ვიდეო კარტა ,მისი მონაცემები და არჩევა

ბლოგი

ვიდეოკარტა

ვიდეოკარტა
ვიდეო კარტა(გრაფიკული პლატა) 
– მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის გრაფიკულ გამოსახულებას ეკრანზე გამოსაყვანად ,რომელიც ინახება კომპიუტერის მეხსიერებაში.ერთი სიტყვით, მას გამოყავს გამოსახულება თქვენი მონიტორის ეკრანზე. და რაც უფრო კარგი ხარისხისაა ვიდეოკარტა მით უფრო ჩქარი და ხარისხიანი გამოსახულება იქნება ეკრანზე .

ვიდეოკარტის ძირითადი მონაცემები: გრაფიკული პროცესორი; მოცულობა, ტიპი და სიხშირე ვიდეომეხსიერებისა; ტიპი და გამტარიანობა მეხსიერების შინისა ; ინტერფეისი; გაცივების სისტემის კონსტრუქცია; გაბარიტები; მხარდაჭერა CrossFireХ და SLI.

ვიდეოკარტა იყოფა ორ ტიპზე : ინტეგრირებული(ჩაკერილი) და დისკრეტული(ცალკეული).

ინტეგრირებული გრაფიკული პლატა, როგორც წესი იმყოფება სისტემურ პლატაზე. გრაფიკული პროცესორის როლს მასში ანხორციელებს ერთ ეთი ხიდი ჩიპსეტისა. ასეთი სახის ვიდეოკარტები ნაკლებად პროდუქტიულია. საკუთარი მეხსიერების არ ყოფნის გამო მას გამოეყოფა ნაწილი კომპიუტერული მეხსიერებისა . ასევე დამატებით იტვირთება ცენტრალური პროცესორი.
გრაფიკული დამაჩქარებელი

დისკრეტული ვიდეოკარტა -ცალკეული მოწლობილობაა , მიერთებულია სლოტზე სისტემურ პლატაზე . თანამედროვე პლატებისათვის არის ერთი შესაფერისი სლოტი  – PCI Express. არსებობს ამ სლოტის სხვადასხვა მოდიფიკაცია (PCI Express x1, PCI Express x4, PCI Express x16). ვიდეოკარტებისათვის ყველაზე შესაფერისი გახლავთ სლოტი PCI Express x16, რადგან იგი ყველაზე პროდუქტიულია.
ვიდეო კარტა
აი ასე გამოიყურება დისკრეტული ვიდეო კარტა ATI-AMD.
ციფრებით ფოტოზე მითითებულია:

  1. რადიატორი გამაცივებელი ვენტილიატორით
  2. სლოტი PCI Express რომლის მეშვეობითაც ვიდეო კარტა ყენდება სისტემურ პლატაზე
  3. (3-4) ვიდეო შესაერთბლები VGA და DVI.

ვიდეო შემაერთებლების მეშვეობით რომელიც გააჩნია ვიდეო კარტას ხდება მისი ფიზიკური შეერთება მონიტორთან და ტელევიზორთნ. აქ უკვე დამოკიდებულია თქვენ მონიტორსა და ტელევიზორზე მათ უნდა გააჩნდეთ შესაბამისი შესაერთებლები.
მაგალითდ VGA შესაერთებელი (ციფრი 3 ფოტოზე) აწვდის ანალოგურ სიგნალს,ხოლო DVI (ციფირი 4 ფოტოზე) გვაწვდის წიფრულ სიგნალს.არის კიდევ ერთი სტანდარტი HDMI აქ გამოსახულებასთან ერთად შეიძლება ხმის მიწოდებაც.
თანამედროვე ვიდეოკარტებს სჭირდებათ დამატებითი დენის კვება.ამიტომ სპეციალურად მათთვის მოიგონეს დამატებითი დენის კვების ბუდეები . აი ასე შეიძლება გამოიყურებოდეს იგი.
ვიდეო კარტა
კომპლექტში აუცილებლად უნდა იყოს სპეციალური “პერეხოდნიკი”რომელიც აერთებს სტანდარტულ ბუდეს დენი ბლოკისა და დამტებით ბუდეს ვიდეოკარტისა.
ვიდეო კარტა
ვიდეოკარტას უბრალოდ არ ეძახიან გრაფიკულ დამაჩქარებელს . იგი გრაფიკული კარტის “გულია” , ისევე როგორც კომპიუტერისა, არის პროცესორი. ოღონდ ვიდეოკარტაზე გამოიყენება სპეციალური გრაფიკული პროცესორი. იგი სპეციალურად გამომუშავებულია  გრაფიკის დასამუშავებლად.

დღესდღეობით არსებობს ორი ძირითადი მწარმოებელი გრაფიკული პროცესსორისა  NVIDIA და ATI (AMD).  აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ეს ფირმები არ არიან ვიდეოკარტის მწარმოებლები . ყველაზე პოპულარული მწარმოებლები ვიდეო კარტისა გახლავთ ASUS, Sapphire, Gigabyte, MSI.

