[google-translator]
ბლოგი ფეხბურთზე

ბლოგი

ინგლისის პრემიერლიგა გუნდების შემადგენლობა

English_Premier_Leagueპრემიერ ლიგა (ინგლის. Premier League) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ინგლისური გუნდებისათვის. არის უმაღლესი დივიზიონი საფეხბურთო ლიგათა სისტემაში. მასში მონაწილებოას იღებს 20 გუნდი. ჩემპიონატი მიდენარეობს აგვისტოდან მაისამდე, თვითეული გუნდი ატარებს 38 მატჩს. ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალური სპონსორია Barclays Bank.

arsenal

არსენალი

ინფორმაცია გუნდზე

chelsea

ჩელსი

ინფორმაცია გუნდზე

Liverpool_Logo

ლივერპული

ინფორმაცია გუნდზე

manchester_united

მანჩესტერ იუნაიტედი

ინფორმაცია გუნდზე

qpr

ქუინს პარკ რეინჯერსი

ინფორმაცია გუნდზე

West_Bromwich

ვესტ ბრომვიჩი

ინფორმაცია გუნდზე

manchestercity

მანჩესტერ სიტი

ინფორმაცია გუნდზე

west_ham

ვესტ ჰემი

ინფორმაცია გუნდზე

norwich

ნორვიჩი

ინფორმაცია გუნდზე

newcastle

ნიუკასლი

ინფორმაცია გუნდზე

reading

რედინგი

ინფორმაცია გუნდზე

sunderland

სანდერლენდი

ინფორმაცია გუნდზე

sautxempton

საუთჰემპტონი

ინფორმაცია გუნდზე

stoke_city

სტოკ სიტი

ინფორმაცია გუნდზე

swansea

სუონს სიტი

ინფორმაცია გუნდზე

tottenham

ტოტენჰემი

ინფორმაცია გუნდზე

wigan_athletic

უიგანი

ინფორმაცია გუნდზე

fulham

ფულემი

ინფორმაცია გუნდზე

astonvilla

ასტონ ვილა

ინფორმაცია გუნდზე

everton

ევერტონი

ინფორმაცია გუნდზე

მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პრემიერ ლიგა 2013 წლის შემადგენლობა

მანჩესტერ იუნაიტედი
მანჩესტერი

man logo

ქალაქი: მანჩესტერი

სტადიონი: ოლდ ტრაფორდი(Old Trafford), ტევადობა:76000 მაყურებელი ფეხბურთის პროგნოზები

მანჩესტერ იუნაიტედი (Manchester United) ინგლისის საფეხბურთო კლუბია, სტენფორდიდან. შეიქმნა 1878 წელს ნიუტონ ჰიტის სახელით, 1902 წელს კი შეიცვალეს სახელი მანჩესტერ იუნაიტედით. 1992 წელს ერთ-ერთ იმ გუნდთაგანია, რომელებმაც შექმნეს ინგლისის პრემიერ ლიგა.

