როგორ მუშაობს ბუკმეკერი(ტოტალიზატორი)

ბლოგი

ბუკმეკერების სტრატეგია(ტოტალიზატორი)

bukmekeris mushaoba2განვიხილოთ როგორ ხდება, კოეფიციენტების ფორმირება. ჯერ ანალიტიკები არკვევენ გუნდების შანსებს. ამისათვის არსებობს ბევრი ხერხი, რომელიც შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად : ანალიტიკური და ევრისტიკული. ანალიტიკური- ეს ძირითადად სტატისტიკა და მათემატიკაა (ალბათობის თეორია ), ევრისტიკული- ეს ექსპერტების შეფასებაა.მიღებული შედეგების კომბინირებით ყალიბდება შედეგი ალბათობა. დავუშვათ, ანალიტიკებმა და ექსპერტებმა  მიიღეს შედეგის შემდეგი ალბათობა:

1 Х 2
55% 30% 15%

ალბათობა მათემატიკაში  გამოიხატება რიცხვით 0 დან 1, ჩვენ გამოვიყენებთ სიადვილისთვის პროცენტებს. თუ გადავიყვანთ კოეფიციენტების ალბათობას, მივიღებთ

1 Х 2
1.82 3.33 6.67

ეს- “fair odds” სია, ესეიგი. “სუფთა შანსები”, მაგრამ ესეთ კოეფიციენტებს არასდროს არ გამოაქვეყნებს ბუკმეკერი, იმიტომ რომ ბუკმეკერი ვერ მიიღებს შემოსავალს ასეთ შემთხვევაში. ბიკმეკერის მიერ გამოქვეყნებული კოიფიციენტები იქნება მიახლოებით შემდეგნაირი:

1 Х 2
1.65 2.90 5.00

დაუბრუნდეთ ალბათობას, მივიღებთ:

1 Х 2
60% 35% 20%

ალბათობის ჯამი უდრისა არა 100%, არამედ 115%, აი ეს სხვაობა  15% არის ბუკმეკერის შემოსავალი, profit margin, რომელსაც ის უმატებს კოეფიციენტებს.რეალობაში, შეუძლებელია ზუსტად გამოთვლა თანხისა და ალბათობისა . ამიტომ ბუკმეკერები, ყოველთვის ცდილობენ თავიდანვე დაუკლონ კოეფიციენტს ფავორიტის მოგებაზე იმისათვის რომ ჯამში მოგებაში დარჩნენ. საზღვრავენ გუნდების შანსებს და უმატებენ  განსაზღვრულ ალბათობას ფავორიტის მოგებაზე 15-20%  . ხოლო ფსონების განაწილების თვალყურით, ვარირებენ კოეფიციენტებით. აი აქ უკვე მნიშვნელობა არა აქვს როგორ არის განაწილებული გუნდებს შორის შანსები, ნებისმიერ შემთხვევაში ბუკმეკერი მიიღებს შემოსავალს ზომით 6.25% მოთამაშეების მიერ დადებული თანხიდან , ბუკმეკერისათვის მთავარია ცოდნა – როგორ გაანაწილებენ ფსონებს მოთამაშეები!

იხილეთ ასევე როგორ მუშაობს ბუკმეკერი(ტოტალიზატორი) გაგრძელება

4 Responses to "როგორ მუშაობს ბუკმეკერი(ტოტალიზატორი)"

  1. zurabi Posted on შაბათი, მარტი 19, 2016 at 1:17 pm

    arsebobs tu ara iseti saiti zusti informacia ro gavigo

  2. gio Posted on ხუთშაბათი, დეკემბერი 31, 2015 at 12:35 pm

    გამარჯობათ!
    არსებობს რამე საიტი საიდანაც შეიძლება სწორი  ინფორმაციის აღება რა თანხებია შესული მსოფლიოს ძირითად ტოტალიზატორებში ამა თუ იმ გუნდებზე. მოგებაზე ფრეზე და წაგებაზე 1X 2

  3. loki14 Posted on ოთხშაბათი, აპრილი 29, 2015 at 12:11 pm

    gamrjobat!! ramodenime kitxva maq tqventan, mainteresebs romel koepicientebs aqvs mogebis didi shansii bukmeikerta gammotvlebit an romelii gundebs anicheben upiratesobas??

    • Goal_Keeper Posted on ოთხშაბათი, აპრილი 29, 2015 at 4:32 pm

      გამარჯობათ!
      უპირატესობა ენიჭება გუნდებს რომლებსაც ააქვს დაბალი კოეფიციენტი , მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ფავორიტი გუნდი მოიგებს აუცილებლად. თანაც ძაან ხშირია შემთხვევები როდესაც ბუკმეკერები შეგნებულად იძლევიან არასწორ კოტიროვკებს ანუ კოეფიციენტებს რათა მოთამაშე შეიყვანონ შეცდომაში.

კომენტარის დატოვება

-
Translate »