4shared

კვერცხის და ბეკონის კეკსი

კვერცხისა და ბეკონის კექსი

დილის მშვენიერი დსაწყისი შემწვარი კვერცხისა და ბეკონის კეკსით.

ინგრიდიენტები

  • შებოლილი ბეკონი
  • ქათმის კვერცხი
  • პომიდორი
  • ნიორი
  • სოკო
  • მწვანე ხახვი და კამა
  • ყველი რბილი და მკვრივი
  • პური – საჭიროა ბოკატო (მაგრამ სხვა პურით შეცვლაც შეიძლება)
  • მარილი (გემოვნებით) – 2 გრამი.
  • წიწაკა (გემოვნებით) – 2 გრამი.

როგორ მოვამზადოთ ” კვერცხის და ბეკონის კეკსი”

სოკო დაჭერით წვრილად და ცოტათი მოხრაკეთ ტაფაზე . სულ რამოდენიმე წუთი. შემდეგ დაჭერით ბეკონი სლაისებად თხლად და შეწვით , ყურადღება მიაქციეთ იმას რომ ბეკონი უნდა იყოს კარგად შემწვარი.ბეკონი შეარჩიეთ ისეთი რომ სალა და ხორცი თანაბრად იყოს განაწილებული.შიგთავსი:პომიდორს მოაცილეთ კანი. დაჭერით წვრილად ნიორი,ხახვი,კამა,რბილი ყველი. თქვენი ფორმის შესაბამისი ზომის ჭიქით გამოჭერით პურისგან რგოლები.გამოჭრილი რგოლები ჩაალაგეთ ფორმაში, ფორმის კედლებზე განათავსეთ ბეკონი, ხორციანი ნაწილი ქვედაძირში უნდა იმყოფებოდეს, ხოლო სალა ზევით, ეს საჭიროა იმისათვის რომ ბეკონი კიდე შეიწვება.შემდეგ განათავსეთ შიგთავსი.

ჩვენ გვექნება ოთხი სახის კეკსი,სოკოთი , პომიდორითა და ნიორით, მწვანილით, ყველით. სულ ზევიდან დაახალეთ კვერცხი. ფრთხილად მოახმარეთ კოვზი რომ კვერცხი თანაბრად განაწილდეს ზედაპირზე და გვერდებში რომ ჩავიდეს. მოაყარეთ მარილი, დაფქვილი შავი წიწაკა , უცხოსუნელები . ზევიდან მაყარეთ გახეხილი მკვრივი ყველი.შედგით გაზქურაში 20 – 25 წუთით ტემპერატურა 190 გრადუსი, აქ უკვე გადახედეთ თუ გინდათ რომ კვერცხის გული იყის თოხლო მაშინ უფრო ნაკლები დრო დაგჭირდებათ.სანამ კექსი მზადდება შეგიძლიათ მოამზადოთ ყავა ან ჩაი სურვილისამებრ.

გაამოთ!!

 კულინარიული საიდუმლოებები

კვერცხი რომ გამოვიდეს ფუმფულა – ერთ ჭიქა კვერცხს უნდა დაუმატოთ ორი კოვზი ცივი წყალი და კარგად ათქვიფოთ.
კვერცხის ცილა უფრო მალე და კარგად აითქვიფება თუ მას წინასწარ გააცივებთ და დაუმატებთ რამოდენიმე წვეთ ლიმონის წვენს ან ლიმონის მჟავას. კვერცხის გულს კი პირიქით სითბო და შაქარი უყვარს. ხახვი დაკარგავს სიმწრის გემოს თუ დაჭრის შემდეგ მას მოათავსებთ დრუშლიაგში და მოთუთქავთ მდუღარე წყლით.


კულინარიული რეცეპტები

დატოვეთ თქვენი კომენტარი