saxli
2013 წლის შემადგენლობა
gasvla
N

მეკარეები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

1 De Gea დავიდ დე ხეა

07.11.1990

ესპანეთი
13 Lindegaard ანდრეს ლინდეგორდი

13.04.1984

დანია
50 Johnstone სემ ჯონსტოუნი

25.03.1993

ინგლისი
N

მცველები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

3 Evra პატრიკ ევრა

15.05.1981

საფრანგეთი
4 Jones ფილ ჯონსი

21.02.1992

ინგლისი
5 Ferdinand რიო ფერდინანდი

07.11.1978

ინგლისი
6 evans ჯონი ევანსი

03.01.1988

ირლანდია
12 Smalling კრის სმოლინგი

22.11.1989

ინგლისი
15 Vidić ნემანია ვიდიჩი

21.10.1981

სერბეთი
21 Rafael რაფაელი

09.07.1990

ბრაზილია
28 Büttner ალექსანდრ ბიუტნერი

11.02.1989

ჰოლანდია
N

ნახევარმცველები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

7 Valencia ანტონიო ვალენსია

04.08.1985

ეკვადორი
8 Anderson ანდერსონი

13.04.1988

ბრაზილია
11 Giggs რაიან გიგზი

29.11.1973

უელსი
16 Carrick მაიკლ კერიკი

28.07.1981

ინგლისი
16 Nani ლუიშ ნანი

17.11.1986

პორტუგალია
18 Young ეშლი იანგი

09.07.1985

ინგლისი
22 skoulz პოლ სქოუზი

16.11.1974

ინგლისი
23 Cleverley ტომ კლევერლი

12.08.1989

ინგლისი
24 Fletcher დარენ ფლეტჩერი

01.02.1984

შოტლანდია
25 Powell ნიკ პაუელი

23.03.1994

ინგლისი
26 kagava სინზი კაგავა

17.03.1989

იაპონია
N

თავდამსხმელები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

10 Rooney უეინ რუნი

24.10.1985

ინგლისი
14 Hernández ხავერ ერნანდესი

01.06.1988

მექსიკა
19 Welbeck დენი უელბეკი

26.11.1990

ინგლისი
20 van Persie რობინ ვან პერსი

06.08.1983

ჰოლანდია
27 maceda ფედერიკო მაკედა

22.08.1991

იტალია
  ferguson მთავარი მწვრთნელი – ალექს ფერგიუსონი.

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი – მაიკლ ფელანი.

მეკარეების მწვრთნელი – ერიკ სტილი.

ფიზმომზადების მწვრთნელი – მაიკლ კლეგი.

მფლობელი – მალკოლმ გლეიზერი.

კლუბის ექიმი – სტივ მაკნელი.

მანჩესტერ იუნაიტედის საშინაო სტადიონია ოლდტრაფორდი, რომელიც გაიხსნა 1910 წელს. ის ითვლება უდიდეს სტადიონად უემბლის შემდეგ, რომელიც იტევს 76 ათას გულშემატკივარს.

1892 წელს ჩაებნენ საფეხბურთო ლიგაში. 1902 წელს კლუბი გაბანკროტების პირას იყო, იმდროინდელი სტადიონიც კი დაუხურეს ბენკ სტრიტი. კლუბი გადაარჩინა ჯონ ჰენრი დიევისმა, რომელიც მმართველი იყო მანჩესტერის ქარხნის. 1903 წელს კლუბი ჩაიბარა ერნესტ მანგნელმა, რომლის წყალობითაც კლუბი გადავიდა პირველ დივიზიონში 1906 წელს და 1907/08 წლებში კი მოიგეს პირველი ტიტულიც. 1908 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა მოიგო ისტორიაში პირველად ინგლისის სუპერთასი, 1909 წელს პირველი ინგლისის თასი. 1910/11 წლებში მეორედ გახდა პირველი დივიზიონის ჩემპიონი. ამავე სეზონში კლუბი გადავიდა ახალ სტადიონზე ოლდტრაფორდზე.

ოლდ ტრაფორდი

ოლდ ტრაფორდი(Old Trafford), ტევადობა:76000 მაყურებელი

1922 წელს გავარდა მეორე დივიზიონში. 1925 წელს დაბრუნდა ისევ, მაგრამ ისევ გავარდნენ 1931 წელს. 1934 წელს მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში პირველად დაიკავეს ასეთი სამარცხვინო ადგილი ინგლისის მეორე დივიზიონში მეოცე ადგილი.

1945 წელს კლუბის ახალი მწვრთნელი გახდა მეტი ბასბი. მისი წყალობით კლუბმა დაიკავა მეორე ადგილი სამ სეზონში 1946/47, 1947/48 და 1948/49 წლებში, ასევე 1948 წელს მოიგეს ინგლისის თასი. მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელებით შევსება გადაწყვიტა კლუბის. თუმცა წარმატება მალევე არ მოვიდა 1952/53 წლის სეზონში მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავეს. 1955/56 წლებში კი მოიგეს ინგლისის ჩემპიონობა. 1956/57 წლებში გაიმეორეს და ისევ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი, ასევე მივიდა ინგლისის თასის ფინალამდე და ევროპის თასზეც, რითაც გახდნენ პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა.

