[google-translator]
ბლოგი ფეხბურთზე

ბლოგი

google chrome – საინტერესო პლაგინი, დამატება მისთვის

FVD Speed Dial.. თქვენი საყვარელი საიტების სამართავად

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თემატიკური ჯგუფები, მაგალითად საიტები ფილმებით ცალკე, მუსიკით ცალკე.
კონტექსტური მენიუს საშუალებით ან უბრალოდ კოპირებით დაამატოთ ნებისმიერი მოწონებული საიტი.
ააქვს როგორც სტანდარტული ასევე 3D -ინტერფეისი – ეს სულ რაგაც ორიოდე სიტყვით.
სინამდვილეში ფუნქციები გაცილებით უფრო მეტი ააქვს ამ პლაგინს! თუნდაც ის რომ შესაძლებელია პაროლის დადება და თქვენი საიტების ნახვა შეეძლება მხოლდ იმას ვისაც ექნება პაროლი.

იხილეთ ვიდეო სადაც მოყოლილია ქართულად,თუ როგორ უნდა დააყენოთ ეს პლაგინი და როგორ უნდა ისარგებლოთ ამ დამატებით!

ასევე არ დაგავიწყდეთ სიახლეების გამოწერა , სერია საინტერესო პლაგინები google crome – სთვის გაგრძელდება!

სავიზიტო ბარათი ფოტოშოპში ვიდეო გაკვეთილი ქართულად

 

ფოტოშოპის საშუალებით გავაკეთოთ სავიზიტო ბარათი!

მთავარია ამ გაკვეთილში გავიგოთ თუ როგორ იქმენბა სავიზიტო ბარათები რა პარამეტრების გამოყენებაა საჭირო შექმნისას. , დაბეჭვდის დროს რომ სავიზიტო ბარათი გამოვიდეს ხარისხიანი. მოდით შეუდგეთ საქმეს.

ფოტიშოპის გაკვეთილი სავიზიტო ბარათი

შევქმნათ ახალი დოკუმენტი – ამისათვის ფაილი შევქმნათ გახსნილ ფანჯარაში მივცეთ ჩვენ მომავალ სავიზიტო ბარათს დასახელება . ჩემ შემთხვევაში ეს ვიზიტკაა. მივუთითოთ სიგანე და სიფართე . სტანდარტულად უფრო ხშირად სავიზიტო ბარათის ზომები 9 X 5 სანტიმეტრზეა. გაფართოება უნდა მივუთითოთ 300 პიქსელი დიუმზე. საბეჭდი მოცყობილობები ამ გაფართოებაში მუშაობენ. ფერის რეჟომი ავირჩიოთ RGB , თუმცა ტიფოგრაფიაში იტხოვენ რეჟომს ცმიკს.დავაჭიროთ ღილაკს ოკ – ის.

ეხლა ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სახაზავი , მის გამოსაჩენად უნდა გადავიდეთ ყურება და გახსნილ ქვე მენიუში ავირჩიოთ სახაზავი. ან კლავიატურაზე ღილაკების შეფარდება CTRL + R . აუცილებლად ეხლა 3-4 მილიმეტრი უნდა დაუდოვეთ ჩვენს დოკუმენტს გარშემო , და შემპფარგლული ზონაში უნდა მოვათვსოთ ჩვენტი დოკუმენთის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. დაბეჯდვის დროს ეს ნაწილი იჭრება ამიტომ ეს საჭიროა რომ თქვენს სავიზიტო ბარათს არ ჩამოეჭრას მნიშვნელოვანი ნაწილი. რეკომენდაცია მუშაობის დროს შეინახეთ ხოლმე თქვენი პროექტი. მოდით გავაკეთოთ ეს ფაილი შევინახოთ როგორც და შევინახოთ სახელით ვიზიტკა. ჩემი სავიზიტო ბარათის თემა იქნება ტურისტული ფირმა , თქვე აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თემა . მარჯვენა მხარეს იქნება განთავსებული თემატური სურათი მარჯვნივ ინფორმაცია და ქვევითა ნაწილში საკონტაქტო ინფორმაცია..

მე მოვამზადე ფოტო წინასწარ. რაც უფრო დიდი ზომისაა სურათი შესაბამისად მისი ხარისხი უფრო მაღალი და დაბეჭვდის დროს ხარისხი იქნება კარგი., ასევე არ უნდა დაგვავიწდეს რომ ყველა სურათს ფოტოს გააჩნია ავტორობა ასე რომ გაითვალისწინეთ ეს. გადავიტანოთ ფოტო ჩვენ დოკუმენტში. მოვიყვანოთ ფოტო ჩვენტვის სასურველ ზომაზე ამისათვის ავირჩიოთ რედაკტირება და ტრანსფორმირება და მიუთითოთ 110 პროცენთ და დავაჭიროთ ჯაჭვს რომ პროპოციონალურად მოხდეს ზომის განაწილება. და დააჭირეთ გალოჩკას.

ჩვენ ეხლა გვაქვს ახალი ფენა მოდით მას მივცეთ სახელცოდება.მაგალითად ბუნება . ეხლა შევქმნათ ახალი ფენა და შევაფერადოთ იგი თეთრად , ეხლა გავაკეთოთ სურათსა და ფონს შორის რბილი გადასვლა ყველაზე მარტივი მეთოდი ეს ავირჩიოთ საშლელი და დავუწიოთ ფუნჯის სმკვრივეს ესეიგი გავხადოთ უფრო რბილი და ზომა ავიღოთ დიდი , მაუსზე მაწვებით მარცხენა ღილაკს და უბრალოდ ვშლით ამავე დროს თუ კლავიატურაზე დავაწვებით ღილაკს SHIFT – ს წაშლა მოხდება სწორხაზობრივად.

