ნიუკასლი ინგლისის პრემიერ ლიგა 2012/2013 წლის შემადგენლობა

ბლოგი

ნიუკასლი

 ნიუკასლიქალაქი: ნიუკასლი

სტადიონი: სენტ ჯეიმს პარკი (St James Park), ტევადობა: 52218 მაყურებელი. ფეხბურთის პროგნოზები

ნიუკასლი (Newcastle United) ინგლისური პროფესიონალური კლუბი, ქალაქ ნიუკასლ-აპონ-ტაინიდან, ასპარეზობს ინგლისის პრემიერ ლიგაში.

 

მთავარი მწვრთნელი – ალან პარდიუ.

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი – ჯონ კარვერი.

მწვრთნელი – სტივ სტოუნი.

 მეკარეების მწვრთნელი – ენდი ვუდმენი.

მფლობელი – მაიკ ეშლი.

დირექტორი – დერეკ ლამბიასი.

saxlis forma   gasvliti forma

 

 

 

 

 

 

 

წითლად ტრამვირებული მოთამაშეებია აღნიშნული

1

ტიმ კრული

03.04.1988

ჰოლანდია

21

რობერტ ელიოტი

30.04.1986

ინგლისი

37

სტივ ჰარპერი

14.03.1975

ინგლისი

მცველები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

2

ფაბრიციო კოლოჩინი

22.01.1982

არგენტინა

3

დავიდ სენტონი

02.01.1991

ესპანეთი

5

დენი სიმფსონი

04.01.1987

ინგლისი

6

მაიკ უილიამსონი

08.11.1983

ინგლისი

14

ჯეიმს პერჩი

28.09.1985

ინგლისი

16

რაიან ტეილორი

19.08.1984

ინგლისი

27

სტივენ ტეილორი

23.01.1986

ინგლისი

32

კერტის გუდი

23.03.1993

ავსტრალია

34

ჯეიმს ტავერნი

31.10.1991

ინგლისი

ნახევარმცველები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

4

იოან კაბაიე

14.01.1986

საფრანგეთი

8

ვურნორ ანიტა

04.04.1989

ჰოლანდია

10

ატემ ბენ არფა

07.03.1987

საფრანგეთი

15

დენ გოსლინგ

02.02.1990

ინგლისი

17

რომენ ამალფინატო

27.08.1989

საფრანგეთი

18

ხონას გუტერეს

05.07.1983

არგენტინა

20

გაელ ბირიგიმანა

22.10.1993

ზიმბაბვე

22

სილვიენ მერვო

15.04.1986

საფრანგეთი

24

ისმალე ტიოტე

21.06.1986

კოტ-დიუვარი

25

გაბრიელ ობერტანი

26.02.1989

საფრანგეთი

29

ხარის ვუჩკიჩი

21.08.1992

სლოვენია

31

შეინ ფერგიუსონი

12.07.1991

ირლანდია

38

ბრადენ ინმანი

10.12.1991

ავსტრალია

39

მეჰდი აბეიდი

06.08.1992

საფრანგეთი

თავდამსხმელები

დაბ/თარიღი.

მოქალაქეობა

9

პაპის სისე

03.06.1985

სენეგალი

19

დემბა ბა

25.05.1985

სენეგალი

23

შოლა ამეობი

12.10.1981

ნიგერია

28

სემი ამეობი

01.05.1992

ინგლისი

31

ნაილ რეინჯერი

11.04.1991

ინგლისი

33

ჰისკო

26.06.1986

ესპანეთი

 საშინაო სტადიონი არის სენტ-ჯეიმსი პარკი, გაიხსნა 1880 წელს. შედის ინგლისის საუკეთესო ოთხეულში.
კლუბი შეიქმნა 1892 წელს, სადაც მოხდა ორი საფეხბურთო კლუბის გაერთიანება ნიუკასლ ისტ-ენდისა და ნიუკასლ ვესტ-ენდ. ნიუკასლი ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ექვსჯერ ინგლისის თასის მფლობები, ასევე ინტერტოტოს თასის მფლობელი.

ნიუკასლი

სტადიონი: სენტ ჯეიმს პარკი (St James Park), ტევადობა: 52218 მაყურებელი.

1881 წელს კრიკეტის კლუბმა სტენლიმ გადაწყვიტა შეექმნათ საკუთარი საფეხბურთო კლუბი. ეს იმიტომ, რომ ზამთარში კრიკეტს ვერ თამაშობდნენ და მოძებნეს არტენატიული გზა.

