უგემრიელესი კერძი ლავაშისაგან.მინიმუმ დრო და ხარჯი!
ინგრიდიენტები
- თხელი ლავაში (გამოდგება სომხური) – 2 ცალი.
- ქათმის კვერცხი 2 ცალი.
- გამდნარი ყველი (Плавленый сыр – ნებისმიერი მშრალი ყველიც გამოდგება) 200 გრამი.
- ნიორი – 2 კბილი.
- კამა – 20 გრამი.
- კარაქი – 2 სუფრის კოვზი
- როგორ მოვამზადოთ “კერძი ყველის კონვერტები”
- გამდნარი ყველი დაჭერით საშუალო ზომოს ნაჭრებად.
- ნიორი დანაყეთ, კამა დაჭერით წვრილად.
- ლავაში დაჭერით კვადრატებად (დაახლოებით 10 – 10 სანტიმეტრზე).
- თვითეული ლავაშის კიდეზე მოათავსეთ ყველის ნაჭერი.ცოტა ნიორი და კამა,შეახვიეთ თვითეული ლავაში კონვერტისამებრ.
- ათქვიფეთ კვერცხი.
- ამოავლეთ კვერცხში კონვერტები.
- შეწვით კონვერტები დიდ ცეცხლზე კარაქ წასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან, ოქროს ფრად.
გაამოთ!!
ვიტამინი – ა (რეტინოლი)
ვიტამინი ა – ცხიმდამშლელი ვიტამინია,ანტიოქსიდანტია,საჭიროა ძვლებისა და თვალებისათვის,ასევე ჯანმრთელი კანისათვის,თმებისა და იმუნიტეტისათვის. უჯრედების ზრდისათვის. ანელებს დაბერების პროცესს.
საუკეთესო წყარო ა – ვიტამინისა გახლავთ – თევზის ქონი და ღვიძლი.მეორე ადგილი უკავია კარაქს,კვერცხის გულს,ნაღებს.
ა ვიტამინის ნორმალურად გადასამუშავებლად საჭიროა რომ საკვებ რაციონში იყოს ცხიმები და ცილები.
100 გრამი პროდუქტი შეიცავს.
კალორიები: 57,6 კილო კალორიას.
ცილები: 2,9 გრამი.
ცხიმები: 4 გრამი.
ნახშირწყლები: 3,2 გრამი.

კომენტარის დატოვება