[google-translator]
ბლოგი ფეხბურთზე

ბლოგი

html – ის გაკვეთილები. შრიფტის სტილები.

სურათების ჩასმა ვებ გვერდში

სურათი დოკუმენტში ისმება შემდეგნაირად <img src=”my.jpg”> 
my.jpg – ის ნაცვლად,შეიძლება ნებისმიერი სურათის დასახელების გამოყენება (me.gif, main.png). მთავარია აქ გაგება იმისა რომ ყველაფერი რაც მოთავსებულია <> შიგნით სურათის მისამართია. ჩვენ მაგალითში მითითებულია რომ სურათი დევს იგივე კატალოგში (დირექტორიაში, პაპკაში) რომელშიც მდებარეობს ჩვენი დოკუმენტი. თუ სურათი მდებარეობს ქვე კატეგორიაში (პაპკაში) რომელიც მდებარეობს თქვენ ძირითად პაპკაში, მაშინ მისამართი იქნება შემდეგნაირი:

<img src=”my/my.jpg”> 

თუ შურათი მდებარეობს ერთი საფეხურით მაღლა, ხოლო დოკუმენტი იმყოფება ქვე კატეგორიაში, მაშინ მისამართი იქნება შემდეგნაირი:

<img src=”../my.jpg”> 

თუ სურათი დევს სხვა საიტზე მაშინ იწერება სრული მისამართი:

<img src=”http://www.homepage.ru/my/my.jpg”> 

თქვენთვის რომ უფრო ხელსაყრელი იყოს, განათავსეთ თქვენი სურათები იმავე პაპკაში სადაც მდებარეობს თქვენი დოკუმენტი. აქ გასათვალისწინებელია ის რომ MY.jpg, my.JPG, my.jpg და MY.JPG – ეს ფაილების სხვადასხვა დასახელებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რეგისტრს ააქვს მნიშვნელობა.

<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″>
<div align=”center”>
<H3> ეს ჩემი ვებ გვერდია.</H3>
<br>
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! </font> </div>
<p align=”justify”>
<img src=”dephoto.gif”> ადამიანი ჩვეულებრივად უყურებ იმას რაც მოსწონს, და იძახის: « ხო, მე ეს მინდა » როდესაც ხედავენ იმას რაც არ უნდათ, მაშიმ მასზე ხარჯავენ დიდ ენერგიას მისი ცხოვრებიდან ამოსაშლელად, გასანადგურებლად. საზოგადოება მიჩვეულია ბრძოლას არასასურველი მოვლენების მიმართ. <b>ბრძოლა სიღარიბესთან. ომთან, ნარკოტიკებთან,ტერორიზმთან,ძალადობასთან.</b> ეს კი ქმნის კიდევ უფრო მეტ ბრძოლას (ლიზა ნიკოლსი)
</p>
</body>
</html>

შევხედოთ აბა რა გამოგვივიდა ბრაუზერში. არც თი ისე სიმპატიურია, უფრო კარგი იქნებოდა თუ ტექსტი განთავსდებოდა, მაგალითად სურათის გვერდით. მოდით განვიხილოთ თუ როგორ გავაკეთოთ ეს.

გავიხსენოთ ატრიბუტი align ეს ატრიბუტი გააჩნია სურათებსაც.

img src=”pr1.png” align=”left”> 

ეს ნიშნავს იმას რომ სურათი იქნება განთავსებული ეკრანის მარცხენა მხარეს, ხოლო ტექსტი განთავსდება მარჯვენა მხრიდან. თუ გვსურს პირიქით რომ იყოს მაშინ უნდა დავწეროთ right :

<img src=”pr1.png” align=”right”> 

ტექსტი შეიძლება იყოს განთავსებული სურათის 1) ქვევით (ეს სტანდარტულად) 2) შუაში 3) ზევით.