პირველივე მატჩში ელსვიკთან, სადაც გამანადგურებელი ანგარიშით მოიგეს 5:0. ერთი წლის შემდეგ კი 1882 წელს შეცვალეს სახელი ისტ ენდით. მალევე გუნდი ბიკერიდან შეუერთდათ მათ.  მალევე ვესტ ენდი გახდა ქალაქის მთავარი კლუბი.

1889 წელს დაიწყო რეგიონული შეჯიბრებები პირველი ლიგის. 1889 წელსვე მიიღეს მათ პროფესიონალის სტატუსი. 1892 წელს იქნა გადაწყვეტილება მიღებული და კლუბს სახელი გადაექრვა. უამრავი ვარიანტი იყო დასახელების მაგრამ ბოლოს მაინც ნიუკასლ იუნაიტედი გადაწყდა. 22 დეკემბერს საფეხბურთო ლიგის ასოსციაციამ დაამტკიცა მათი სახელი.

მათ ინგლისის ჩემპიონატი მოგიეს 1904/05 , 1906/07  და 1908/09 წლებში. შვიდ წელიწადში ხუთჯერ გავიდნენ ინგლისის თსი ფინალში, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოიგეს. 1910 წელს გუდისონ პარკზე დამარცხებულ იქნა ბარნლი. 1907/09 წლებში ერთ-ერთი სამარცხვიო წაგება იყო 9:1 მათ დღემდე მოწინააღმდეგესთან სანდერლენდთან.

ისეთი ფეხბურთელებით როგორებიც არიან კოლინ ვეიჩი, ჯონ რეზერფორდი, ჯიმ ლოურენსი და ალბერთ შეპარდი ნიუკასლი გახდა ახალგაზრდა ტალანტების კლუბი. 1924 წელს მათ მოიგეს ინგლისის თასი, სადაც ფინალში დაამარცხეს ასტონ ვილა ანგარიშით 2:0. ეს თამაში გაიმართა სახელოვან სტადიონზე უემბლიზე. 1926/27 წლებში გახდნენ უკანასკნელად ინგლისის ჩემპიონები თავის ისტორიაში. კაპიტანი იყო ხიუ გალახერი. 1932 წელს ნიუკასლი ისევ გავიდა ინგლისის თასის ფინალში უემბლიზე, მაგრამ აქ არსენალმა მოუგო 2:1. მსაჯის არაკომპეტენტურობის გამო. იმ დროს გუნდში იყო სემი უივერი და ჯეკ ალენი, ასევე პირველი დივიზიონის სპეციალისტი მწვრთნელი ენდი კანინგემი. მალევე საქმეები ცუდად წავიდა ლივერპულთან (9:2) და ევერტონთან (7:3).

ომის დაწყების შემდეგ ინგლისის ჩემპიონატიც შეწყდა. ასევე ზოგმა ფეხბურთელებმა დაასრულეს კარიერა ომში წასასვლელად. მაგრამ იყო ალტერნატიული გზაც ამხანაგური მატჩები, რომლებიც იმართებოდა. იმ დროისთვის ნიკასლში გამოჩნდა ლეგენდა კლუბის ჯეკ მილბერნი. 1943 წელს მან ჩელსისთან მატჩში პირველად ჩაიცვა ნიუკასლის მაისური და გაიტანა 6 ბურთი. მილბერნის ლიგაში მან გაიტანა 38 გოლი რითაც გახდა ისტორიაში მეორე ფეხბურთელი.

ომის დამთავრების შემდეგ სტენ სეიუმერი გახდა მწვრთნელი. იგი დარწმუნებული იყო, რომ გუნდი გაიბრწყინებდა, რადგან მის გუნდში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები როგორბიც იყვნენ: ჯეკ მილბერნი, ბობი კოველი, ერნი ტეილორი. ასევე მოწვეული ფეხბურთელები ხორხე რობლედო, ბობი მიტჩელი, ჯო ხარვი და ფრენკ ბრენანი.

პირველი წლები ნიუკასლმა გაატარა მეორე დივიზიონში. 1946 წელს იქნა ისტორიაში ერთ-ერთი გამანადგურებელი მატჩი ნიუპორტ ქაუნთრისთან 13:0. ამ მატჩში 6 გოლი გაიტანა მხოლოდ ლენ შეკლტონმა, რომელმაც ასევე დაამყარა კლუბის ახალი რეკორდი.

1948 წელს კი დაბრუნდნენ უმაღლეს დივიზიონში. საშუალოდ გულშემატკივრების რაოდენობა იყო 57 000 ათასი ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რეკორდურ მაჩვენებლად რჩებოდა.

