4shared

რაზე ველაპარაკოთ ბიჭს პირველ შეხვედრაზე

პაემანი
პირველი შეხვედრა ბიჭთან (პაემანი,რანდევუ)

პირველი შეხვედრა ბიჭთან .. ბევრი გოგონა როდესაც მას ბიჭი შემოსთავაზებს შეხვედრას ანუ დაუნიშნავს პაემანს იბნევა (წითლდება, რაღაცას ბურტყუნებს ცხვირში, თვალებს არიდებს) მაგრამ ჯამში თანხმდება პაემანზე. ეს აბსოლუტურად ნორმალური რეაქციაა, რადგან ნებისმიერი გოგონასათვის პირველი პაემანი ძალზედ მნიშვნელოვანი რამეა. ხშირად განცდებისა და ნერვიულობის გამო ,შეხვედრაზე გოგონა იქცევა არაჩვეულებრივად,(მაგალითად მორიდებული და გულწრფელი გოგონა) ხდება ხამი და პირიქით.  გაოცებული ამისთანა შეხვედრით ბიჭს მეტჯერ აღარ სურს მასთან შეხვედრა.

პირველი პაემანი ბიჭთაან(განცდები და შფოთვა)

მაშ ასე წინ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გველის – პირველი შეხვედრა ბიჭთან,რომელი ძალიან მოგვწონს.და ისეთ პანიკაში ვართ რომ უკვე არ ვიცით რა ავირჩიოთ ტანსაცმელიდან და როგორ მოვიქცეთ შეხვედრაზე. პირველ რიგში თავი ხელში ავიყვანოთ და დავწყნარდეთ. თუ ძალიან ვინერვიულებთ ვერ გამოვიძინებთ, უძილობამ კი თვალების ქვეშ იცის მუქი რგოლები ეს კი არ არის ლამაზი.

ამიტომ ვცდილობთ ვინერვიულოთ რაც შეიძლება ნაკლები. ბოლოსდა ბოლოს პირველი შეხვედრა ბიჭთან – არ არის მსოფლიო კატასტროფა.რახან მან დაგინიშნათ შეხვედრა ესეიგი თქვენ მას ძალიან მოსწონხართ. და თქვენი ამოცანა რომ ეს მოწონება კიდევ უფრო გაზარდოთ მასში.

ramdevuგაითვალისწინეთ რომ შიში იწვევს საკუთარ თავში დაუჯერებლობას, და მისი ზემოქმედების ქვეშ შეიძლება გავაკეთოთ სისულეები და ამით საერთოდ მოვსპოთ ურთიერთობის განვითარები პესპერქტივა. ბიწი რომელიც უნიშნავს გოგონას შეხვედრას ასევე ნერვიულობს და მანც არ იცის როგორ მოიქცეს. გოგოსაგან განსხვავებით იგი არ ფიქრობს შორს მიმავალ ურთიერთობაზე ის ფიქრობს მხოლოდ ამ შეხვედრაზე და ცდილობს არ განიცადოს კრახი.ხოლო გოგოების სურთ რომ შორსმიმავალი ბედნიერი გაგრძელება ჰქონდეს მათ ურთიერთობას, რათქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ მათ მოსწონთ ბიჭი.

ამიტომ პირველ შეხვედრაზე უკუ რომ არ აქციოთ ბიჭი და დაკარგოთ მასთან მასთან შეხვედრის შემდეგი შესაძლებლობა. ნუ იფიქრებთ შორმიმავალ გრანდიოზულ გეგმებზე. ზუსტად ასეთი გეგმები ქმნიან ნერვიულ დაძაბულობას რომელიც ხელს უშლის გოგონას თავი იგრზნოს ისეთად როგორიც არის.ამიტომ გადადეთ თქვენი ოცნებები სამუდამო სიყვარულზე გვერდით. მათი რეალიზაციისათვის ჯერ კიდევ გექნებათ დრო. და მიიღეთ სიამოვნება იმისაგან რომ თქვენ გელით პაემანი ბიჭთან.

როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ პირველ შეხვედრაზე

პაემანიპირველ რიგში უნდა გვახსოვდთ რომ უნდა შეეცადოთ მაქსიმალურად იყოთ ისეთი როგორიცა ხართ სინამდვილეში.ამიტომ თუ ჯერ საკმაოდ კარგად ვერ დადიხართ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს ნუ ჩაიცმევთ მას თქვენ მოუხერხებლობის გრძნობას დატოვებთ. საჭირო გარკვევა იმისა თუ სად წახვალთ პირველ შეხვედრაზე . თუ ის თქვენ გეპატიჯებათ ბუნებაზე სასეირნოდ მასშინ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში დაიტანჯებით და მასაც დასტანჯავთ.

