[google-translator]
ბლოგი ფეხბურთზე

ბლოგი

კარტოფილისა და ფარშის ცხობილა

კარტოფილის და ფარშიც ცხობილა

კერძი კარტოფილით და ფარშით. ოჯახიც და სტუმრებიც კმაყოფილები დარჩებიან.

ინგრიდიენტები

  • საქონლის ფარში – 0,5 კილო
  • კარტოფილი – 3 – 4 ცალი
  • ტკბილი წიწაკა წითელი – 1 ცალი
  • ხახვი – 1 ცალი
  • კვერცხი – 3 ცალი
  • რძე – 1 ჭიქა
  • ფქვილი – 2 სუფრის კოვზი
  • კარაქი – 2 სუფრის კოვზი
  • ზეთი (გემოვნებით) – 15 გრამი
  • ოხრახუში (გემოვნებით) – 15 გრამი
  • კამა (გემოვნებით) – 10 გრამი
  • მარილი (გემოვნებით) – 5 გრამი.
  • წიწაკა შავი დაფქვილი (გემოვნებით) – 5 გრამი.
  1. როგორ მოვამზადოთ ” კარტოფილისა და ფარშის ცხობილა”
  2. ხახვი დაჭერით წვრილად და შეწვით ოქროსფრად.დაუმატეთ ფარში.
  3. კარტოფილი გასუფთავეთ და დაჭერით რგოლებად.შეწვით ორივე მხრიდან სიწითლემდე (ოქროსფრად)
  4. დაჭერით მწვანილი და დაუმტეთ ფარშს ტაფაზე,მოაყარეთ მარილი,წიწაკა,კარგად აურიეთ და 2 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
  5. ფორმაში მოათავსეთ ფარშის ნახევარი,შემდეგ შემწვარი კარტოფილის თხელი ფენა და მესამე ფენად ფარშის მეორე ნახევარი.
  6. შედგით ცხელ ღუმელში 25 – 30 წუთით.
  7. სანამ მზადდება ცხობილა, მოამზადეთ სუფლე.
  8. კარაქი გაადნეთ ქვაბში, დაუმატეთ ფქვილი და აურიეთ.
  9. დაუმატეთ რძე და გადმოდგით ცეცხლიდან
  10. კვერცხი გულის მოაცილეთ ცილა და დაუმატეთ გაცივებულ მასას.
  11. კვერცხის ცილა ათქვიფეთ კარგად (ქაფი უნდა მოიდო კარგად), დაამატეთ ქვაბში.
  12. 25 – 30 წუთის შემდეგ გამოღეთ ღუმელიდან ცხობილა და მოასხით მას სუფლე.
  13. შედგით ისევ ღუმელში 20 წუთით.
  14. შემდეგ გამორთეთ ღუმელი, გააღეთ და დატოვეთ კერძი კიდე 10 – 15 წუთით.

გაამოთ!!

როგორ ვიხმაროთ სწორედ კერამიკული დანები?

მოხმარებამდე აუცილებლად წაიკითხეთ მოყოლილი ინსტრუქცია. კერამიკული დანები იდეალურია ბოსტნეულის ,ხილის, ხორცის (ძვალ გამოცლილი) დასაჭრელად. დანა მოარიდეთ მკვრივ ზედაპირზე დავარდნას. მოარიდეთ ღია ცეცხლს.


100 გრამი პროდუქტი შეიცავს.

კალორიები: 152,4 კილო კალორიას.

ცილები: 7,4 გრამი.

ცხიმები: 10,1 გრამი.

ნახშირწყლები: 7,9 გრამი.

კულინარიული რეცეპტები

გულიაში ბოსტნეულით და საქონლის ხორცით

გულიაში

გულიაში ბოსტნეულით.არსებობს მომზადების რამოდენიმე ვარიანტი,გთავაზობთ ერთ ერთ მათგანს.

ინგრიდიენტები

  • ხახვი – 1 ცალი
  • პაპრიკა დაფქვილი (წიწაკა) 4 – ჩაის კოვზი
  • საქონლის ხორცი – 600 გრამი
  • შავი დაფქვილი წიწაკა – 0,5 ჩაის კოვზი
  • სტაფილო (დიდი) – 1 ცალი
  • წითელი ტკბილი წიწაკა – 1 ცალი
  • პომიდორი – 150 გრამი
  • ნიორი – 4 კბილი
  • კარტოფილი (საშუალო ზომის) – 500 გრამი
  • წყალი – 3 ლიტრა
  1. როგორ მოვამზადოთ ” როგორ მოვამზადოთ საქონლის გულიაში ბოსტნეულით”
  2. ხახვი დაჭერით და შეწვით ოქროსფრად,დაუმატეთ პაპრიკა.
  3. მსხილ ნაჭრებად დაჭერით საქონლის ხორცი.გემოვნებით მოაყარეთ მარილი და წიწაკა.მოხრაკეთ დიდ ცეცხლზე.
  4. შემდეგ დაასხით წყალი და შუშეთ დაახლოებით ერთი საათი.
  5. სტაფილო და ტკბილი წიწაკა დაჭერით კუბიკებად.
  6. დაამატეთ გულიაშს სტაფილო,პომიდორი,წიწაკა და ნიორი.დაუმატეთ წყალი და განაგრძეთ შუშვა.
  7. როდესაც ხორჩი გახდება რბილი,დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი.
  8. შუშეთ კარტოფილის მომზადებამდე.
  9. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან,დააფარეთ თავსახური და ცოტახანი დააყოვნეთ,მირთმევამდე.