ეხლა დავწეროთ ტექსტი , ავირჩიოთ ინსტრუმენი ჰორიზონტალური ტექსტი ავირჩიოთ შრიფტი რომელიც მოგწონთ , აირჩიეთ ფერი და დაწერეთ თქვენი ტექსტი. ენტერს თუ დავაცვებით ტექსტი გადადის შემდე ხაზზე. მითითოთ საიტის მისამართი და ემეილი , საფოსტო ყუთი. ასევე მისამართი და საკონტაქტი ტელეფონი. ეხლა დავხატოთ მარკერები ამისათვის ავირჩიოთ ინსტრუმენტი ელიფსი. დავაჭიროთ SHITS -ს ელიპსის მაგივრად წრე რომ დავხატოთ. შემდეგ ამ ფენის დუბლირება მოვახდინოთ იმდენჯერ რამდენჯერაც საჭიროა.

ეხლა გავაკეთო ხაზი ინსტრუმენტ მართკუთა გამოყოფის მეშვეობით დავხატოთ შევქმნათ ახალი ფენა და შევაფერადოთ ჩვენთვის სასურველი ფერით. გადავაადგილოთ ეს ფენა იქ სადაც ჩვენ ეს გვჭირდება. ეხლა ფონი გავაკეთოთ ჩვენი ტექსტისათვის ინსტრუმენტ ე ლიფსის საშუალებით.

კვერცხის და ბეკონის კეკსი

კვერცხისა და ბეკონის კექსი

დილის მშვენიერი დსაწყისი შემწვარი კვერცხისა და ბეკონის კეკსით.

ინგრიდიენტები

  • შებოლილი ბეკონი
  • ქათმის კვერცხი
  • პომიდორი
  • ნიორი
  • სოკო
  • მწვანე ხახვი და კამა
  • ყველი რბილი და მკვრივი
  • პური – საჭიროა ბოკატო (მაგრამ სხვა პურით შეცვლაც შეიძლება)
  • მარილი (გემოვნებით) – 2 გრამი.
  • წიწაკა (გემოვნებით) – 2 გრამი.

როგორ მოვამზადოთ ” კვერცხის და ბეკონის კეკსი”

სოკო დაჭერით წვრილად და ცოტათი მოხრაკეთ ტაფაზე . სულ რამოდენიმე წუთი. შემდეგ დაჭერით ბეკონი სლაისებად თხლად და შეწვით , ყურადღება მიაქციეთ იმას რომ ბეკონი უნდა იყოს კარგად შემწვარი.ბეკონი შეარჩიეთ ისეთი რომ სალა და ხორცი თანაბრად იყოს განაწილებული.შიგთავსი:პომიდორს მოაცილეთ კანი. დაჭერით წვრილად ნიორი,ხახვი,კამა,რბილი ყველი. თქვენი ფორმის შესაბამისი ზომის ჭიქით გამოჭერით პურისგან რგოლები.გამოჭრილი რგოლები ჩაალაგეთ ფორმაში, ფორმის კედლებზე განათავსეთ ბეკონი, ხორციანი ნაწილი ქვედაძირში უნდა იმყოფებოდეს, ხოლო სალა ზევით, ეს საჭიროა იმისათვის რომ ბეკონი კიდე შეიწვება.შემდეგ განათავსეთ შიგთავსი.

ჩვენ გვექნება ოთხი სახის კეკსი,სოკოთი , პომიდორითა და ნიორით, მწვანილით, ყველით. სულ ზევიდან დაახალეთ კვერცხი. ფრთხილად მოახმარეთ კოვზი რომ კვერცხი თანაბრად განაწილდეს ზედაპირზე და გვერდებში რომ ჩავიდეს. მოაყარეთ მარილი, დაფქვილი შავი წიწაკა , უცხოსუნელები . ზევიდან მაყარეთ გახეხილი მკვრივი ყველი.შედგით გაზქურაში 20 – 25 წუთით ტემპერატურა 190 გრადუსი, აქ უკვე გადახედეთ თუ გინდათ რომ კვერცხის გული იყის თოხლო მაშინ უფრო ნაკლები დრო დაგჭირდებათ.სანამ კექსი მზადდება შეგიძლიათ მოამზადოთ ყავა ან ჩაი სურვილისამებრ.

გაამოთ!!

 კულინარიული საიდუმლოებები

კვერცხი რომ გამოვიდეს ფუმფულა – ერთ ჭიქა კვერცხს უნდა დაუმატოთ ორი კოვზი ცივი წყალი და კარგად ათქვიფოთ.
კვერცხის ცილა უფრო მალე და კარგად აითქვიფება თუ მას წინასწარ გააცივებთ და დაუმატებთ რამოდენიმე წვეთ ლიმონის წვენს ან ლიმონის მჟავას. კვერცხის გულს კი პირიქით სითბო და შაქარი უყვარს. ხახვი დაკარგავს სიმწრის გემოს თუ დაჭრის შემდეგ მას მოათავსებთ დრუშლიაგში და მოთუთქავთ მდუღარე წყლით.


კულინარიული რეცეპტები

-