[google-translator]
ბლოგი ფეხბურთზე

ბლოგი

ტექსტი ეფექტით ფოტოშოპში

ტექსტის ეფექტი ფოტოშოპში
ფოტოშოპის მეშვეობით დღეს შევქმნით ტექსტს ეფექტით.

ჩვენ დაგვჭირდება ფუნჯების კრებული «Dust Particles»

1) შექმენით აახალი დოკუმენტი 2400х1200px, გაფართოებით 300 DPI. ინსტრუმენტი Paint Bucket Tool – მეშვეობით (კლავიატურაზე ღილაკი (G) ) შეაფერადეთ დიკუმენტი ფერით – #191919.აირჩიეთ ინსტრუმენტი ჰორიზონტალური ტექსტი (T) აირჩიეთ თეთრი ფერი და დაწერეთ ნებისმიერი სიტყვა. მაგალითად explosion.

ფენა ტექსტის მიმართ გამოიყენეთ შემდეგი სტილი (Layer – Layer Style) :

Outer Glow :
Outer Glow
 Inner Glow:
 Inner Glow

გრადიენტი (Gradient Overlay):
Gradient Overlay

2) დააყენეთ სტანდარტული ფერები ფოტოშოპში (შავ – თეთრი) კლავიატურაზე ღილაკი (D). შექმენით ფენა ფონის კოპია.გადადით მენიუ ფილტრი – (Filter – Render – Clouds).
Clouds
დავაყენოთ გადაფარვის რეჟიმი Overlay .

3) დააყენეთ ფოტოშოპში ფუნჯები. შექმენით ახალი ფენა აირჩიეთ დაყენებული ფუნჯი და ტექსტის გარშემო დაამატეთ ფუნჯების კრებულიდან სხვადასხვა ფუნჯით მტვერის ნაწილაკები. შექმნეით დაახლოებით ისეთი სურათი როგორიცაა მოცემული ფოტოზე. შექმენითა ახალი ფენა და დახატეთ დიდი ზომის ნაწილაკები. გამოყენეთ Filter – Blur – Gaussian Blur .

4) ამის შემდეგ საჭიროა ტექსტის ფენის რასტრირება. ვაწვებით მარჯვენა ღილაკს მაუსზე და ვირჩევთ გახსნილ მენიუში ტექსტის რასტრირებას Rasterize Type . ეხლა ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენეოთ ერთ ერთი ფუნჯი ტექსტის ნაწილის წაშლა და მივცეთ ტექსტს გრანჟ ეფექტი. აირჩიეთ ინსტრუმენტი საშლელი კლავიატურაზე ღილაკი (D) აირჩიეთ ახლად დაყენებული ფუნჯებიდან რომელიმე ფუნჯი და და წოტა წაშალეთ ტექსტის ნაწილი.

5) შექმენით საკორექტირო ფენა გრადიენტის რუქა – Layer – New Adjustment Layer – Gradient Map. მიუთითეთ სურათზე მოცემული მონაცემები.
Gradient Map
შექმენით ახალი ფენა და მოათავსეთ იგი ფენა ტექსტის ქვეშ. აირჩიეთ დიდი ზომის ინსტრუმენტი ფუნჯი კლავიატურაზე ღილაკი (B) თეთრი ფერი , სიმაგრე – 0% და გამჭირვალობა 10-20%. დახატეთ ნათება ტექსტის უკან. დააყენეთ გადაფარვის რეჟიმი Linear Dodge.

ეფექტი მზადაა. ფუნჯების გამოყენება სასარგებლოა ფოტოშოპში.

გაკვეთილის ვიდეო ვერსია

 როგორ გადმოქაჩოთ ფუნჯები ნახეთ ვიდეო მართალია სხვა ფაილის მაგალითზეა ნაჩვენები მაგრამ აზრი იგივეა, ფუჯები ვიდეოს ქვევითაა განლაგებული გადმოსაქაჩად

ფუნჯების კრებული Dust Particles  ჩაწერეთ ძებნაში და გადმოქაჩეთ ინტერნეტიდან.

პერსონალური კომპიუტერი და მისი ნაირსახეობა.

