4shared

კარტოფილისა და ფარშის ცხობილა

კარტოფილის და ფარშიც ცხობილა

კერძი კარტოფილით და ფარშით. ოჯახიც და სტუმრებიც კმაყოფილები დარჩებიან.

ინგრიდიენტები

  • საქონლის ფარში – 0,5 კილო
  • კარტოფილი – 3 – 4 ცალი
  • ტკბილი წიწაკა წითელი – 1 ცალი
  • ხახვი – 1 ცალი
  • კვერცხი – 3 ცალი
  • რძე – 1 ჭიქა
  • ფქვილი – 2 სუფრის კოვზი
  • კარაქი – 2 სუფრის კოვზი
  • ზეთი (გემოვნებით) – 15 გრამი
  • ოხრახუში (გემოვნებით) – 15 გრამი
  • კამა (გემოვნებით) – 10 გრამი
  • მარილი (გემოვნებით) – 5 გრამი.
  • წიწაკა შავი დაფქვილი (გემოვნებით) – 5 გრამი.
  1. როგორ მოვამზადოთ ” კარტოფილისა და ფარშის ცხობილა”
  2. ხახვი დაჭერით წვრილად და შეწვით ოქროსფრად.დაუმატეთ ფარში.
  3. კარტოფილი გასუფთავეთ და დაჭერით რგოლებად.შეწვით ორივე მხრიდან სიწითლემდე (ოქროსფრად)
  4. დაჭერით მწვანილი და დაუმტეთ ფარშს ტაფაზე,მოაყარეთ მარილი,წიწაკა,კარგად აურიეთ და 2 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
  5. ფორმაში მოათავსეთ ფარშის ნახევარი,შემდეგ შემწვარი კარტოფილის თხელი ფენა და მესამე ფენად ფარშის მეორე ნახევარი.
  6. შედგით ცხელ ღუმელში 25 – 30 წუთით.
  7. სანამ მზადდება ცხობილა, მოამზადეთ სუფლე.
  8. კარაქი გაადნეთ ქვაბში, დაუმატეთ ფქვილი და აურიეთ.
  9. დაუმატეთ რძე და გადმოდგით ცეცხლიდან
  10. კვერცხი გულის მოაცილეთ ცილა და დაუმატეთ გაცივებულ მასას.
  11. კვერცხის ცილა ათქვიფეთ კარგად (ქაფი უნდა მოიდო კარგად), დაამატეთ ქვაბში.
  12. 25 – 30 წუთის შემდეგ გამოღეთ ღუმელიდან ცხობილა და მოასხით მას სუფლე.
  13. შედგით ისევ ღუმელში 20 წუთით.
  14. შემდეგ გამორთეთ ღუმელი, გააღეთ და დატოვეთ კერძი კიდე 10 – 15 წუთით.

გაამოთ!!

როგორ ვიხმაროთ სწორედ კერამიკული დანები?

მოხმარებამდე აუცილებლად წაიკითხეთ მოყოლილი ინსტრუქცია. კერამიკული დანები იდეალურია ბოსტნეულის ,ხილის, ხორცის (ძვალ გამოცლილი) დასაჭრელად. დანა მოარიდეთ მკვრივ ზედაპირზე დავარდნას. მოარიდეთ ღია ცეცხლს.


100 გრამი პროდუქტი შეიცავს.

კალორიები: 152,4 კილო კალორიას.

ცილები: 7,4 გრამი.

ცხიმები: 10,1 გრამი.

ნახშირწყლები: 7,9 გრამი.

კულინარიული რეცეპტები

დატოვეთ თქვენი კომენტარი