1957/58 წლებში, როდესაც ბრუნდებოდნენ ევრპოის თასის მატჩის შემდეგ დაშვებისას ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა და დაიღუპა რვა ფეხბურთელი: ჯეფა ბენტა, როჯერ ბერნა, ედი კოლმანი, დუნკანა ედვარდსი, მარკა ჯონონი, დევიდ პეგი, ტომი ტეილორი და ლიამა უილანა და ასევე თხუთმეტი მგზავრიც, ასევე მწვრთნელებიც უოლტერ კრიკმერა, ბერტ უოლი და ტომი კარი. მეტ ბასბიმ მიიღო მძიმე ტრამვები, მაგრამ გადარჩა და სამი თვის შემდეგ დაუბრუნდა კლუბს. მიუხედავად ასეთი ტრაგედიისა 1958 წელს ისინი მივიდნენ ინგლისის თასის ფინალამდე, სადაც დათმეს ბოლტონთან. წლის ბოლოს უეფამ გადაწყვიტა ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გამოეცხადებინა ორი ინგლისური გუნდი: ვულვერჰემპტონ უონდერერსი და მანჩესტერ იუნაიტედი, დაღუპულების პატივსაცემად, მაგრამ გადაიფიქრეს. 1958/59 წლებში მანჩესტერმა ინგლისის ჩემპიონატი დაასრულა მეორე ადგილზე.

1960 წელს ბასბიმ კლუბის გადაწყობა დაიწყო, და კლუბში მოიწვია დენის ლოუ და პეტ კრერანდი, ამავდროულად ეძებდა ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებსაც. 1963 წელს განახლებულმა ახალგაზრდულმა კლუბმა მოიგო ინგლისის თასი, თუმცა ინგლისის პირველ დივიზიონში მხოლოდ მეცხრამეტე ადგილი დაიკავეს. 1963/64 წლებში მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო 1964/65 და 1966/67 წლებში გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. 1968 წელს გავიდნენ ევროპის თასზე, სადაც დაამარცხეს ბენფიკა ანგარიშით 4:1 და გახდნენ, პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ეს შესძლო. სამმა ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედისა მიიღო ოქროს ბურთი:ბობი ჩარლტონმა, დენის ლოუმ და ჯორჯ ბესტმა. 1969 წელს მეტ ბასბიმ დატოვა კლუბი. კლუბი კი ჩაიბარა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა უილფ მაკრინესმა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა, მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა 1969/70 წლის სეზონში. ამიტომ მან კლუბი დატოვა. ბასბი კი მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი დათანხმდა დროებით ყოფილიყო მწვრთნელი და 6 თვის შემდეგ დატოვა კლუბი 1971 წელს. ასევე კლუბიდან წავიდა უამრავი კარგი ფეხბურთელიც: ნობი სტაილზი და პეტ კრერანდი. მალევე ახალ მწვრთნელად დაინიშნა ფრენკ ო’ფერელი, მაგრამ მანაც მაკგინესივით ვერაფერი კარგი ვერ გააკეთა.

1972 წელს კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა ტომი დოხერტი. მან მანჩესტერ იუნაიტედი გადაარჩინა 1972/73 წლის სეზონში დივიზიონიდან გავარდნას, თუმცა შემდეგ სეზონში მაინც გავარდნენ. ასევე სამმა ვარსკვლავმა ბესტმა, ლოუმ და ჩარლტონმა დატოვა კლუბი. მათ მაგივრად კი იყიდეს ლუ მაკარი, სტიუარტ ხიუსტონი და ბრაიან გრიფხოფი. 1974/75 წლის სეზონში კლუბი დაბრუნდა ინგლისის პირველ დივიზიონში, ხოლო 1976 წელს ინგლისის თასის ფინალამადე მივიდა, სადაც დათმო მატჩი საუთჰემპტონთან, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მაინც მოიგეს ინგლისის თასი, სადაც ფინალში მოუგეს ლივერპულს ანგარიშით 2:1. ასეთი წარმატების მიუხედავად მწვრთნელმა კლუბი დატოვა ცოლის ღალატის გამო კლუბის ფიზიოთერაპევტთან.

