პროცესორი კომპიუტერის ნაწილები,რა არის პროცესორი

ბლოგი


პროცესორი, რა უნდა გავითვალისწინოთ პროცესორის არჩევისას

procesori
 ცენტრალური პროცესორი – კომპიუტერის ძირითადი ნაწილია .
პროცესორის ძირითადი მონაცემები: ბირთვების რაოდენობა, ტაქტური სიხშირე , კეშის მოცულობა L1 и L2, L3, გრაფიკული ბირთვი, სოკეტის ტიპი, სითბოს გამოყოფა.
პროცესორი ჩიპსეტთან ერთად მართავს ინფორმაციას რომელიც იმყოფება კომპიუტერზე. თუ როგორ იმუშავებს კომპიუტერი დამოკიდებულია იმაზე როგორი პროცესორი აყენია კომპიუტერზე ხოლო თვითონ პროცესორის მუშაობა დამოკიდებულია მის ტაქტურ სიხშირეზე და კეშის მოცულობაზე. 

პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ პროცესორის არჩევისას ეს –ბირთვების რაოდენობაა. ბირთვი– ეს პროცესორის მოდულია ,რომელშიც ხდება მონაცემთა ძირითადი ოპერაციების დამუშავება , ამიტომ, რაც უფრო მეტია ბირთვების რაოდენობა  – მით უფრო მაღალია კომპიუტერის  პროდუქტიულობა. ორ-ბირთვიანი პროცესორი იმუშავებს თითქმის ორჯერ უფრო ჩქარა ვიდრე ერთბირთვიანი (იმ პირობით თუ ემთხვევა სხვა პარამეტრებიც).
მაგრამ სუყველა პროგრამა არ არის გათვალისწინებული რამოდენუიმე ბირვთთან სამუშაოდ . ეს ლაპარაკობს იმაზე რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მონაცემები როგორიცაა  – პროცესორის ტაქტური სიხშირე.

პროცესორის და დედა პლატის არჩევისას საჭიროა ყურადღების მიქცევა სოკეტ-ზე(Socket).სოკეტი– ეს სლოტია , რომელიც უზრუნველყოფს პროცესორის ელექტრო და მექანიკურ შეერთებას სისტემურ პლატასთან  (დედა პლატასთან) .  ამ მონაცემების გათვალისწინება საჭიროა სისტემური პლატის არჩევის დროს. არა ღირს ყიდვა პროცესორისა რომელიც ყენდება ძველი ტიპის სოკეტზე, რადგან შემდეგში თუ დააპირებთ კომპიუტერის მოდერნიზაციას ან უბრალოდ პროცესორის შეცვლას, სოკეტის მოდელი შეიძლება მოიხსნას წარმოებიდან და როგორც მინიმუმი მოგიწევთ ახალი დედა პლატის ყიდვა.  შეამოწმეთ დოკუმენტაცია პროცესორისა და დედა პლატის :მათი სოკეტების აღწერა უნდა ემთხვეოდეს . 

მუშაობის დროს პროცესორი გამოყოფს ბევრ სითბოს, საჭიროა მისი განეიტრალება: წინაამღდეგ შემთხვევაში პროცესორი ძალიან მალე გამოდის მწყობრიდან(«გადაიწვება»). ამისათვის პირდაპირ პროცესორზე ყენდება რადიატორი , ეფექტურობისათვის პროცესორსა და რადიატორს შორის ანთავსებენ ტერმოპასტას . მაგრამ ეს არ არის საკმარისი :ზევიდან რადიატორზე ყენდება ვენტილიატორი.

ტაქტური სიხშირე— გვიჩვენებს,რამდენი ტაქტს, ციკლს, ელემენტარულ ოპერაციას ასრულებს პროცესორი წამში. სიხშირე იზომება გიგაგერცებში(Hz), მაგალითად პროცესორს ტაქტური სიხშირით 1Hz შეუძლია შეასრულოს 1 მილიარდი ოპერაცია წამში ,რაც უფრო მაღალია ეს პარამეტრი მით უფრო ჩქარა ხდება ინფორმაციის დამუშავება თანამედროვე კომპიუტერების პროცესორები ძალიან ჩქარია, ამიტომ სიხშიერე მითითებულია მეგა გერცებში და გიგა გერცებში. 

კეშის მოცულობა— ეს მეხსიერების მაღალ სიჩქრიანი ბლოკია , რომელიც განთავსებულია პირდაპირ პროცესორში. მონაცემათა დამუშავების სიჩქარე კეშიდან გაცილებით უფრო ჩქარია,ვიდრე ოპერატიული მეხსიერებიდან, რის შედეგადაც მაღლდება პროდუქტიულობა.