კომპიუტერული ტექნიკის ნირსახეობა

პერსონალური კომპიუტერისიტყვა კომპიუტერი  წარმოიშვა ინგლისურიდან «Computer», რაც თარგმანში ნიშნავს გამომთვლელი. როდესაც ლაპარაკია კომპიუტერზე ხშირად იგულისხმება პერსონალური კომპიუტერი:
პკ ან პერსონალური კომპიუტერი (PC, personal computer) განსაზღვრულია ინდივიდუალური სამუშაოსათვის.

ბოლო წლებში ჩნდება სულ ახალ ახალი მოწყობილობები და ძველი მოძყობილობების ნაირსახეობები, რომლებსაც აძლევენ მსგავს დასახელებას. ალბათ ბევრს უჩნდება შეკითხვა რითი განსხვავდება ნეთბუქი ნოუთბუქისაგან? ან სმარტფონი კპკ – საგან, რაშია სხვაობა? ეხლა ულტრაბუქებიც გამოიგონეს. დღეს განვიხილოთ მოწყობილობები რომლებიც პერსონალური კომპიუტერის ნაირსახეობებს განეკუთვნება.

1) პერსონალური კომპიუტერი (ინგლ. Desktop computer) – სტაციონარული კომპიუტერი , რომელიც დგას მაგიდაზე (ან მაგიდის ქვეშ) მასზე მიერთებულია მონიტორი, კლავიატურა და თაგვი (მაუსი).ბოლო ახლო დრომდე პკ ყველაზე პოპულარული იყო. მაგრამ ზოგიერთ ამოცანებში მას არა ყავს შემცვლელი (პროფესიონალური მუშაობა გრაფიკასთან, ძლიერი სამ განზომილებიანი თამაშები და მრავალი სხვა) .

პერსონალური კომპიუტერის უპირატესობები

      • დაბალი ფასი (კონკურენტების წინაშე ესეთვივე მონაცემებით) ;
      • კონფიგურაციის არჩევის ფართო არჩევანი;
      • საშუალება თქვენ თვითონ შეარჩიოთ კომპონენტები;
      • კომპონენტების ადვილად შეცვლის საშუალება;
      • აპგრეიდისას (მოდერნიზაცია) მუნიმალური პრობლემები;
      • რემონტის საკმაოდ დაბალი ფასი;

პერსონალური კომპიუტერის ნაკლოვანებები

  • დიდი ზომა და წონა, რის გამოც :
  • ჩნდება სირთულეები ტრანსპორტირების დროს (თან ვერ წაიღებ სადმე მგზავრობაში მაგალითად);
  • არც თუ ისე ცოტა ენერგიას ხარჯავს ( ეს უფრო ეხება ძლიერ სისტემებს);

2) ნოუთბუქი

ნოუთბუქინოუთბუქი (ინგლ. Notebook — ბლოკნოტი, მეორე დასახელება Laptop – «მუხლებზე») – პორტატიული გადასატანი კომპიუტერი, ერთ კორპუსშია გაერთიანებული ყველა აუცილებელი კომპონენტი. ბოლო დროს საკმაოდ კარგად უწევს კონკურენცია პკ – ას. როდესაც მათი ფასი დაეცა 600 $ ქვევით ისინი საკმაოდ პოპულარულები გახდნენ, ეხლა 400 $ შესაძლებელია ნორმალური ნოუთბუქის შეძენა.

ნოუთბუქის უპირატესობები

      • პატარა გაბარიტები და წონა (1,5 – 4 კილო) რისი წყალობითაც:
      • შეიძლება თან ტარება (გზაში, სამუშაოზე . დასვენების დროს);
      • ყველა მოწყობილობა გაერთიანებულია ერთ კორპუსში (მონიტორი, კლავიატურა, ტაჩ პადი, ვებ კამერა, ქსელის ადაპტერი, Wi-Fi, კარდრიდერი,დინამიკები) ;
      • მცირე დენის ხარჯვადობა;
      • დამტენი, მის ხარჯზე შესაძლებელია დენის წყაროს გარეშე მუშაობა 2 – დან 6 სათამდე;

