html - ის გაკვეთილები - საიტის შექმნა

ბლოგი

html – ის გაკვეთილები გაკვეთილი პირველი.

პირველ რიგში ჩვენ შევქმნით საქაღალდეს (პაპკას) ჩვენ კომპიუტერზე ჩვენი მომავალი საიტისათვის. (სჯობია ყოველთვის გამოიყენოთ ლათინური შრიფტი, როდესაც სახელწოდებას აძლევთ პაპკას და თვითონ ფაილებს, რატომ? დავუშვათ თქვენ მოინდომეთ თქვენი საიტის გადატანა სხვა კომპზე იქ კი ქართული შრიფტი არ აყენია, სათაურები არაკორექტულად გამოჩნდება ესეთ შემთხვევაში.)

E : \ პირველი საიტი\ (ლათინური ვარიანტი E : \ pirveli_saiti\ )

მე ესეთი პაპკა შევქმენი ჩემ კომპიუტერზე E დისკზე, და დავარქვი მას პირველი საიტი. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ შექმნათ თქვენი პაპკა ნებისმიერ დისკზე და მისცეთ მას ნებისმიერი სახელწოდება. ეხლა გავხსნათ ბლოკნოტი – notepad (start – programs – accessories – notepad ან რუსული ვარიანტი пуск – программы – стандартные – блокнот)
და ავკრიფოთ მასში ქვემოთ მოცემული გამუქებული ტექსტი:

საიტის შექმნა<html>
<head>
<title>პირველი საიტი</title>
</head>
<body>
ეს ჩემი ვებ გვერდია.
<br>
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
</body>
</html>
(ნახვა)

შევინახოთ ეს დოკუმენტი, როგორც html

E : \ პირველი საიტი\ index.html
ბევრ დამწყები ამ ეტაპზე იჭედება. მათ არ გამოსდით დოკუმენტის სწორად შენახვა, გამოსდით მისი შენახვა მხოლოდ როგორც ტექსტური დოკუმენტი txt.

თუ თქვენ ინახავთ დოკუმენტს ესე Файл -> Сохранить (File -> Save), მაშინ ბუნებრივია რომ იგი შეინახება როგორც txt. თქვენი დოკუმენტის html ფორმატში შესანახად უნდა მოიქცეთ შემდეგნაირად:
– Файл -> Сохранить Как (File -> Save as)
შემდეგ შეიყვანეთ თქვენი დოკუმენტის სახელწოდება, მაგალითად : index.html (არა უბრალოდ index, html უნდა ახლდეს აუცილებლად).
თუ თქვენ უკვე შეინახეთ თქვენი დოკუმენტი როგორ html, მაშინ ამ დოკუმენტში ცვლილებების შეტანისას, თქვენ უკვე შეგიძლიათ იგი შეინახოთ ესე – Файл -> Сохранить (File -> Save).

ეხლა გავხსნათ ბრაუზერი მაგალითად Google chrome (ბლოკნოტი არ დახუროთ, იგი ჩვენ ჯერ კიდევ დაგვჭირდება) და გავხსნათ ბრაუზერში ჩვენი დოკუმენტი.

Файл – Открыть – кнопка Обзор – Наш документ (index.html)
File – Open – Browse – index.html.

თუ ჩვენ მოვახდინეთ რაიმე ცვლილებები ჩვენ html დოკუმენტში (ბლოკნოტში) , მაშინ ამ ცვლილებების სანახავად ბრაუზერში, არ უნდა დაგვავიწყდეს ღილაკ განახლების დაჭერა (ან კლავიატურაზე ღილაკი F5) თუ მომხდარ ცვლილებებს ვერ ხედავთ, ეს ნიშნავს იმას რომ თქვენ არასწორად დაწერეთ რამე. ან დაგავიწყდათ დოკუმენტის შენახვა. ეხლა მოდით შევამოწმოთ რა გამოგვივიდა.

( დამატება – Google chrome ინახავს ისტორიას, ამიტომ იგი ხშირად აჩვენებს ძველ ინფორმაციას, ხშირად გაასუფთავეთ მისი კეში დაგროვილი ისტორიისაგან).

იხილეთ გაგრძელება გაკვეთილი მეორე

5 Responses to "რა არის html ? საიტის შექმნა"

  1. saba Posted on ხუთშაბათი, ოქტომბერი 13, 2016 at 10:28 pm

    ver vqmni saits da tu sheidzleba itxarit rogor gavaketo

  2. გიორგი Posted on ხუთშაბათი, იანვარი 22, 2015 at 10:01 pm

    გამარჯობათ!  შევინახე და მოზილას ლოგო ეხატა , შენსაში კი გუგლი იყო , რატო მოხდა ეგრე                           გუგლის შვილობილი თუ რაცაა =D =D  colnowo ეს ბრაუზერი მაქ და მაქედან შევდივარ სულ , მაგის ბრალი ხომ არაა  

  3. თამუნა Posted on ხუთშაბათი, აპრილი 3, 2014 at 8:48 am

    didi madlobaa gaixaret

  4. თამუნა Posted on ორშაბათი, მარტი 31, 2014 at 7:43 am

    ver vinaxav rogorc html ,rogorc txt ase inaxeba ,marto saxelis shecvla shemidzlia,

    • Goal_Keeper Posted on ორშაბათი, მარტი 31, 2014 at 1:36 pm

      გამარჯობათ თამუნა

      იხილეთ ვიდეო გაკვეთილი ამავე გვერდზე

კომენტარის დატოვება

-
Translate »