. კეში{cache ნიშნავს«მარაგს») — იგი საჭიროა პროგრამული კოდის და მონაცემების დროებით შენახვისთვის.კეშ მეხსიერებაში ინახება ყველაზე ხშირად გამოყენებული ინფორმაცია რომელიც კოპირდება მთავარი მეხსიერებიდან. გასაგებია რომ, კეშ მეხსიერების ზომა ზეგავლენას ახდენს პროცესორის სიჩქარეზე .
პროცესორი აღინიშნება შემდეგი ასოებით CPU {Central Processing Unit).პრაისში  ხშირად მიუთითებენ ხოლმე კომპანია მწარმოებელს , პროცესორის დასახელება მისი ტაქტური სიხშირე . მაგალითად, Intel Pentium-4 2800 ხანდახან პროცესორის  კეშ მეხსიერებასაც მიუთითებენ  (512 კილობაიტი, 1 მბაიტი, 2 მბაიტი) .

არსებობს რამოდენიმე საფეხური პროცესორის კეშ მეხსიერებისა:
    – კეში პირველი საფეხურისა  (L1) – მოცულობით ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე ჩქარი. 
    – კეში მეორე საფეხურისა (L2), – პირველზე უფრო ნელია, მაგრამ მოცულობით უფრო დიდია. 
    – კეში მესამე საფეხურისა (L3), -მეორეზე ნელია, მაგრამ მოცულობით გაცილებით უფრო დიდია. ესეთი კეში გააჩნია თანამედროვე ძლიერ პროცესორებს მხოლოდ.

რაც შეეხება მწარმოებელს, აქ ორი ძირითადი ვარიანტია. ამ დროისათვის პროცესორების 90% აწარმოებს ორი კომპანია : Intel და AMD.

კომპანია Intel გამოირჩევა მაღალი პროდქტიულობით, რომელიც უზრუნველუოფს პროცესორს ბირთვების მაღალ სიხშირით და კეშს საკმაოდ დიდი ზომის მეხსიერებით. მინუსი ძალიან მაღალი ფასი და ძალიან დიდი სითბოს გამოყოფა.

კომპანია AMD გამოირჩევა- ოპერატიული მეხსიერების ჩაქსოვილი კონტროლიორით, ასევე ხარისხიანი გრაფიკული ბირთვით. მისაღები ფასი და უფრო სტაბილური მუშაობა სითბოს გამოყოფასთან დაკავშირებით. პროდუქტიულობა ამ ფირმის პროცესორებისა ცოტათი უფრო დაბალია, ვიდრე  Intel- ისა.

გადასვლა კომპიტერის გაკვეთილებში

6 Responses to "პროცესორი კომპიუტერის ნაწილები"

  1. მარიამ ასლანიშვილი Posted on ორშაბათი, ივლისი 11, 2016 at 7:44 pm

    ლეპტოზე უცბად გამოხტა ე.წ. “ბლუ სქრინი”
    ხომ არ იცით რისი ბრალია და რითი ვუშველო?

  2. giorgi Posted on ხუთშაბათი, მაისი 21, 2015 at 1:51 am

    ბატონო დავით!  გამიკეთეს უკვე .   მადლობა <3   

  3. giorgi Posted on კვირა, მაისი 17, 2015 at 4:25 am

    ბატონო დავით! რა მაინტერესებს :  ეს კეშ მეხსიერება იგივე ოპერატიული მეხსიერება ხომააა ( SRAM )  ?  და კიდევ  ბატონო დავით კომპიუტერს რო ვთიშავ დიდხანს უნდება გათიშვა , რაღაცას აწერს არ გათიშოთო კომპიუტერი …    გათიშვას უნდება 5-10 წუთი მინიმუმ :დ . იქნებ დამეხმაროთ  ბატონო დავით ! 

    • Goal_Keeper Posted on კვირა, მაისი 17, 2015 at 1:24 pm

      გამარჯობათ გიორგი კარგი იქნება თუ თქვენი ეკრანის სკრონშოტს გამოგვიგზავნოთ (ან ფოტოს რომ ვნახოთ რას წერს. ტექსტი უნდა ჩანდეს გარკვევით).

      როგორც ვიცით პროცესორი მუშაობს მონაცემებთან რომელიც შენახულია ოპერატიულ მეხსიერებაში, პროცესორისა და ოპერატიულ მეხსიერბას შორის სიჩქარეში განსხვავება დიდი იქნებოდა თუ პროცესორი პირდაპირ აიღებდა ინფორმაციას ოპერატიულიდან.(ბევრ დროს იქნებოდა ესე ვთქვათ უქმ მდგომარეობაში,დაგვიანებებით აიღებდა ინფორმაციას ოპერატიულიდან).ხოდა აი ზუსტად ამ სიმპტომების გასაქვითად გამოიყენება კეშ მეხსიერება, რომელიც გაცილებით უფრო ჩქარია ვიდრე ოპერატიული მეხსიერება.

  4. dato Posted on პარასკევი, ნოემბერი 7, 2014 at 12:19 pm

    kompi maq p4v8000-x 478 pin gaqvt ris bralia shertebulia aritoba deda plata lamfushka anatebs aritoba

    • Goal_Keeper Posted on პარასკევი, ნოემბერი 7, 2014 at 5:55 pm

      მართალი გითხრათ მთლად ვერ გავიგეთ რას გულისხმობთ? დააყენეთ ახალი დედა პლატა და კომიუტერი არ ირთვება თუ რა?

      თუ დაწერდით უფრო გარკვევით კარგი იქნებოდა

კომენტარის დატოვება

-
Translate »