[google-translator]
ბლოგი ფეხბურთზე

ბლოგი

ბულგარული სალათი

ბულგარული სალათი

ბულგარეთის ტრადიციული კერძი.სალათი გამოდის არაჩვეულებრივად გემრიელი.

ინგრიდიენტები

  • საშუალო ზომის პომიდორი – 4 ცალი
  • საშუალო ზომის კიტრი – 4 ცალი
  • ტკბილი წიწაკა წითელი – 1 ცალი
  • ხახვი – 1/2 ცალი
  • ყველი ბრინზა – 60 გრამი
  • ზეთის ხილი (გასაფორმებლად გემოვნების მიხედვით) – 20 გრამი
  • ზეითუნის ზეთი – 15 გრამი
  • ძმარი (გემოვნებით) – 10 გრამი
  • მარილი (გემოვნებით) – 2 გრამი.
  • წიწაკა (გემოვნებით) – 2 გრამი.
  1. როგორ მოვამზადოთ ” ბულგარული სალათი”
  2. წიწაკა გამოაცხვეთ ღუმელში (დუხოვკაში) 25 წუთის განმავლობაში – ტემპერატურა 200 გრადუსი.
  3. მზა წიწაკა შეახვიეთ ცელოფანში და გააჩერეთ ესე 10 წუთით (უფრო ადვილი იქნება კანის მოშორება).
  4. წიწაკას მოაცილეთ კანი და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.
  5. ბრინზა გახეხეთ მსხვილად,ხახვი დაჭერით თხლად.
  6. პომიდორი დაჭერით ნაჭრებად.
  7. კიტრი გათალეთ და დაჭერით ნახევარ-რგოლისამებრ.
  8. დიდ ჯამში მოათავსეთ პომიდორი,კიტრი,წიწაკა, და ხახვი . ყველაფერი აურიეთ.
  9. გემოვნების მიხედვით დაუმატეთ ძმარი და ზეითუნის ზეთი, დაამატეთ მარილი და წიწაკა. აურიეთ.
  10. სალათს მოაყარეთ ბრინზა და გააფორმეთ ზეთის ხილით.

გაამოთ!!

საკვები დანამატები – E100 კურკუმინები.

კურკუმინები (Curcumin, turmeric, ტუმერიკი) – ნატურალური საღებავები. კურკუმინები აძლევს შემღებავ ობიექტს ფორთოხლის ფერს ან ყვითელ ფერს. დაშვებულია მისი გამოყენება კვების მრეწველობაში.
კუკურმინი – გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში,ლიქიორებში,ხორციან კერძებში. გემო მომწარო,მწვავე, კურკუმა ძირითადი კომპონენტია პოპულარული ნაზვავისა – კარრი. აზიაში კურკუმას ხმარობენ თევზის,ბოსტნეული,ბრინჯის,ხორცისა და ცომეულის მომზადების დროს.

100 გრამი პროდუქტი შეიცავს.

კალორიები: 49,3 კილო კალორიას.

ცილები: 1,8 გრამი.

ცხიმები: 3,1 გრამი.

ნახშირწყლები: 3,7 გრამი.

კულინარიული რეცეპტები

ყველის კონვერტები

ყველის კონვერტები კერძი

უგემრიელესი კერძი ლავაშისაგან.მინიმუმ დრო და ხარჯი!

ინგრიდიენტები

  • თხელი ლავაში (გამოდგება სომხური) – 2 ცალი.
  • ქათმის კვერცხი 2 ცალი.
  • გამდნარი ყველი (Плавленый сыр – ნებისმიერი მშრალი ყველიც გამოდგება) 200 გრამი.
  • ნიორი – 2 კბილი.
  • კამა – 20 გრამი.
  • კარაქი – 2 სუფრის კოვზი
  1. როგორ მოვამზადოთ “კერძი ყველის კონვერტები”
  2. გამდნარი ყველი დაჭერით საშუალო ზომოს ნაჭრებად.
  3. ნიორი დანაყეთ, კამა დაჭერით წვრილად.
  4. ლავაში დაჭერით კვადრატებად (დაახლოებით 10 – 10 სანტიმეტრზე).
  5. თვითეული ლავაშის კიდეზე მოათავსეთ ყველის ნაჭერი.ცოტა ნიორი და კამა,შეახვიეთ თვითეული ლავაში კონვერტისამებრ.
  6. ათქვიფეთ კვერცხი.
  7. ამოავლეთ კვერცხში კონვერტები.
  8. შეწვით კონვერტები დიდ ცეცხლზე კარაქ წასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან, ოქროს ფრად.