რაც შეეხება ტანსაცმელს ესეც დამოკიდებულია იმაზე თი სად მიდიხართ. შეხვედრის ადგილი წესით უნდა აირჩიოს გოგონამ მაგრამ ბევრმა ბიჭმა არ იცის ეს ამიტომ ისინი თვითონ ირჩევენ შეხვედრის ადგილს. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ რბილად(არა დაჟინებით) შესთავაზოთ თქვენს მიერ შერჩეული ადგილი. მაგალითად იგი გებატიჟებათ ელიტურ რესტორანში თქვენ კი არ გაგაჩნიათ შესაბამის კაბა ტანსაცმელი. უნდა მოიგონოთ რამე მაგ.კარგი იქნებოდა რომ ჩვენი შეხვედრა ყოფილიყო ზედმეტი ხალხის გარეშე .მოდი შევხვდეთ ერთმანეთს (დავუშვათ პარკში.)

რაც შეეხება საერთო ჩაცმას პაემანზე მასზე პასუხი მარტივია, თქვენ უნდა ჩაიცვათ ისე რომ გრძნობდეთ თავს კომფორტულად. ამასთანავე თქვენმა ჩაცმულობამ უნდა გამოხატოს თქვენი ქალური მომხიბვლელობა და ფარული სექსუალურობა .ძალიან მოკლე კაბა და გულღია ზედა ტანსაცმელის ჩაცმა არა ღირს . მამაკაცებს მოსწონთ ესეთი ჩაცმულობა მაგრამ პირველ პაემანზე მათ შეიძლება არასწორი შთაბეჭდილება შეექმნათ თქვენზე.

მაშ ასე უნდა იყოთ ჩაცმული გემოვნებით.სასურველია რომ ტანსაცმლის ფასონს ჰქონდეს არა მკვრივი ხაზები და შეკერილი რიმ იყოს იგი რბილი მატერიისაგან. არა ღირს ახალი ტანსაცმლის ჩაცმა იგი ჯერ უნდა მოჯდეს ტანზე ამიტომ შეიძლება მან გამიწვიოს თქვენს მოძრაობებში უხერხულობა.

რაც შეეხება მაკიაჟს – იგი უნდა იყოს ნორმალური და საკმაოდ მორიდებული . ამავე დროს აქცენტი უნდა იქნას გამახვილებული სახის ყველაზე ლამაზ ნაწილებზე.ამაზონკის საბრძოლო მაკიაჟი არ გამოგადგებათ იგი ხელს უშლი რომანტიკულ განწყობას. მაგრამ ნაცრისფერი თაგვის გამოსახულება არ გამოიწვევს ბიჭში ინტერესს.

ასევე არა სასურველია გამომწვევი ვარცხნილობა და ძალიან გრძელი ფრჩხილები კაშკაშა მანიკურით , ასევე მძაფრი სუნამო,საჭიროა თმების დაბანა და ლამაზად მისი დავარცხნა ფრჩხილები უფერო ლაკით ან პასტელის ფერებით შეიღებეთ.ხოლო სუნამო რომ არ იყოს მძაფრი წაისვით იგი ხელზე სადაც ისინჯება პულსი და ყურების უკან რამოდენიმე წვეთი.

საუბარი შეხვედრის დროს

ყველაზე არაჩვეულლებრივად ლამაზი ჩაცმულობაც კი ვერ ახდენს ისეთ ზეგავლენას ბიჭზე ისე როგორც გოგონას მოქცევა.იმისათვის რომ იგი სერიოზულად და დიდიხნით დაინტერესდეს თქვენით საჭიროა თავი სწორად წარუდგინოთ.არასასურველია შეხვედრაზე მისვლა როდესაც თქვენ რაიმე გაწუხებთ,გადარდებთ რაღაც პრობლემები. უნდა შეეცადოთ იყოთ პოზიტიური , მხიარული, ოპტიმისტური.


თუ როგორ იქცევით პირველ შეხვედრაზე დამოკიდებულია რა მარტო თქვენს შემდეგ ურთიერთობაზე, არამედ ბიჭის პოზიციაზეც თქვენს მიმართებაში. ამიტომ შეეცადეთ ისაუბროთ ადვილად,დაძაბულობის გარეშე მაგრამ საკმაოდ მორიდებულად.არ დაუშვათ ხმამაღალი ხარხარი და ნუ შეხვდებით ირონიით მის ყველა გამონათქვამს

როგორ უნდა მონახოთ სასაუბრო თემა? თუ თქვენ მას ცოტათი მაინც იცნობთ მასინ გაიხსენეთ რა აინტერესებს მას და ჩაურთეთ საუბარში რამოდენიმე ფრაზა დაკავშირებული მი ინტერესთან.ხოლო თუ არ გაგაჩნიათ ამდაგვარი ინფორმაცია მაშინ დაუსვით მას არაპირდაპირი შეკითხვები.იყავით საინტერესო მოსაუბრე. კაცები ძალიან აფასებენ ქალებს რომლებსაც შეუძლიათ საუბარს მხარი დაუჭირონ,შეუძლიათ ყურადღებით მოსმენა და გააჩნიათ იუმორის გრძნობა.