ნოუთბუქის ნაკლოვანებები

  • უფრო მაღალი ფასი იგივე მონაცემების დროს;
  • კონფიგურაციის შეზღუდული არჩევანი;
  • კომპონენტების შეცვლა ხდება უფრო რთულად;
  • პრაქტიკულად შეუძლებელია აპგრეიდი (მოდერნიზაცია);
  • შეკეთების ძვირი ღირებულება;

3) ულტრაბუქი
ულტრაბუქიულტრაბუქი (ინგლ. Ultrabook) – ნოუთბუქის ნაირსახეობაა , რომელიც ორიენტირებულია პატარა ზომაზე და წონაზე, ასევე დიდი ხნის მუშაობაზე აკუმულიატორის მეშვეობით. ეს ნაირსახეობა გამოჩნდა 2011 წელს კომპანია Intel -ის წყალობით.

ულტრაბუქი თავისებურობები:

  • სისქე არა მეტი 2 სმ – ზე;
  • წონა არ უნდა აღემეტებოდეს 1,4 კგ – ს;
  • აკუმულიატორით დიდი ხნით მუშაობა (8 – 10 საათი და მეტი);
  • პროდუქტიულობა ჩვეულებრივი ნოუთბუქის დონეზე ან უფრო მაღალი;
    დარ როგორც წესი მაღალი ფასი

    ულტრაბუქების ფასი იწყება 600 $ დან 2000$ -ის ზევით.

4) ნეთბუქი

ნეთბუქინეთბუქი (ინგლ. Netbook) მცირე ზომის ნოუთბუქი რომლის ძირითადი დანიშნულება ინტერნეტია და მუშაობა უბრალო პროგრამებთან.

ნეთბუქის თავისებურობები:

      • პატარა გაბარიტები და წონა (1 – 2 კილო) :
      • ენერგოეკონომიურობა;
      • დაბალი ფასი 250 $ ;

ნეთბუქი ნაკლოვანებები

  • დაბალი პროდუქტიულობა
  • ეკრანის პატარა დიაგონალი (7 დან 12 დიუმამდე);

5) პლანშეტი
პლანშეტიპლანშეტი (ინგლ. Tablet computer ) პერსონალური კომპიტერის ნაირსახეობა სენსორული ეკრანით. გამოიყენება კლავიატურის გარეშე მაგრამ ხშირ შემთხვევაში , კლავიატურა უერთდება.

პლანშეტი თავისებურობები:

კომპაქტურობა საკაოდ დიდი ზომის ეკრანთან ერთად. წონით და გაბარიტებით იგი მცირეა ვიდრე ნეთბუქი (უფრო მსუბუქი და თხელი) .პლანშეტი გახდა პოპულარული Apple – ს მიერ გამოშვებული iPad – ის შემდეგ. რის შემდეგაც ბევრამა მწარმოებელმა დაიწყო პლანშეტების გამოშვება. მოკლედ რომ ავღწეროთ პლანშეტი შეიძლება ვთქვათ ესე . კარგია ინტერნეტში სერფინგის დროს , სხვა მხრივ ნოუთბუქს და კომპიუტერს კონკურენციას ვერ უწევს.

5) კპკ

კპკკპკ (ინგლ. PDA, Personal Digital Assistant – პირადი ციფრული მდივანი) – ჯიბის კომპიუტერი – ზომით დაახლოებით როგორც ადამიანის ხელის გული. თუ კპკ-ში  გაერთიანებულია კომპიტერის და მობილურის ფუნქციები , მაშინ მას ეძახიან კომუნიკატორს. დღეს კპკ პრაქტიკულად განდევნა სმარტფონებმა .

 

6) სმარტფონი

სმარტფონისმარტფონი (ინგლ. smartphone — ჭკვიანი ტელეფონი) – მობილური ტელეფონი კომპიუტერის შესაძლებლობებით.გააჩნია თავისი ოპერაციული სისტემა, შეიძლება პროგრამების დაყენება . ტელეფონების უმეტესი ნაწილი რომლის ღირებულება 40 $ – ია, სმარტფონებია, მაგრამ თუ ღირებულება 150 $ – ზე ნაკლებია მაშინ ზოგიერთი ფუნქციები შეიძლება იყოს გამორთული. შექმნილია უამრავი პროგრამები სმარტფონებისათვის რომლებიც აახლოვებენ ტელეფონის ფუნქციას კომპიტერთან. თუ თქვენი სმარტფონის ეკრანი საკმაოდ დიდი ა,პლანშეტის დამატებითათ შეძენას აზრი არარ აქვს .