1977 წელს დოხერტი შეცვალა დეივ სეკსტონმა. მაგრამ მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ვერაფერი ვერ მოიგ ამიტომ 1981 წელს იგი დაითხოვეს. იგი კი შეცვალა რონ ანტკინსონმა. მან შეიძინა ბრაიან რობსონი ვესტჰემიდან, ასევე იესპერ ოლსენი, პოლ მაკგრატი და გორდონ სტაკანი, ასევე ახალგაზრდულიდანაც დაიმატა ნორმან უაიტსაიდი და მარკ ხიუზი. ანტიკსტონის ხელმძღვანელობით 1983 და 1985 წლებში კლუბმა მოიგო ინგლისის თასი.

1986 წელს კი ინგლისის პირველი დივიზიონიდან გავარდნის პირას იყო, ამიტომ ატკინსონიც დაითხოვეს და მის ადგილი დაიკავა შოტლანდიელმა სპეციალისტმა ალექს ფერიუსონმა. პირველ სეზონში ფერგიუსონის ხელმძრვანელობით კლუბმა ჩემპიონატი მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა 1987/88 წლებში კი მეორე ადგილას.

1990 წელს კი ისიც საფრთხის წინაშე იყო. ზედიზედ უამრავი წაგებული მატჩის გამო. მაგრამ ინგლისის თასის მოგებამ კრისტალ პალასთან ყველაფერი გადაწყვიტა. 1990/91 წლებში მანჩესტერ იგავიდა საფეხბურთო ლიგის ფინალში, სადაც დათმეს მატჩი რონი ატკინსონის ყოფილი მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელის გუნდთან შეფილდ უენსდეინთან. ამავე სეზონში მანჩესტერმა მოიგო თასების თასი და ევროპის სუპერთასი. შემდეგ სეზონშიც გავიდნენ ლიგის თასის ფინალში, ამჯერად მოიგეს ნოტინგემ ფორესტთან. 1991 წელს კლუბში გადმოვიდა პეტერ შმეიხელი მეკარე, რომელმაც ჩაატარა 17 მატჩი სადაც არცერთი გოლი არ გაუშვია. 1991/92 წელს კლუბმა დაიკავა მეორე ადგილი ლიდს იუნაიტედის იშემდეგ. 1992 წელს კი კლუბში გადმოვიდა ერიკ კანტონა 1.2 მილიონ ფუნტ სტერლინგად. 1992/93 წლის სეონში ჩემპიონის ტიტულიც მოიგეს პირველად 1967 წლის შემდეგ. 1993 წლის ივლისში ნოტინგემ ფორესტიდან გადმოვიდა როი კინი, რომელიც გახდა ერთ-ერთი ლეგენდა კლუბის. 1993/94 წლის სეზონში ისტორიაში პირველად გაიფორმეს დუბლი მოიგეს ინგლისის პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი. 1994/95 წლის წარუმატებელი სეზონის გამო ფერგიუსონმა გაყიდა მარკ ჰიუზი. პოლ ინსა და ანდრეი კანჩელსკიცი, რომელიც შეცვალა ახალგაზრდებით დევიდ ბექჰემი, პოლ სკოუზი, გარ და ფილ ნევილები, ასევე ნიკ ბარტიც. განახლებულმა მანჩესტერ იუნაიტედმა 1995/96 წლებში ისევ გაიფორმა ორმაგი დუბლი მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი. 1996 წელს კლუბის კაპიტანმა კარიერა დაასრულა და კაპიტნობა ჩაიბარა ერიკ კანტონამ. 1998/99 წლებში მანჩესტერმა გაიფორმა სამმაგი დუბლი რითაც მოიგო ინგლისის თასი, ინგლისი პრემიერ ლიგა და უეფა ჩემპიონთა ლიგა. 2001/02 წლებში კლუბმა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაიკავა მესამე ადგილი. 2004 წელს მოიგეს ინგლისის თასი. 2007/08 წლებში მოიგეს ინგლისის პრეიმერ ლიგა და უეფა ჩემპიონთა ლიგა. 2008/09 წლის სეზონში კი მესამედ ზედიზედ მოიგეს ინგლისის პრემიერ ლიგა, ასევე საფეხბურთო ლიგის თასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. 2009 წელს კრისტიანუ რონალდუ გადავიდა მადრიდის რეალში რეკორდულ თანხად 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად. 2010 წელს იუნაიტედმა მოიგო საფეხბურთო ლიგის მატჩი, სადაც დაამარცხა ფინალში ასტონ ვილასთან ანგარიშით 2:1 და შეინარჩუნეს ტიტული. 2010/11 წელს კი მანჩესტერმა უკანასკნელად მოიგო მეცხრამეტედ ინგლისის პრემერ ლიგა, რითაც გაასწრო ლივერპულს და გახდა საუკეთესო ინგლისური კლუბი.