მაგრამ თუ გოგონა ძალიან მორცხვია ? მაშინ უნდა შეეცადოთ ხანდახან მაინც ლაპარაკში მასთან თქვათ რამოდენიმე სიტყვა თუნდაც მათ საერთოდ არ გააჩნდეთ არავითარი აზრი, ეს დროის განმავლობაში დაგეხმარებათ დასძლიოთ სიმორცხვეს და აგრძნობინებს ბიჭს რომ თქვე დაინტერესებული ხართ საუბარით.

და ბოლოს ლაპარაკის დროს არა ღირს შეუწყვეტლივ ქაქანი, კრიტიკა საკუთარი თავის დამისი, კამათი მასთან., ნეგატიური გამოთქმები სხვის მიმართებაში, სიცანცარე და საკმაოდ ღია შეკითხვები. ერთი სიტყვით თქვენი საუბარი უნდა მიმდინარეობდეს წყნარად, არა დაძაბულ ატმოსფეროში ორივეს მხრიდან.

წესები პირველი შეხვედრისა

შეხვედრაშეხვედრაზე მოზადებისას, ვცდილობთ მაქსიმალურად მოვიშოროთ დაძაბულობა.მიფიქრეთ ბიჭთან სასაუბრო თემები რომელიც გაინტერესებთ თქვენ და მასაც.

ნუ შევეცდებით ყოველივე ძალებით ძალზედ კარი შტაბეჭდილების დატოვებას,შეეცადეთ იყოთ მაქსიმალურად უბრალო და ისეთი როგორიცა ხართ.

პირველ შეხვედრაზე ნუ ცდილობთ ლიდერობას საუბარში და ქცევებში.ამავე დროს აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას საუბარში. არა ვართ ჩუმად ად არ ვხითხითებთ იდიოტური გამოხედვით.

ნუ გამოაჩენთ აშკარად თქვენს გრძნობებს მის მიმართ.შეეცადეთ იყოთ ამოუცნობი.ამიტომ ნუ მოუყვებით მას ყველაფერს დატოვეთ ადგილი ინტრიგისათვის.

ვცდილობთ საუბრის დროს დავსვათ ისეთი შეკითხვები რომელიც დაგვეხმარება უფრო კარგად მის გაცნობაში.მაგრამ ვაკეთებთ ამას რბილად და არა ასე ვინა ხარ შენ? უტაკტო შეკითხვები არ დასვათ.

ბიჭებს უყვართ შექება, ამიტომ შეაქეთ იგი რაიმეზე .ოღონდ გააკეთეთ ეს ზომიერად.

არავითარ შემთხვევაში არ დაანახოთ თქვენი სუსუტი მხარეები და უძლურობა.შემდეგში მან შეიძლება ეს გამოიყენოს თავის სასარგებლოდ.ამიტომ დანახეთ მას თვითდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა.თქვენი ქცევა არ უნდა იყოს ვულგარული ამავე დროს.

გოგოების შეცდომები შეხვედრაზე

პირველ შეხვედრაზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

მოაჩვენოთ თავი იმად ვინც არა ხართ სინამდვილეში.ტყუილი ადრე თუ გვიან გახდება აშკარა.

ლაპარაკის დაწყება სერიოზულ ურთიერთობაზე, იგი იფიქრებს რომ მას უკვე ავალდებულებენ და მისგან უკვე რაღაცას ითხოვენ.ეს კი მას არ მოეწონება.

გამომწვევი და ვულგარული ჩაცმულობა. ესეთი ჩაცმულობა არასწორ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მუდმივი კვეხნა თქვენს თაყვანისმცემლებზე. ესეთი ქცევა ქარაშუტობაზე მეტყველებს.

ხშირი თვალის მორიდება მან შეიძლება იფიქროს რომ თქვენ იგი არ მოგწონთ. თვალებში ყურება საჭიროა ოღონდ არა ხშირად და მორიდებით..
იხილეთ სასარგებლო სტატია ფლირტი ბიჭთან

დატოვეთ თქვენი კომენტარი

*