html - ის გაკვეთილები. შრიფტის სტილები.

ბლოგი

html – ის გაკვეთილები. შრიფტის სტილები.

მას შემდეგ როგორც გავვიგეთ როგორ უნდა მივცეთ ზომა შრიფტს, დროა შევისწავლოთ შრიფტის სტილები, კურსივი,თუ როგორ კეთდება ზევითა – ქვევითა იდექსი და ასე შემდეგ.

ჯერ განვიხილოთ კურსივი და ნახევრად მსხვილი ტექსტი:

<b>  ნახევრად მსხვილი ტექსტი </b>
<i> დახრილი ტექსტი (კურსივი) </i>
როგორც ხედავთ ყველაფერი მარტივადაა, გამოიყენეთ ისინი ტექსტში სადაც კი გაქვთ სურვილი ამ ტეგების გამოყენებისა. ჩვენ მაგალითზე,ჩვენ მიუთითებთ ფრაზას – ბრძოლა სიღარიბესთან. ომთან, ნარკოტიკებთან, ტერორიზმთან, ძალადობასთან.

<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body text=”#336699″ bgcolor=”#000000″>
<div align=”center”>
<H3> ეს ჩემი ვებ გვერდია.</H3>
<br>
<font color=”#CC0000″> კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! </font> </div>
<p align=”justify”>
ადამიანი ჩვეულებრივად უყურებ იმას რაც მოსწონს, და იძახის: « ხო, მე ეს მინდა » როდესაც ხედავენ იმას რაც არ უნდათ, მაშიმ მასზე ხარჯავენ დიდ ენერგიას მისი ცხოვრებიდან ამოსაშლელად, გასანადგურებლად. საზოგადოება მიჩვეულია ბრძოლას არასასურველი მოვლენების მიმართ. <b>ბრძოლა სიღარიბესთან. ომთან, ნარკოტიკებთან,ტერორიზმთან,ძალადობასთან.</b> ეს კი ქმნის კიდევ უფრო მეტ ბრძოლას (ლიზა ნიკოლსი)
</p> 
</body>
</html>

ეხლა რამოდენიმე სიტყვა მონოშირიულ შრიფტზე. რა სახის შრიფტია ეს? ეს არის ფიქსირებული სიფართის შრიფტი ერთნაირი სიმბოლოებით. ტეგი შემდეგნაირია <tt> მონოშირიული ტექსტი</tt>.

ასევე მონოშირულად გამოისახება ტექსტი მოთავსებული <pre></pre> -ს შორის. ტეგ <pre> -ს გააჩნია შემდეგი თვისება მასში მოთავსებული ტექსტი იყოფა ზუსტ შუალედებზე, იგი თქვენ შეიძლება გამოგადგეთ დავუშვათ ლექსის ფორმატირებისათვის.
ტექსტის ერთი ფრაგმენტისათვის შეიძლება გამოვიყენოთ რამოდენიმე ტეგი ერთად:

<tt><b><i> ტექსტი </i></b></tt> 

ხაზგასმული ტექსტი კეთდება ტეგ <u> მეშვეობით:

<u> ხაზგასმული ტექსტი </u>

ხაზგადასმული ტექსტი კი კეთდება <strike> და <s>  ტეგების მეშვეობით, გამოიყენ რომელიც გსურთ, პრინციპიალური განსხვავება მათ შორის არ არის.

<strike> გადახაზული </strike> 
<s> გადახაზული </s>

ტეგი <big> დიდი შრიფტათაა წარმოდგენილი, ხოლო <small> პატარა, ძირითად ტექსტთან შეფარდებაში:

<small> პატარა </small>
ნორმალური ტექსტი
<big> დიდი </big>

Sup და Sub ტეგების მეშვეობით ხორციელდება ზევითა და ქვევითა ინდექსის ფორმირება. სად შეიძლება მათი გამოყენება? მაგალითად რაიმე ფორმულის დაწერის დროს – H2O.

ზევითა ინდექსი <sup> sup </sup>
ქვევითა იდექსი <sub> sub </sub>

ამ გაკვეთილში ჩვენ დავასრულებთ ტეგ <font> შესწავლას. შევისწავლით ატრიბუტ face, მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ შრიფტის ტიპი.

<font face=”arial”> ტექსტი (შრიფტი Arial)</font>

სტანდარტული შრიფტები რომელიც ააქვს ნებისმიერ ადამიანს კომპიუტერზე:

  • Times;
  • Times New Roman;
  • Arial;
  • Helvetica;
  • Courier;
  • Verdana;
  • Tahoma;
  • Cosmic Sans;
  • Garamond

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ უპრობლემოდ ნებისმიერი მათგანი. ატრიბუტ face-ში  შეიძლება ერთად რამოდენიმე ტიპის შრიფტის მითითება:
<font face=”arial, verdana, courier”> ტექსტი (შრიფტი Arial) </font>

ამ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ აღმოაჩნდა კომპიუტერზე შრიფტი arial – ი, მაშინ ტექსტი გამოისახება შრიფტით verdana, ხოლო თუ ვერდანაც არა აქვს მაშინ courier – ით. ხშირად ისმება შეკითხვა შეიძლება რაიმე საკუთარი ეგზოტიკური შრიფტის გამოყენება?, კი შეიძლება, ოღონდ სხვა მომხმარებელი მას ვერ ნახავს რადგან ესეთი შრიფტი მის კომპიუტერზე არ არის დაყენებული. ამიტომ სჯობს სტანდარტული შრიფტების გამოყენება.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ მხოლოდ რამოდენიმე წარწერის განსხვავებულად გამოყვანა გსურთ გვერდზე მაშინ გამოიყენეთ სურათები(გრაფიკულ რედაქტორში წერთ ლამაზ შრიფტს, ინახავთ მას როგორც სურათს).

თუ როგორ გამოვიყვანოთ სურათი გვერდზე, და რისი გაკეთება შეიძლება სურათებთან შევისწავლით მერვე გაკვეთილში

3 Responses to "html – ის გაკვეთილები. გაკვეთილი მეექვსე."

  1. მარი Posted on კვირა, ნოემბერი 9, 2014 at 10:09 pm

       werTilebis nacvlad >> amdagvari simbolo, minichebis sad vnaxo, ver vpoulob verafrit

    • Goal_Keeper Posted on ორშაბათი, ნოემბერი 10, 2014 at 1:54 pm

      კონკრეტულად წინადადება ან თვითონ კოდი დაწერეთ, ეგ შეიძლება შეცდომაა გაკვეთილში. ეგეთი სიმბოლოები არ იყენება. იყენება მხოლოდ ერთჯერადი აი ესეთი < ან > ეგ სიმბოლოები კი არის კლავიატურაზე.

      მაგალითი დაწერეთ რას აკეთებთ მაგ სიმბოლოებით

    • Goal_Keeper Posted on ორშაბათი, ნოემბერი 10, 2014 at 6:49 pm

      მარი მივხვდით რაზე საუბარი. სადაც არის მაგისთანა სიმბოლო ეგ შეცდომაა << აბ სიბოლოს ნაცვლად უნდა იყოს ეს სიმბოლო " შეცვალეთ სადაც ნახავთ

კომენტარის დატოვება

-
Translate »