4shared

როგორ მუშაობს ბუკმეკერი სტატია (2)

ბუკმეკერის ტაქტიკა

totalizator2ჩვენი თვალსაზრისით ნებისმიერმა მოთამაშემ უნდა იცოდეს თუ როგორ თამაშობს ბუკმეკერი. ამის გარეშე უპირატესობა ბუკმეკერის მხარეს იქნება ყოველთვის.მაშ ასე, მოდით განვაგრძოთ განხილვა იმისა თუ როგორ მუშაობს ბუკმეკერი(პირველი სტატია როგორ მუშაობს ბუკმეკერი სტატია1 ):

ტოტალიზატორმა ყოველდღე უნდა გამოაქვეყნოს კოეფიციენტები.თავიდან მან უნდა განსაზღვროს გუნდების შანსები.თავისი სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის საშუალებით ბუკმეკერი ითვლის ეგრეთ წოდებულ “fair odds” – “სუფთა შანსები”. რათქმაუნდა სხვადასხვა ტოტალიზატორს გააჩნია თავისი აზრი ამდაგვარ შანსებზე ერთმა ტოტალიზატორმა შეიძლება გამოაქვეყნოს: 

50%(მოგება1) – 30%(ფრე) – 20%(მოგება2) 

მეორემ: 
40%(მოგება1) – 30%(ფრე) – 30%(მოგება2) 
ერთი სიტყვით თვითეული იყენებს თავის მეთოდიკას.

დავუშვათ მატჩში დინამო თბილისი-ზუგდიდი ბუკმეკერი თვლის რომ შანსები პროცენტულ შეფარდებაში უდრის, 50%-30%-20%. ევროპული კოეფიციენტების სისტემის ჩამოყალიბების თანახმად, კოეფიციენტები ჩამოყალიბდება ამდაგვარად 2.00-3.33-5.00. ეს ხდება ერთიანის გაყოფით შედეგის ალბათობაზე (მაგალითდ 1/0,50=2,00).

ამ პრინციპით ბუკმეკერი შემოსავალს ვერ მიიღებს. ამიტომ იგი აწესებს ზღვარს – profit margin. მაგალითად ზვარი იყოს, 10%. ძალების განაწილება profit margin – ით პროცენტულ შეფარდებაში იქნება იქნება ასეთი 55%-33%-22%=110%. ან ევროპულ ფორმატში: 1.82 – 3.03 – 4.55. აი ესეთ კოეფიციენტს შესთავაზებს ტოტალიზატორი მოთამაშეს.

იწყება ფსონების მიღება ამ კოეფიციენტზე. დავუშვათ მოთამაშეებმა ფსონები ჯამში გააკეთეს ასე:

შედეგი
მოგება1
ფრე
მოგება2
კოეფიციენტი
1,82
3,03
4,55
თანხა
7000$
2500$
500$


სულ მიღებულია 10000$ და მატჩის შედეგიდან გამომდინარე ბუკმეკერმა უნდა გადაიხადოს :

შედეგი
კოეფიციენტი
გადახდა
მოგება
მოგება1
1,82
12740$
-2740$
X
3,03
7575$
+2425$
მოგება2
4,55
2275$
+7725$


როგორც ვხედავთ თუ მოიგებს დინამო თბილისი, ტოტალიზატორმა უნდა გადაუხადოს მოთამაშეებს

7000$ * 1.82 = 12740$ მიღებული თანხის საერთო ჯამიდან 10000$.
აგედან გამომდინარე,ამ შედეგზე ტოტალიზატორი აგებს -2740$.

თუ შედეგი ფრეა,მაშინ ბუკმეკერს მოუწევს გადახდა 2500$*3.03 = 7575$.
აქ უკვე ბუკმეკერი მიიღებს მოგებას +2425$

და ზუგდიდის მოგების შემთხვევაში ტოტალიზატორი გადაიხდის 500$*4.55=2275$. მოგება +7725$.

თუ დავუშვებთ ,რომ გუნდების შანსები გამოთვლილი იყი სწორედ, მაშინ გრძელ ვადიანი თამაში დროს 
ბუკმეკერი ამოიღებს წაგწბულ თანხას ამდაგვარი თამაშებიდან . 100 თამაშიდან 50 დამთავრდა ფავორიტის მოგებით 
და ბუკმეკერის ზარალით -$137000, 30 – ფრედ და ბუკმეკერის შემოსავალით $72750, 
და 20 – ფავორიტის წაგებით და ტოტალიზატორის შემოსავალით $154500,ესეიგი ასი თამაშის შემდეგ ბუკმეკერი მიიღებს შემოსავალს $227250, მაგრამ რისკით $137000.

მაგრამ ფავორიტების არ მოგება, რომლებსაც მოაქვს ბუკმეკერისათვის მოგება ამ შემთხვევაში, 
არ არის განაწილებული თანაბრად. ეს დაუშვებელია ბიზნესისათვის- ბუკმეკერი ვალდებულია გამორიცხოს თეორიული ვარიანტიც კი ამდაგვარი სიტუაციისა . რისკი უნდა იქნას დაყვანილი მინიმუმამდე.

როგორ მოიქცეოდით თქვენ ამდაგვარ სიტუაციაში ბუკმეკერის ადგილას?

რათქმაუნდა – შეცვლიდით კოეფიციენტებს. თქვენ გაითვალისწინებდით შემდე ფაქტორებს, როგორიცაა საერთო აზრი ,მოსალოდნელი ფულადი თანხების განაწილება .მოდით გამოვთვალოთ ხელახლა:

70%-25%-5% ან 7000$-2500$-500$ – ასე გაანაწილა ფული ხალხმა. 

ბუკმეკერმა წინასწარ რო იცოდეს როგორ განაწილდება ფსონები, მაშინ იგი მაშინვე გააკეთებდა  profit margin=10% ამ პროცენტებზე.და პროცენტულ შეფარდებაში იქნებოდა ამდაგვარი:

77%-27.5%-5.5% ან კოეფიციენტების სახით 1.30-3.62-18.0 

თუ იგებს დინამო თბილისი, ბუკმეკერის მოგება შეადგენს 10000$ – 7000*1.30 = 900$
ფრეს შემთხვევაში, ბუკმეკერის მოგება შეადგენს 10000$ – 2500*3.62 = 950$
თუ მოიგებს ზუგდიდი,ბუკმეკერის მოგება 10000$ – 500 *18 = 1000$

როგორც ვხედავთ, აქ უკვე ტოტალიზატორმა გაინაღდა გარანტირებული შემოსავალი მატჩის ნებისმიერ შედეგზე. ეხლა კი შეხედეთ – რამდენად შორს წავიდა ამ მაგალითში კოეფიციენტები რეალური ძალათა შეფარდებიდან. რეალური ძალათა შეფარდება: 2.00 – 3.33 – 5.00 ტოტალიზატორი შემოგთავაზებთ: 1.30 – 3.62 – 18.0 

დავბრუნდეთ ფეხბურთის სასარგებლო სტატიები

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*