მანჩესტერ სიტი ინგლისის პრემიერ ლიგა 2012/2013 წლის შემადგენლობა

 

მანჩესტერ სიტი

მანჩესტერ სიტი

ქალაქი: მანჩესტერი

სტადიონი: ეტიხად სტედიუმი , ტევადობა: 48000 მაყურებელი. ფეხბურთის პროგნოზები

მანჩესტერ სიტი (Manchester Sity) ინგლისური საფეხბურთო კლუბი, რომელიც მონაწილეობს ღებულობს ინგლისის პრემიერ ლიგაში. შეიქმანა 1880 წელს, რომელსაც ერქვა უესტ გორტონ სენტ მარკსი.

მთავარი მწვრთნელი – რობერტო მანჩინი.

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი – ბრაიან კიდი.

მწვრთნელი – ატილიო ლომბარდო.

მწვრთნელი – დევიდ პლატი.

მწვრთნელი – ფაუსტო სალკანო.

მწვრთნელი – ივან კარმინატი.

მეკარეების მწვრთნელი – მასიმო ბატარა.

პრეზიდენტი – ხალდუნ ალ-მუბაკარი.

saxlis forma     gasvliti forma

 

 

 

 

 

 

N

მეკარეები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

21 რიჩარდ რაიტი

05.11.1977

ინგლისი
1 ჯო ხარტი

19.04.1987

ინგლისი
30 კოსტელ პანტელეიმონი

01.01.1987

რუმინეთი
37 გუნარ ნილსენი

07.10.1986

ფარერები
N

მცველები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

43

მაიკონი

26.07.1981

ბრაზილია

7

მატია მასტასიჩი

28.03.1993

სერბეთი

2

მიკა რიჩარდსი

24.06.1988

ინგლისი

4

ვენსან კომპანი

10.04.1986

ბელგია

5

პაბლო საბალეტა

16.01.1985

არგენტინა

6

ჯოლეონ ლესკოტი

16.08.1982

ინგლისი

13

ალექსანდრ კოვალოვი

10.11.1985

სერბეთი

22

გაელ კლიშე

26.07.1985

საფრანგეთი

28

კოლო ტურე

19.03.1981

კოტ-დიუარი

44

კარიმ რეკიკი

02.12.1994

ჰოლანდია

58

რის ვაბარა

28.12.1991

ინგლისი
N

ნახევარმცველები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

33 მაიკლ ჯონსონი

24.02.1988

ინგლისი
34 ხავი გარსია

08.02.1987

ესპანეთი
7 ჯეიმს მილნერი

04.01.1986

ინგლისი
8 სამირ ნასრი

26.06.1987

საფრანგეთი
11 სკოტ სინკლეირი

25.03.1989

ინგლისი
17 ჯეკ როდუელი

11.03.1991

ინგლისი
18 გარეტ ბერი

23.02.1981

ინგლისი
21 დევიდ სილვა

08.01.1986

ესპანეთი
36 დენის სუარესი

06.01.1994

ესპანეთი
42 იაია ტურე

13.05.1983

კოტ-დიუარი
62 აბდულ რაზაკი

07.03.1989

განა
N

თავდამსხმელები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

10

ედინ ჯეკო

17.03.1986

ბოსნია

16

სერხიო არგუერო

02.06.1988

არგენტინა

32

კარლოს ტევესი

05.02.1984

არგენტინა

43

ალექს ნიმესი

11.05.1991

ინგლისი

45

მარიო ბალოტელი

12.08.1990

იტალია

60

ჯონ გუიდეტი

15.04.1992

შვეცია