გაამოთ!!

ვიტამინი – ა (რეტინოლი)

ვიტამინი ა – ცხიმდამშლელი ვიტამინია,ანტიოქსიდანტია,საჭიროა ძვლებისა და თვალებისათვის,ასევე ჯანმრთელი კანისათვის,თმებისა და იმუნიტეტისათვის. უჯრედების ზრდისათვის. ანელებს დაბერების პროცესს.
საუკეთესო წყარო ა – ვიტამინისა გახლავთ – თევზის ქონი და ღვიძლი.მეორე ადგილი უკავია კარაქს,კვერცხის გულს,ნაღებს.
ა ვიტამინის ნორმალურად გადასამუშავებლად საჭიროა რომ საკვებ რაციონში იყოს ცხიმები და ცილები.

 

100 გრამი პროდუქტი შეიცავს.

კალორიები: 57,6 კილო კალორიას.

ცილები: 2,9 გრამი.

ცხიმები: 4 გრამი.

ნახშირწყლები: 3,2 გრამი.

კულინარიული რეცეპტები

ბადრიჯნისაგან მომზადებული ფარშევანგის კუდი

ბადრიჯნისაგან მომზადებული კერძი ფარშევანგის კუდი

გემრიელი და ეფექტური კერძი ბადრიჯნისაგან.ფარშევანგის კუდი.

ინგრიდიენტები

  • ბადრიჯანი – 2 ცალი
  • გამდნარი ყველი (რუსულად ესე ქვია Сыр плавленый) – 200 გრამი.
  • ქათმის კვერცხი – 2 ცალი.
  • კიტრი – 1 ცალი
  • მაიონეზი – 2 სუფრის კოვზი
  • ნიორი – 3 კბილი.
  • წითელი ბულგარული წიწაკა – 1/3
  • ზეთის ხილი – კურკა გამოცლილი – 20 გრ.
  • მარილი (გემოვნებით) – 2 გრამი.
  • ზეთი – 1 სუფრის კოვზი.
  1. როგორ მოვამზადოთ “ბადრიჯნისაგან კერძი ფარშევანგის კუდი”
  2. ქათმის კვერცხები მოხარშეთ წინასწარ
  3. ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად,  მათი სისქე არ უნდა იყოს 1 სმ მეტი.
  4. შეწვით ბადრიჯანი ზეთში, ორივე მხრიდან, ოქროს ფრამდე.
  5. ამის შემდეგ გადაიღეთ ბადრიჯანი ხელსახოცზე (სალფეტკა) ზედმეტი ზეთის მოსაშორებლად.
  6. გამდნარი ყველი და კვერცხი გახეხეთ სახეხზე.
  7. დანაყენთ ნიორი, დაუმატეთ კვერცხსა და ყველს , გემოვნებით შეკაზმეთ მარილითა და მაიონეზით, ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში.
  8. კიტრი გარეცხეთ და დაჭერით თხელ რგოლებად. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ და დაჭერით მოგრძოდ.
  9. ზეთის ხილი გაჭერით შუაზე.
  10. თვითეულ ბადრიჯანზე მოათავსეთ ერთი კოვზი ყველის მასა.კიტრის ნაჭერი და ზეთის ხილი.
  11. ბადრიჯნის ზევითა ნაწილზე მოათავსეთ რკალისამებრ ბულგარული წიწაკის ნაჭერი.
  12. განათავსეთ მომზადებული ბადრიჯნის ნაჭრები თეფშზე ფარშევანგის კუდის მსგავსად.

გაამოთ!!


100 გრამი პროდუქტი შეიცავს.

კალორიები: 156,2 კილო კალორიას.

ცილები: 6,8 გრამი.

ცხიმები: 10,4 გრამი.

ნახშირწყლები: 9,3 გრამი.

კულინარიული რეცეპტები

-