საინფორმაციო ტექნოლოგიები ( IT)

რა არის IT ?

საინფორმაციო ტექნოლოგიებიIT (იკითხება როგორც “აი – ტი” ) შემოკლებაა ინგლისურიდან Information Technology, და ითარგმნება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიები ( IT).

იბადება შემდეგი კითხვა:” რა არის საინფორმაციო ტექნოლოგიები ?”. საინფორმაციო ტექნოლოგიები ( IT) – ეს არის ყველაფერი რაც დაკავშირებულია ინფორმაციის გადაცემასა. შენახვასა და დამუშავებაზე. ეს სულ მარტივად და მოკლედ რომ ვთქვათ.

საინფორმაციო ტექნოლოგიები ( IT).- ეს მრავალი სამეცნიერო და ტექნიკური ცოდნის ურთიერთდაკავშირებული სფეროებია, რომლებიც შეისწავლიან და იყენებენ პრაქტიკაზე შექმნის, დამუშავების, შენახვის, ინფორმაციის დაცვისა და გადაცემის მეთოდებს გამოთვლითი ტექნიკის მეშვეობით.

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი კეთდება კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით, და ამიტომ როგორც წესი IT – გულისხმობენ როგორც კომპიუტერულ ტექნოლოგიებს..

IT- გამოყენება

საინფორმაციო ტექნოლოგიები ვითარდება ძალიან სწრაფად. 10 წლის უკან სულ ცოტა ვინმეს ქონდა მობილური ტელეფონი, ეხლა კი თითქმის ნებისმიერი ტელეფონიდა შეიძლება ინტერნეტში შესვლა. იმისათვის რომ უფრო კარგად გავიგოთ სად და როგორ გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები ჩამოვაყალიბოთ მცირეოდენი კლასიფიკაცია.

IT – გამოყენების მიმართულებები (ჩამოყალიბებულია დაახლოებით, პოპულარობის შესაბამისად) :

  • გართობა (ფილმები, მუსიკა, წიგნები, თამაშები) ;
  • ურთიერთობა (სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა, ჩატი, და სხვა);
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (ახალი ამბები, ამინდის პროგნოზი და ასე შემდეგ);
  • ინფორმაციის დამუშავება (მათემატიკური გამოთვლების პროგრამები, გრაფიკის.ხმის და ვიდეოს რედაქტორები და ასე შემდეგ);
  • სასწავლო (გაკვეთილები, ინტერაქტიული გაკვეთილები, ვებინარები , ცნობარები).

რისთვის საჭირო IT – გაკვეთილები?

კომპიუტერის ცოდნის დონე ყველასათვის სხვადასხვანაირია , ზოგო პირველ ნაბიჯებს დგავს , ზოგმა უკვე ცოტა რაღცა იცის მაგრამ ზოგჯერ აწყდება სირთულეებს. ნებისმიერ შემთხვევაში ცოდნის გაუმჯობესება მაინც საჭიროა ამ სფეროში.

IT – გაკვეთილების შეცწავლა მოგცემთ საშუალებას უფრო კარგად შეისწავლოთ კომპიუტერული ტექნიკა :

უფრო ჩქარა და ხარისხიანად შშეძლებთ შეასრულოთ ნებისმიერი შამუშაო რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან.;

  • დამატებითი სამუშაო ინტერნეტში;
  • ფილმების, წიგნების , მუსიკის ადვილად პოვნა;
  • ფოტოს დამუშავება და მისი ინტერნეტით გადაგზავნა;
  • ფაილოობმენნიკების გამოყენება;
  • საკუთარი საიტების შექმნა
  • და სხვა მრავალი . მიმართულებები ბევრია ხოლო არჩევანი თქვენზეა.

და ბოლოს გთავაზობთ საინტერესო ვიდეოს მაიკროსოფთისაგან – Microsoft , რომელშიც ის გვანჩვენებს თავის თვალთხედვას მომავლის საინფორმაციო ტექნოლოგიებზე.

კომპიუტერის გაკვეთილები

-