 1887 წელს სახელი შეიცვალეს და არდუიკ ერქვათ. ხოლო 1894 წელს კი საბოლოოდ მანჩესტერ სიტი.
თავის ისტორიის განმავლობაში კლუბმა სამი სტადიონი შეიცვალა 1923 გაიდ როუდი, 1923 წელს მეინ როუდი, ხოლო ეხლა მონაწილეობს ეტიხადეზე 2002 წლიდან, სადაც 48 000 ათასი გულშემატკივარი ეტევა.

სტადიონი_მანჩესტერ_სიტი

სტადიონი: ეტიხად სტედიუმი , ტევადობა: 48000 მაყურებელი

1899 წელს მანჩესტერ სიტი მონაწილეობს ინგლისის პირველ დივიზიონში, ხოლო 1904 წელს კი მივიდა ინგლისის თასის ფინალამდე 23 აპრილს ბოლტონთან, სადაც მოიგო ანგარიშით 1:0. ეს იყო პირველი სერიოზული მიღწევა მანჩესტერ სიტის.

1904/05 წლის სეზონში ჰქონდათ თანაბარი ქულები ნიუკასლთან ერთად ინგლისის ჩემპიონატის დამთავრებამდე. ჩემპიონები, რომ გამხდარიყვნენ უნდა მოეგოთ ბოლო ტურის მატჩი ასტონ ვილასთან, მაგრამ სიტიმ დათმო ანგარიშით 2:3, სადაც გავიდა მესამე ადგილზე. მატჩის შემდეგ ასტონ ვილას კაპიტანი ალეკ ლიკი ირწმუნებოდა, რომ სიტის კაპიტანი ბილი მერდერმა მას ქრთამი შესთავაზა. საფეხბურთო ლიგამ მერდერი დამნაშავედ სცნო, და დისკვალიფიკაცია მისცეს ერთი წლით ასევე ფულადი ჯარიმა. კლუბმა კაპიტანზე უარი განაცხადა და თანხა არ გადაიხადა, ამიტომ გუნდის ყოფილმა კაპიტანმა 1901 წლის ამბავი მოჰყვა, როდესაც კლუბი ფეხბურთელებს უხდიდა 4 ევროს კვირაში.

ასოციაციამ გამოიკვლია და დაადგინა, რომ კლუბი მართლაც დამნაშავე იყო. ამიტომ კლუბის მწვრთნელი სამუდამოდ დისკვალიფიცირებული იქნა მწვრთნელობიდან და სიტის დაენიშნა 900 ევრო ჯარიმა. 17 ფეხბურთელიც დისკვალიფიცირებული იყო 1907 წლამდე.

1920 წელს ასევე სიტისი ელოდა დიდი უიღბლობა, რადგან დაიწვა საშინაო სტადიონის ტრიბუნის დიდი ნაწილი. ამიტომ 1923 წელს კლუბი გადავიდა მეინ როუდსის სტადიონზე. 1934 წელს მოიპოვეს მეორედ ინგლისის თასი, სადაც ფინალში დაამარცხეს პორთსმუტი. სამი წლის შემდეგ კი პირველი ჩემპიონის ტიტულიც. შემდეგ სეზონში კლუბი გავარდა ინგლისის პირველი დივიზიონიდან, თუმცა გაიტანა ყველაზე მეტი გოლი იმ სეზონში.

1955/56 წლებში მოიპოვეს ინგლისის თასი. ეს იყო ისტორიული თამაში, რადგან სიტის კარში იდგა გერმანელი მეკარე ბერტ ტრაუმანი, რომელსაც კისერი ჰქონდა მოტეხილი.  1968 წელს კლუბი ისევ გახდა ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ჩემპიონი. ამ პრეიოდში თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ფრენსის ლი, კოლინ ბელი, მაიკ კამბერბი და მაიკ დოული. 1969 წელს ისევ მოიგეს ინგლისის თასი, ასევე საფეხბურთო ლიგის თასიც და უეფაც.