(1) – <img src=”pr1.png” align=”bottom”>
(2) – <img src=”pr1.png” align=”middle”>
(3) – <img src=”pr1.png” align=”top”>

ატრიბუტ align გარდა ტეგ <img> – სათვის შეიძლება გამოვიყენოთ კიდევ რამოდენიმე ატრიბუტი:

(1) – <img src=”pr1.png” vspace=”10″>
(2) – <img src=”pr1.png” hspace=”30″>
(3) – <img src=”pr1.png” alt=”ჩემი სურათი”>
(4) – <img src=”pr1.png” width=”100″>
(5) – <img src=”pr1.png” height=”200″>
(6) – <img src=”pr1.png” border=”5″>  

განხილვა:

(1) – ატრიბუტი vspace – მანძილი ტექსტსა და სურათს შორის (ვერტიკალურად) .
(2) – ატრიბუტი hspace – მანძილი ტექსტსა და სურათს შორის (გორიზონტალური) მანძილი თითდება პიქსელებში.ჩვენ შემთხვევაში 30 პიქსელია (წერტილი).
(3) – ატრიბუტი alt  – სურათის მოკლე აღწერა.
(4) ატრიბუტი width – თვითონ სურათის სიგანე პიქსელებში. თუ არ მიუთითებთ სიგანეს მაშინ შურათი იქნება ორიგინალური ზომის.
(5) – ატრიბუტი height – სურათის სიმაღლე.
(6) – ატრიბუტი border –  ჩარჩო (რამკა) . რამკა სურათის გარშემო. თუ ჩარჩოს მოშორება გსურთ მაშინ border მიუთითეთ 0 ნოლი.

როგორც გვახსოვს რამოდენიმე ატრიბუტის გამოყენება შეიძლება ერთი ტეგისათვის. ვნახოთ ეს კიდევ ერთხელ მაგალითზე:

<img src=”pr1.png” align=”left” hspace=”30″ vspace=”5″ alt=”ჩემი სურათი”> 

ჩვენი სურათი იქნება ჰგანთავსებული მარცხნივ, ტექსტი იქნება მარჯვნივ, მანძილი ტექსტამდე გორიზონტალური- 30პიქსელი, ვერტიკალური მანძილი – 5 პიქსელი. და თუ შეააჩერებთ კურსორს სურათზე დაინახავთ წარწერას – “ჩემი სურათი”.

<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″>
<div align=”center”>
<H3> ეს ჩემი ვებ გვერდია.</H3>
<br>
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! </font> </div>
<p align=”justify”>
<img src=”primtocodephoto.gif” align=”left” HSPACE=30 VSPACE=5 alt=”ჩემი სურათი”> ადამიანი ჩვეულებრივად უყურებ იმას რაც მოსწონს, და იძახის: « ხო, მე ეს მინდა » როდესაც ხედავენ იმას რაც არ უნდათ, მაშიმ მასზე ხარჯავენ დიდ ენერგიას მისი ცხოვრებიდან ამოსაშლელად, გასანადგურებლად. საზოგადოება მიჩვეულია ბრძოლას არასასურველი მოვლენების მიმართ. <b>ბრძოლა სიღარიბესთან. ომთან, ნარკოტიკებთან,ტერორიზმთან,ძალადობასთან.</b> ეს კი ქმნის კიდევ უფრო მეტ ბრძოლას (ლიზა ნიკოლსი)
</p>
</body>
</html>

სურათის გაკეთება შეიძლება გვერდის ფონადაც, ეს კეთდება ესე:

<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″ background=”თქვენი_ფონი.jpg”>

ატრიბუტი background  მიუთითებს სად მდებარეობს თქვენი სურათი. მაშინ რისთვისაა საჭირო ატრიბუტი bgcolor -ი, როდესაც არის background. ეს იმ შემთხვევისათვის თუ დავიუშვათ თქვენი სურათი ვერ გამოაჩინა ბრაუზერმა.

გაგრძელება გაკვეთილი მერვე

html – ის გაკვეთილები. გაკვეთილი მეექვსე.

html – ის გაკვეთილები. შრიფტის სტილები.

მას შემდეგ როგორც გავვიგეთ როგორ უნდა მივცეთ ზომა შრიფტს, დროა შევისწავლოთ შრიფტის სტილები, კურსივი,თუ როგორ კეთდება ზევითა – ქვევითა იდექსი და ასე შემდეგ.

ჯერ განვიხილოთ კურსივი და ნახევრად მსხვილი ტექსტი:

<b>  ნახევრად მსხვილი ტექსტი </b>
<i> დახრილი ტექსტი (კურსივი) </i>
როგორც ხედავთ ყველაფერი მარტივადაა, გამოიყენეთ ისინი ტექსტში სადაც კი გაქვთ სურვილი ამ ტეგების გამოყენებისა. ჩვენ მაგალითზე,ჩვენ მიუთითებთ ფრაზას – ბრძოლა სიღარიბესთან. ომთან, ნარკოტიკებთან, ტერორიზმთან, ძალადობასთან.