გაამოთ!!

საკვები დანამატები – E104 ყვითელი ხინოლინი
ყვითელი ხინოლინი (Quinoline Yellow, Acid Yellow 3, E104) მომწვანო – მოყვითალო საღებავი.გამოიყენბა შებოლილ თევზში, ფერად დრაჭეში, საღეჭ რეზინაში (კევი).
იწვევს კანის ანთებას და ზედმეტ აქტიურობას ბავშვებში. აკრძალულია ავსტრალიაში,ნორვეგიაში,იაპონიაში და ამერიკაში.


100 გრამი პროდუქტი შეიცავს.

კალორიები: 36,9 კილო კალორიას.

ცილები: 2,9 გრამი.

ცხიმები: 1,7 გრამი.

ნახშირწყლები: 2,7 გრამი.

კულინარიული რეცეპტები

ბადრიჯანი ტომატის სოუსში

ბადრიჯანი ტომატის სოუსში

ბადრიჯანი ტომატში ადვილია მოსამზადებლად და გემრიელია.

ინგრიდიენტები

  • ბადრიჯანი – 2 ცალი
  • კვერცხი – 2 ცალი
  • ფქვილი – 3 სუფრის კოვზი
  • ყველი პარმეზანი (შეიძლება სხვა მკვრივი ყველის გამოყენება) – 20 გრამი
  • ზეითუნის ზეთი – 20 გრამი
  • მარილი (გემოვნებით) – 2 გრამი.
    სოუსისათვის
  • პომიდორი – 4 ცალი
  • ზეითუნის ზეთი – 5 გრამი
  • ნიორი – 2 კბილი
  • რეჰანი – გემოვნებით
  1. როგორ მოვამზადოთ “ბადრიჯანი ტომატის სოუსში”
  2. ბადრიჯანი დაჭერით რგოლებად,თვითეული ნაჭერს მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 10 – 15 წუთით , სიმწარე რომ გაუვიდეს, წვენთან ერთად.
  3. შეამშრალეთ ბადრიჯანი ქაღალდის ხელსახოცით.
  4. თეფშე გადმოიღეთ ფქვილი,მასში ბადრიჯნის ამოსავლებლად.მეორე თეფშში ჩახალეთ კვერცხი.
  5. გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე,დაასხით ზეთი.
  6. ბადრიჯნის თვითეული ნაჯერი ამოავლეთ ფქვილში ორივე მხრიდან. შემდეგ ამოავლეთ  კვერცხში.
  7. ამის შემდეგ მოათავსეთ ტაფაზე და შეწვით ოქროსფრად, სირბილემდე.
  8. მომზადებული ბადრიჯანი მოათავსეთ თეფშზე.
  9. მოამზადეთ ტომატის სოუსი, რეჰანით.
  10. მოხარშეთ პომიდორი ქვაბში ,  პომიდორები წინასწარ დასერეთ.
  11. როგორც კი მზად იქნება პომიდორი – მოაცილეთ კანი და დააბლენდერეთ ერთგვაროვან მასამდე.
  12. გააცხელეთ ტაფა, დაამატეთ ცოტაოდენი ზეთი და ნიორი.
  13. შემდეგ დაუმატეთ დაბლენდერებული პომიდორის მასა და ცოტახანი შუშეთ, ზედმეტი ტენიანობის ასაორთქლებლად.
  14. მოაყარეთ მარილი და წვრილად დაჭრილი რეჰანი გემოვნებით.
  15. მოასხით ბადრიჯანს მომზადებული სოუსი და ზევიდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.

გაამოთ!!

საკვები დანამატები – E102 ტარტრაზინი.

ეს ნივთიერება განეკუთვნება სინთეტიკურ საკვებ დანამატებს. ნივთიერებათა ჯგუფს რომელიც ბუნებაში არ არებობს, იქმნება ხელოვნური მეთოდით.
E102 ტარტრაზინი გამოიყენება ნაყინში, ჟელეში, პიურეში, იოგურტში, მდოგვში და გაზიან სასმელებში.ძალიან სახიფათო ასტმით დაავადებულთათვის. შესაძლოა გამოიწვიოს შაკიკი, ქავილი, თვალთხედვის დაზიანება, ბავშვებში გაღიზიანებულობა,ზედმეტი აქტიურობა, ძილის პროცესის დარღვევა. ტარტრაზინი გახლავთ ძლიერი ალერგენი.

აკრძალულია მისი გამოყენება ბევრ ქვეყანაში.

100 გრამი პროდუქტი შეიცავს.

კალორიები: 99,4 კილო კალორიას.

ცილები: 3,6 გრამი.

ცხიმები: 5 გრამი.

ნახშირწყლები: 10,9 გრამი.

კულინარიული რეცეპტები

-