კომპიუტერული ტექნიკის ნირსახეობა

პკ ან პერსონალური კომპიუტერი (PC, personal computer) განსაზღვრულია ინდივიდუალური სამუშაოსათვის.
ბოლო წლებში ჩნდება სულ ახალ ახალი მოწყობილობები და ძველი მოძყობილობების ნაირსახეობები, რომლებსაც აძლევენ მსგავს დასახელებას. ალბათ ბევრს უჩნდება შეკითხვა რითი განსხვავდება ნეთბუქი ნოუთბუქისაგან? ან სმარტფონი კპკ – საგან, რაშია სხვაობა? ეხლა ულტრაბუქებიც გამოიგონეს. დღეს განვიხილოთ მოწყობილობები რომლებიც პერსონალური კომპიუტერის ნაირსახეობებს განეკუთვნება.
1) პერსონალური კომპიუტერი (ინგლ. Desktop computer) – სტაციონარული კომპიუტერი , რომელიც დგას მაგიდაზე (ან მაგიდის ქვეშ) მასზე მიერთებულია მონიტორი, კლავიატურა და თაგვი (მაუსი).ბოლო ახლო დრომდე პკ ყველაზე პოპულარული იყო. მაგრამ ზოგიერთ ამოცანებში მას არა ყავს შემცვლელი (პროფესიონალური მუშაობა გრაფიკასთან, ძლიერი სამ განზომილებიანი თამაშები და მრავალი სხვა) .
პერსონალური კომპიუტერის უპირატესობები
- დაბალი ფასი (კონკურენტების წინაშე ესეთვივე მონაცემებით) ;
- კონფიგურაციის არჩევის ფართო არჩევანი;
- საშუალება თქვენ თვითონ შეარჩიოთ კომპონენტები;
- კომპონენტების ადვილად შეცვლის საშუალება;
- აპგრეიდისას (მოდერნიზაცია) მუნიმალური პრობლემები;
- რემონტის საკმაოდ დაბალი ფასი;
პერსონალური კომპიუტერის ნაკლოვანებები
- დიდი ზომა და წონა, რის გამოც :
- ჩნდება სირთულეები ტრანსპორტირების დროს (თან ვერ წაიღებ სადმე მგზავრობაში მაგალითად);
- არც თუ ისე ცოტა ენერგიას ხარჯავს ( ეს უფრო ეხება ძლიერ სისტემებს);
2) ნოუთბუქი

ნოუთბუქის უპირატესობები
- პატარა გაბარიტები და წონა (1,5 – 4 კილო) რისი წყალობითაც:
- შეიძლება თან ტარება (გზაში, სამუშაოზე . დასვენების დროს);
- ყველა მოწყობილობა გაერთიანებულია ერთ კორპუსში (მონიტორი, კლავიატურა, ტაჩ პადი, ვებ კამერა, ქსელის ადაპტერი, Wi-Fi, კარდრიდერი,დინამიკები) ;
- მცირე დენის ხარჯვადობა;
- დამტენი, მის ხარჯზე შესაძლებელია დენის წყაროს გარეშე მუშაობა 2 – დან 6 სათამდე;
ნოუთბუქის ნაკლოვანებები
- უფრო მაღალი ფასი იგივე მონაცემების დროს;
- კონფიგურაციის შეზღუდული არჩევანი;
- კომპონენტების შეცვლა ხდება უფრო რთულად;
- პრაქტიკულად შეუძლებელია აპგრეიდი (მოდერნიზაცია);
- შეკეთების ძვირი ღირებულება;
3) ულტრაბუქი

ულტრაბუქი თავისებურობები:
- სისქე არა მეტი 2 სმ – ზე;
- წონა არ უნდა აღემეტებოდეს 1,4 კგ – ს;
- აკუმულიატორით დიდი ხნით მუშაობა (8 – 10 საათი და მეტი);
- პროდუქტიულობა ჩვეულებრივი ნოუთბუქის დონეზე ან უფრო მაღალი;
დარ როგორც წესი მაღალი ფასიულტრაბუქების ფასი იწყება 600 $ დან 2000$ -ის ზევით.
4) ნეთბუქი

ნეთბუქის თავისებურობები:
- პატარა გაბარიტები და წონა (1 – 2 კილო) :
- ენერგოეკონომიურობა;
- დაბალი ფასი 250 $ ;
ნეთბუქი ნაკლოვანებები
- დაბალი პროდუქტიულობა
- ეკრანის პატარა დიაგონალი (7 დან 12 დიუმამდე);
5) პლანშეტი

პლანშეტი თავისებურობები:
კომპაქტურობა საკაოდ დიდი ზომის ეკრანთან ერთად. წონით და გაბარიტებით იგი მცირეა ვიდრე ნეთბუქი (უფრო მსუბუქი და თხელი) .პლანშეტი გახდა პოპულარული Apple – ს მიერ გამოშვებული iPad – ის შემდეგ. რის შემდეგაც ბევრამა მწარმოებელმა დაიწყო პლანშეტების გამოშვება. მოკლედ რომ ავღწეროთ პლანშეტი შეიძლება ვთქვათ ესე . კარგია ინტერნეტში სერფინგის დროს , სხვა მხრივ ნოუთბუქს და კომპიუტერს კონკურენციას ვერ უწევს.
5) კპკ

6) სმარტფონი

კომენტარის დატოვება