<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″>
<div align=”center”>
<H3> ეს ჩემი ვებ გვერდია.</H3>
<br>
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! </font> </div>
<p align=”justify”>
ადამიანი ჩვეულებრივად უყურებ იმას რაც მოსწონს, და იძახის: « ხო, მე ეს მინდა » როდესაც ხედავენ იმას რაც არ უნდათ, მაშიმ მასზე ხარჯავენ დიდ ენერგიას მისი ცხოვრებიდან ამოსაშლელად, გასანადგურებლად. საზოგადოება მიჩვეულია ბრძოლას არასასურველი მოვლენების მიმართ. <b>ბრძოლა სიღარიბესთან. ომთან, ნარკოტიკებთან,ტერორიზმთან,ძალადობასთან.</b> ეს კი ქმნის კიდევ უფრო მეტ ბრძოლას (ლიზა ნიკოლსი)
</p> 
</body>
</html>

ეხლა რამოდენიმე სიტყვა მონოშირიულ შრიფტზე. რა სახის შრიფტია ეს? ეს არის ფიქსირებული სიფართის შრიფტი ერთნაირი სიმბოლოებით. ტეგი შემდეგნაირია <tt> მონოშირიული ტექსტი</tt>.

ასევე მონოშირულად გამოისახება ტექსტი მოთავსებული <pre></pre> -ს შორის. ტეგ <pre> -ს გააჩნია შემდეგი თვისება მასში მოთავსებული ტექსტი იყოფა ზუსტ შუალედებზე, იგი თქვენ შეიძლება გამოგადგეთ დავუშვათ ლექსის ფორმატირებისათვის.
ტექსტის ერთი ფრაგმენტისათვის შეიძლება გამოვიყენოთ რამოდენიმე ტეგი ერთად:

<tt><b><i> ტექსტი </i></b></tt> 

ხაზგასმული ტექსტი კეთდება ტეგ <u> მეშვეობით:

<u> ხაზგასმული ტექსტი </u>

ხაზგადასმული ტექსტი კი კეთდება <strike> და <s>  ტეგების მეშვეობით, გამოიყენ რომელიც გსურთ, პრინციპიალური განსხვავება მათ შორის არ არის.

<strike> გადახაზული </strike> 
<s> გადახაზული </s>

ტეგი <big> დიდი შრიფტათაა წარმოდგენილი, ხოლო <small> პატარა, ძირითად ტექსტთან შეფარდებაში:

<small> პატარა </small>
ნორმალური ტექსტი
<big> დიდი </big>

Sup და Sub ტეგების მეშვეობით ხორციელდება ზევითა და ქვევითა ინდექსის ფორმირება. სად შეიძლება მათი გამოყენება? მაგალითად რაიმე ფორმულის დაწერის დროს – H2O.

ზევითა ინდექსი <sup> sup </sup>
ქვევითა იდექსი <sub> sub </sub>

ამ გაკვეთილში ჩვენ დავასრულებთ ტეგ <font> შესწავლას. შევისწავლით ატრიბუტ face, მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ შრიფტის ტიპი.

<font face=”arial”> ტექსტი (შრიფტი Arial)</font>

სტანდარტული შრიფტები რომელიც ააქვს ნებისმიერ ადამიანს კომპიუტერზე:

  • Times;
  • Times New Roman;
  • Arial;
  • Helvetica;
  • Courier;
  • Verdana;
  • Tahoma;
  • Cosmic Sans;
  • Garamond

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ უპრობლემოდ ნებისმიერი მათგანი. ატრიბუტ face-ში  შეიძლება ერთად რამოდენიმე ტიპის შრიფტის მითითება:
<font face=”arial, verdana, courier”> ტექსტი (შრიფტი Arial) </font>

ამ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ აღმოაჩნდა კომპიუტერზე შრიფტი arial – ი, მაშინ ტექსტი გამოისახება შრიფტით verdana, ხოლო თუ ვერდანაც არა აქვს მაშინ courier – ით. ხშირად ისმება შეკითხვა შეიძლება რაიმე საკუთარი ეგზოტიკური შრიფტის გამოყენება?, კი შეიძლება, ოღონდ სხვა მომხმარებელი მას ვერ ნახავს რადგან ესეთი შრიფტი მის კომპიუტერზე არ არის დაყენებული. ამიტომ სჯობს სტანდარტული შრიფტების გამოყენება.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ მხოლოდ რამოდენიმე წარწერის განსხვავებულად გამოყვანა გსურთ გვერდზე მაშინ გამოიყენეთ სურათები(გრაფიკულ რედაქტორში წერთ ლამაზ შრიფტს, ინახავთ მას როგორც სურათს).