1951 წელს მათ მოიგეს ინგლისის თასი ბლექპულთან ანგარიშით 2:0, არსენალთან. 1955 წელს მანჩესტერ სიტისთან ანგარიშით 3:1. 1961 წელს ისნი გავარდნენ ინგლისის პირველი დივიზიონიდან.

ჯო ჰარვიმ, რომელიც კაპიტანი იყო წლებიშ განმავლობაში ნიუკასლის ახალ ამპულაში მწვრთნელად მოევლინა ნიუკასლს. და სწორედ მისი წყალობით ნიუკასლმა მოიგო ინგლისი მეორე დივიზიონი 1965 წელს. იმ მომენტისათვის ნიუკასლს შეეძლო ყველა გუნდისათვის გაეწია წინააღმდეგობა, მაგრამ პოტენციალს ბოლომდე არ იყიენებდა. უმაღლეს მიღწევად ჯო ჰარვისთვის იყო ინგლისის პრემიერ ლიგაში მეშვიდე ადგილი 1969/70 წლებში.

1968 წელს მოიგეს იარმაროკის თასი. მათ მოუგეს ისეთ კლუბებს, როგორებიც არიან სპორტინგი, ფეინოორდი, სარაგოსა, რეინჯერსი და ორმაგი მატჩის შემდეგ უიპეშტი ანგარიშით შინ 3:0, ხოლო გასვლა 2:3. ასევე 1974 წლის მარცხი ინგლისის თასის ფინალში ლივერპულთან ანგარიშით 3:0. მალევე ჰარვი წავიდა და მისი ადგილი დაიკავა გორდონ ლიმ. 1975/76 წელს მან გუნდი პირველად და უკანასკნელად ისტორიაში გაიყვანა საფეხბურთო ლიგის ფინალში, სადაც დამარცხდნენ მანჩესტერ სიტისთან ანგარიშით 2:1.

მალევე მაკდონალდი გაიყიდა არსენალში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია კლუბისთვის ჩაეტარებინა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი. საახალწლოდ ისინი ლიდერობდნენ ჩემპიონობისთვის, მაგრამ გავიდნენ მხოლოდ მეხუთე ადგილზე. ალბათ ეს იმის ბრალი იყო, რომ 1977 წელს გორდონ ლი წავიდა ევერტონში და მის ადგილას მოვიდა რიჩარდ დინისი, რომელსაც გამოცდილება არ ქონდა. ამ მეხუთე ადგილმა კი გაიყვანა ისინი უეფა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ეს შანსი მათ ვერ გამოიყენეს. მატჩი დათმეს ფრანგულ კლუბთან ბასტიასთან. ამიტომ შეიცვალა მწვრთნელი და მის ადგილას მოვიდა ბილი მაკგარი, რომელმაც ვერ შესძლო ნიუკასლის გადარჩენა დივიზიონიდან გავარდნას.

მაკგარი დარჩა გუნდის მწვრთნელად, მაგრამ ორი ცუდი სეზონის შემდეგ 1980 წელს დაითხოვეს. იგი შეცვალა არტურ კოკსმა, რომელმაც კლუბი ინგლისის პრემიერ ლიგაში დააბრუნა. ერთ-ერთი ფეხბურთელი რომელიც მონაწილეობდა კლუბის გადმოყვანაში ინგლისი პრემიერ ლიგაში ეს იყო სახელოვანი კევინ კიგანი.

წარმატებისკენ სვლაში კიგანთან ერთად იყვნენ პიტერ ბირდსლი და კრის უოდლი, ასევე ვეტერანები კლუბის ტერი მაკდერმორტი და დევიდ მაკრირი. მაგრამ შემდეგი სეზონი წარუმატებელი იყო და კოკსი გადავიდა დერბი კაუნტრიში.

ახალი სეზონი ნიუკასლისთვის კარგად დაიწყო, რადგან კლუბში გამოჩნდა ახალი ტალანტი პოლ გასკოინა. კლუბს კი სათავეში ჩაუდგა ჯეკ ჩარლტონი, რომელიც მალე ჩაანაცვლა ვილი მაკფოლმა. მალევე გაიყიდა ბირდსლი ლივერპულში და გასკოინა ტოტენჰემ ჰოცპურში და კლუბმა დაიწყო დაღმასვლა.