მანჩესტერ სიტი გახდა წარმატებული გუნდი ტონი ბუკეს წყალობით. 1976 წელს ლიგის თასი მოიგეს, სადაც ფინალში მოუგეს ნიუკასლ იუნაიტედს ანგარიშით 2:1. 1977 წელს ჩემპიონატში დაიკავეს მეორე ადგილი, სადაც დაუთმეს ჩემპიონობა ლივერპულს 1 ქულით. 1979 წელს კლუბში დაბრუნდა მაიკლ ელისონი. თუმცა ამ დროს გაიყიდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ეის ხარტფორდი, გარი ოუენი და პიტერ ბარნსი. მის ადგილას კი ელისონმა მოიწვია სტივ დეილი, რეკორდულ თანხად 1,5 მილიონ ფუნტ სტერლინგად. 1980/81 წლებში ელისონი შეცვალეს ჯონომ ბონდომით.

შემდეგ სეზონში ბონდომმა გუნდი გაიყვანა მეათე ადგილზე ინგლისის ჩემპიონატში, ამასთან ერთად გამარჯვება ლივერპულთან ანგარიშით 3:1.

1982 წელს გავიდნენ ინგლისის თასის ფინალში თუმცა დამარცხდნენ უემბლიზე ტოტენჰემ ჰოცპურთან ანგარიშით 2:3. შემდეგ სეზონში მწვრთნელის ახალი ადგილი დაიკავა ჯონ ბენსონმა. მისი მოსვლით კლუბი გადავარდა ინგლისის მეორე დივიზიონში.

1994/95 წლებში სამარცხვინო 17 ადგილმა აიძულა კლუბის ხელმძღვანელობას შეეცვალათ მწვრთნელი. ახალი მწვრთნელად მოვიდა ალან ბოლა, რომელიც იყო ყოფილი საუთჰემპტონის მწვრთნელი.

მეორე დივიზიონში გადავარდინს შემდეგ კლუბის პრეზიდენტის ადგილი დაიკავა დევიდ ბერნსტეინმა. 1998/99 წლის სეზონში კლუბი გადმოვიდა ინგლისის პირველ დივიზიონში. შემდეგ სეზონში კი დამაჯერებლად დაბრუნდა ინგლისის პრემიერ ლიგაში. 2000 წლის ზაფხულში კლუბში მოვიდა ნახევარმცველი ალფ-ინგე ხალანდი და თავდამსხმელი ჯორჯ ვეა, ზამთარში კი კლუბს შემოუერთდა რიჩარდ დანი და დარენ ხაკერი, არენდით კი შოტლანდიელი ანდრეი კანჩელსკისი, მაგრამ სიტიმ ინგლისის პრემიერ ლიგაში დაიკავა მე_18 ადგილი. 21 აპრილს 2001 წლის ჯი როილი წავიდა. სამი დღის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კევინ კიგანმა.

2002 წელს კლუბი დაბრუნდა ინგლისის პრემიერ ლიგაში. გადმოსვლამდე კლუბი სერიოზული ფეხბურთელებით შეივსო მეკარე პეტერ შმეიხელი, მცველი სილვენ დისტენი და დევიდ სომელი, ასევე მარკ-ვივენ ფოე და ვისენტე მატიას ბუოცე, ასევე 17.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად ნიკოლა ანელკა, ზამთარში კი დაემატა რობი ფაულერი. საბოოლოოდ კი დაიკავეს ინგლისის პრემიერ ლიგაში მეცხრე ადგილი და მოიპოვეს უეფაზე თამაშის უფლება. იმავე წელს კლუბი გადავიდა ახალ სტადიონზე სადაც 48 000 ათასი გულშემატკივარი ეტევა სიტი ოფ მანჩესტერზე, გულშემატკივრები კი ამ სტადიონს ისტლენდს უწოდებენ. 11 მარტს 2005 წლის კლუბიდან გააგდეს კევინ კიგანი და დანიშნეს სტიარტ პირსი.