თუ როგორ გამოვიყვანოთ სურათი გვერდზე, და რისი გაკეთება შეიძლება სურათებთან შევისწავლით მერვე გაკვეთილში

html – ის გაკვეთილები. გაკვეთილი მეხუთე.

html – ის გაკვეთილები.სათაურები

ამ გაკვეთილში განვიხილავთ სათაურების გაფორმებას და კიდევ ტეგ <font></font> ის  ერთ ფუნქციას შევისწავლით .

დავიწყოთ სათაურებით. არსენბობს ექვსი საფეხური სათაურისა.

<H1> ტექსტი</H1>

<H2>ტექსტი</H2>

<H3>ტექსტი</H3>

<H4>ტექსტი</H4>

<H5>ტექსტი</H5>
<H6>ტექსტი</H6>

მოდით გავაფორმოთ სათაურებით ჩვენი ტექსტი. კერძოდ კი ფრაზა “ეს ჩემი ვებ გვერდია”

<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″>
<div align=”center”>
<H3> ეს ჩემი ვებ გვერდია.</H3>
<br>
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! </font> </div>
<p align=”justify”>
ადამიანი ჩვეულებრივად უყურებს იმას რაც მოსწონს, და იძახის: « ხო, მე ეს მინდა » როდესაც ხედავენ იმას რაც არ უნდა, მაშინ მასზე ხარჯავს დიდ ენერგიას, მისი ცხოვრებიდან ამოსაშლელად, გასანადგურებლად. საზოგადოება მიჩვეულია ბრძოლა,ს არასასურველი მოვლენების წინაამღდეგ. ბრძოლა სიღარიბესთან. ომთან,ნარკოტიკებთან,ტერორიზმთან,ძალადობასთან. ეს კი ქმნის კიდევ უფრო მეტ ბრძოლას (ლიზა ნიკოლსი)
</p> 
</body>
</html>

მაგალითში ჩვენ გამოვიყენეთ მესამე საფეხურის <h3></h3> ტეგი. გავხსნათ დოკუმენტი ბრაუზერში და როგორც ვხედავთ ჩვენი სათაური ვიზუალურად უფრო დიდი და მსხვილი გახდა.

სათაურები განკუთვნილია ტექსტის მცირე ნაწილის გამოსაყოფად. ტეკსტის დიდი ნაწილის გამოსაყოფად მათი გამოყენება არ შეიძლება ამისათვის იყენებენ ტეგ <font></font> რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ტექსტს(შრიფტს) მივცეთ სასურველი ზომა.

<font size=”+4″> ტექსტი</font>
<font size=”+3″> ტექსტი </font>
<font size=”+2″> ტექსტი </font>
<font size=”+1″> ტექსტი </font>
<font size=”+0″> ტექსტი </font>
<font size=”-1″> ტექსტი </font>
<font size=”-2″> ტექსტი </font> 

მოდით გამოვიყენოთ პრაქტიკაზე მიღებული ცოდნა გამოვყოთ ფრაზა ეს კი ქმნის კიდევ უფრო მეტ ბრძოლას (ლიზა ნიკოლსი)

<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″>
<div align=”center”>
<H3> ეს ჩემი ვებ გვერდია.</H3>
<br>
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! </font> </div>
<p align=”justify”>
ადამიანი ჩვეულებრივად უყურებ იმას რაც მოსწონს, და იძახის: « ხო, მე ეს მინდა » როდესაც ხედავს იმას რაც არ უნდა, მაშინ მასზე ხარჯავს დიდ ენერგიას, მისი ცხოვრებიდან ამოსაშლელად, გასანადგურებლად. საზოგადოება მიჩვეულია ბრძოლას არასასურველი მოვლენების წინაამღდეგ. ბრძოლა სიღარიბესთან. ომთან,ნარკოტიკებთან,ტერორიზმთან,ძალადობასთან. <font size=”+1″>ეს კი ქმნის კიდევ უფრო მეტ ბრძოლას (ლიზა ნიკოლსი).</font>
</p> 
</body>
</html>

დიდი შრიფტების უზომოდ გამოყენებაც არ არის სასურველი ეთიკური დიზაინიდან გამომდინარე.

იხილეთ გაგრძელება გაკვეთილი მეექვსე .

-