5 თებერვალს 1992 წელს კევინ კიგანი გახდა ნიუკასლის ახალი მწვრთნელი. კიგანს მოუწევდა უკვე სასწაულის გაკეტება კლუბის გამოსაცოცხლებლად. ისინი გავარდნის პირას იყვნენ მათ მხოლოდ ორი ბოლო მატჩის მოგება აკლდათ, რომ გადარჩენილიყვნენ გავარდნას და მოიგეს კიდეც პორტსმუტთან და ლესტერ სიტისთან. კიგანმა კი დაისახა ახალი სტრატეგია ინგლისის პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად. 1992 წელს სეზონი ახალი დაწყებული იყო, როდესაც სტადიონი ბოლომდე იყო შევსებული და დაიწყო ნიუკასლის აღმასვლა, როდესაც გუნდმა 11 ზედიზედ გამარჯვება მოიპოვა. კლუბი შეივსო ახალი ფეხბურთელებით რაც გახდა ახალი ძალა კლუბის. შეძენილი იქნა ენდი კოული, რომელმაც გაიტანა 12 მატჩში 12 გოლი. ასევე რობერტ ლი და ბრაიან კილკლაინი. ნიუკასლს ყველანაირი შანსი ჰქონდა ინგლისის პრემიერ ლიგის მოგების სეზონიდან გამომდინარე მათ პირველი 6 მატჩი მოიგეს, მაგრამ მალევე კევინ კიგანი გაიყიდა მანჩესტერ იუნაიტედში, რამაც გუნდი არამარტო დაასუსტა, არამედ გულშემატკივრებმაც დაივიწყეს ნიუკასლი. ასეა თუ ისე კლუბმა ინგლისის პრემიერ ლიგა დაასრულა მეექვსე ადგილზე.

1996/97 წელს ინგლისის სუპერთასზე უამრავი გულშემატკივარი მოვიდა, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედმა მოიგო გამანადგურებელი ანგარიშით 0:4, მაგრამ ორი თვის შემდეგ მათ უპასუხეს ინგლისის პრემიერ ლიგაში და მოუგეს 5:0.

1996 წელს კლუბი სკანდალში ეხვევა, კლუბის ორი მმართველი პრესაში პროვოკაციას აწყობს. ისინი დასცინოდნენ ალან შირერს და უწოდეს ნიუკასლის პოლკოვნიკი, ასევე თვითონ ნიუკასლის ქალაქის ტაინსაიდის მაცხოვრებლებიც შეურაწყვეს.

2005 წლის აგვისტოში კლუბმა იყიდა მაიკლ ოუენი, რეალ მადრიდიდან 17 მილიონ ფუნტ სტერლინგად, რომელიც გახდა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ფეხბურთელი. ასევე კლუბში დაბრუნდა ნოლბერტო სოლანო.

ოუენისა და შირერის წყვილი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ მაიკლ ოუენმა მიიღო ტრამვა და ვერ ითამაშა სეზონი და იგი შეცვალა სოლა ამეობიმ.

სამწუხაროდ ეს წყვილი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. მანჩესტერ სიტისთან მარცხის შემდეგ მწვრთნელი წავიდა გუნდიდან და მის ადგილას მოვიდა გლენ რედერი ყოფილი უოტფორდის და ვესტ ჰემის მწვრთნელი. რედერის დამხმარე იყო ალან შირერი. პირველივე მატჩში რედერის თაოსნობით შირერმა გაიტანა კლუბის ისტორიაში 201 გოლი და მოხსნა ჯეკი მილბერნის რეკორდი, რითაც გახდა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. ახალმა მწვრთნელმა 15 ადგილიდან კლუბი აიყვანა 7 ადგილზე. 14 მატჩიდან 9 მოგებით დასრულდა.

23 მაისს 2007 წელს კლუბი იყიდა მაიკლ ეშლიმ ინგლისელმა მილიონერმა 41.6% აქციების სულ 55მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

1 აპრილს ალან შირერმა დროებით დატოვა ბი-ბი-სი, რადგან გამხდარიყო ნიუკასლის ახალი მწვრთნელი. მაგრამ მისი მწვრთნელის კარიერა წარუმატებელი აღმოჩნდა.

2010 წელს ნიუკასლმა გააფორმა კიდევ რამოდენიმე კონტრაქტი ფეხბურთელებთან. პირველი იყო ჯეიმს პერჩი 4 წლიანი კონტრაქტით. ნახევარმცველი დენ გოსლინგი, სოლ კემბელი, შეიკ ტოტე და ხატემ ბენ არფა.

სეზონის დასაწყისში ისინი განადგურდნენ მანჩესტერ იუნაიტედის მიერ ანგარიშით 3:0. ამის შემდეგ მათ შესძლეს და ასტონ ვილას მოუგეს 6:0.

/p/td

კომენტარის დატოვება

-
Translate »