2009/2010 წლის სეზონი კლუბმა დაიწყო მარკ ჰიუზის ხელმძღვანელობით. ზაფხულში ასტონ ვილადან გადმოვიდა მეკარე სტიუარტ ტეილორი, ნახევარმცველი გარეტ ბერი და მცველი ბარსელონადან სილვინიო, არსენალიდან მცველი კოლო ტურე და ფორვარდი ემანუელ ადებაიორი, ევერტონიდან ჯოლეონ ლესკოტი და მანცესტერ იუნაიტედიდან კარლოს ტევესი და ბლეკბერნიდან როკე სატა კრუსი. 19 დეკემბერს 2009 წლის კლუბიდან წავიდა მარკ ჰიუზი. მის ადგილას მოვიდა იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი, და მისი ასისტენტი ბრაიან კიდი. ზამთარში კი შეუერთდატ ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი პატრიკ ვიეირა, ახალგაზრდა ადამ ჯონსონი. კლუბმა ამ სეზონში დაიკავა მეუთე ადგილი, რამაც საშუალება მისცა გასულიყვნენ ევროპის ლიგაში.

2010 წლის ზაფხულში სიტი გახდა ახალი ნიუსმეიკერი ტრანსფერების მხრივ. კლუბს დაემატა ნახევარმცველი ალექსანდრ კოლაროვი, ჟერომ ბოატენგი, იაია ტურე, ჯეიმს მილნერი, დავიდ სილვა  და მარიო ბალოტელი და ასევე დაემშვიდობა სილვინიოს და ხავერომ გარიდოს, ნახევარმცველებს სტივენომ აირლენდომს, თავდამსხმელს ბენჟამინ მვარუვარი და რობინიო (რომელიც გადავიდა მილანში).

2010/2011 წლის სეზონში მანჩინი შეხვდა კლუბის პატრონს არაბ შეიხს, რომელსაც მოელაპარაკა გამოეყო თანხა ახალი ფეხბურთელების შესაძენად. 2011 წელს კლუბში გადმოვიდნენ სამირ ნასრი და სერხიო აგუერო. ასევე მცველი გაელ კლიშე და სტეფან სავიჩი, ნახევარმველი ოუენ ხარგრივზი, არენდით კი რუმინელი მეკარე კოსტელ პანტილიომონი. ასევე იმ პერიოდში კლუბი დატოვა პატრიკ ვიეირამ, რომელმაც კარიერა დაამთავრა, ასევე არენდით გაშვებულები ემანუელ ადებაიორი, შეი გივენი, შონ რაიტ-ფილიფსი, ჯერომ ბოატენგი. ფელიპე კაისედო და უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი.

2011 წლის ივლისში კლუბის სტადიონს ოფიციალურად გადაერქვა სახელი სტიხარდ სტედიუმის სახელით. ეს კონტრაქტი გაფორმდა Etihad Airways_სთან 10 წლით, რომელიც გახლავთ ამავდროულად სპონსორიც კლუბის.

2011 წელს 12 დეკემბერს სიტიმ წააგო ჩელსისთან 1 ბურთის სხვაობით ანგარიშით 1:2. ამასთან პირველი გოლი გაიტანა მარიო ბალოტელიმ.

2012 წელს გახდა ცნობილი, რომ იტალიელმა სპეციალისტმა რობერტო მანჩინიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა სიტისთან, რომელიც ითვალისწინებს 5 წელს. მისი ხელფასი წელიწადში შეადგენს 7 მილიონ ევროს.

12 აგვისტოს 2012 წლის სიტიმ მოიპოვა ინგლისის სუპერთასი, სადაც დაამარცხა ინგლისის ჩელსი ანგარიშით 2:3.

2012/2013 წელს სიტი გამოაცხადეს ერთ-ერთ პრეტენდენტად ინგლისის პრემიერ ლიგის თუმცა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი მაინც ითვლება ერთ-ერთ ფავორიტად ინგლისის პრემიერ ლიგის.

-