა (გემოვნებით) – 2 გრამი.
  1. როგორ მოვამზადოთ “ბურიტო საუზმეზე”
  2. ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ტაფაზე სამი წუთის განმავლობაში.
  3. საქონლის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად წვრილად და დავუმატოთ ხახვს და ნიორს. დავამატოთ ტაფაში ერთი ჭიქა წყალი და მოვშუშოთ თავდახურული სახურავის ქვეშ ხორცის მომზადებამდე.
  4. ცალკე ტაფაზე დავასხათ მცირეოდენი ზეთი, დავამატოთ დაჭრილი ნიორის მეორე ნაწილი და პომიდორები საკუთარი წვენით,დავუმატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ვხარშოთ 5-7 წუთი
  5. კვერცხი ჩავხალოთ ჭურჭელში და კარგად ავთქვიფოთ
  6. მომზადებული ხორცი მოვათავსოთ სუფთა ზეთ მოსხმულ ტაფაზე . დავამატოთ სუნელი ტაკო ერთი წუთის შემდეგ დაამატეთ ბულიონი რომელიც დარჩა შუშვის შემდეგ და და წვით 3 – 4 წუთი.
  7. დაამატეთ კვერცხი და ტომატის სოუსი თან ურიეთ, შეწვით ერთი წუთის განმავლობაში
  8. ავოკადოს მოვაცილეთ კანი და დაჭერით ნაჭრებად.
  9. ტორტილიუ – სომხური ლავაში მოათავსეთ თეფშზე, მოათავსეთ შუაში მომზადებული შიგთავსი და ავოკადოს ნაჭრები.
  10. ფრთხილად შეახვიეთ ტორტილიუ კონვერტისამებრ და შეწვით ორივე მხრიდან.

გაამოთ!!

100 გრამი პროდუქტი შეიცავს.

კალორიები: 181 კილო კალორიას.

ცილები: 6.7 გრამი.

ცხიმები: 11.6 გრამი.

ნახშირწყლები: 13 გრამი.

 

კომენტარის დატოვება

-
Translate »