არსებობს გრაფიკული მეხსიერების სამი ძირითადი ტიპი :GDDR2, GDDR3 და GDDR5. პირველი (GDDR2) ყველაზე პროდუქტიულია. ტიპი GDDR3 გამოიყენება საშუალო პროდუქტიულობის ვიდეოკარტებში  . ტიპი GDDR5 გახლავთ ყველაზე სრულყოფილი გრაფიკული მეხსიერება ამჟამად.

ვიდეოკარტის მოცულობა უნდა ავირჩიოთ საჭიროების მიხედვით. მაგალითად  ინტერნეტში ან  Microsoft Оffice – ში სამუშაოდ სრულებით საკმარისია 128 მბ (საკმარისია ინტეგრირებული ვიდეო კარტა). პროფესიონალური მუშაობისათვის  არანაკლებ 256 მბ.

თუ თქვენი კომპიტერის ძირითადი დანიშნულება კომპიუტერული თამაშებია ან სამ განზომილებიან გრაფიკასთან მუშაობა .შეიძლება ყიდვა დედა პლატისა რომელსაც გააჩნია რამოდენიმე სლოტი «Pci-Express 16» ეს იძლევა საშუალებას აამოქმედოს ერთდროულად რამოდენიმე შინაგანი ერთნაირი მოდელი ვიდეოკარტისა. რომელიც ჯამში მოგვცემს საგრძნობ გრაფიკულ პროდუქტიულობას.
ვიდეო კარტები
კომპანია «Nvidia» ში ამ საფირმო ტექნოლოგიას ჰქვია«SLI» – (Scalable Link Interface კავშირის მაშტაბირებადი ინტერფეისი) ხოლო მის კონკურენტს გააჩნია ანალოგიური ინტერფეისი რომელსაც ქვია «AMD CrossFire»

თუ თქვენ თამაშობთ კომპიუტერულ თამაშებს
– მაშინ ვიდეო კარტა ერთერთი ძირითდი დეტალია თქვენთვის . თამაშებისათვის გამოიყენება გრაფიკული დამაჩქარებლები,რომელი აგებულია მეხსიერებაზე  GDDR5 მოცულობით არა ნაკლებ  512 მბ. ამ მიზნებისათვის სჯობია ავიღოთ ვიდეოკარტა 1024 მბ(1 გბ), რადგან უმეტესობა თანამედროვე თამაშებს სჭირდებათ ესეთი მონაცემები.

კიდევ ერთი კომპონენტი ეს გაცივების სიტემაა. ვიდეოკარტაზე შეიძლება იყოს დაყენებული პასიური(რადიატორი) და აქტიური (რადიატორი და ვენტილიატორი ) გაციების სისტემისა. უკეთესია ნებისმიერი სახის ვიდეოკარტებისათვის აქტიური გაცივება, რადგან დატვირთვაზე ისინი ძალზედ ცხელდებიან  . ვიდეოკარტის პასიური გაცივების დაყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სრულებით არ აპირებთ მის დატვირთვას, მაგალითად მაღალხარისხიანი ვიდეოთი , ძლიერი გრაფიკული რედაქტორებით და თამაშებით. კომფორტიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია ვიდეოკარტის  ხმაურის დონე ,ვენტილიატორია მხედველობაში.

საუკეთესო ვიდეოკარტა თამაშებისათვის | რეკომენდაცია

  • სტატია “საუკეთესო ვიდეოკარტა თამაშებისათვის” დაწერილია გეიმერებისათვის, რომლებსაც სურთ მიიღონ მაქსიმუმი ჩადებული სახსრებიდან . თუ თქვენ არ თამაშობთ თამაშებს , მაშინ ვიდეოკარტები მოცემული სიიდან უფრო ძვირად ღირებულია იმაზე რომელიც თქვენ გესაჭიროებათ .ყოველ შემთხვევისთვის, გჭირდებათ თუ არა თქვენ საუკეთესო ვიდეოკარტა თამაშებისათვის, ან მუშაობისათვის , სტატიის ბოლოში ჩვენ დავამატეთ საორენტირო სიას ინტეგრირებული და დისკრეტული ვიდეო კარტებისა;
  • ფასები ვიდეოკარტებზე იცვლება მაღაზიებში ყოველდღიურად (ამიტომ ფასები გადაამოწმეთ თქვენ თვითონ)

საუკეთესო ვიდეოკარტა თამაშებისათვის ~$65

1) Radeon HD 6670 DDR3

Radeon HD 5670 – თნ შედარებით Radeon HD 6670 DDR3 უფრო პროდუქტიული GPU გააჩნია, მისი ბირთვის სიხშირე 25 მეგაგერცით უფრო მაღალია, ტექსტურული ბლოკების რაოდენობა გაზრდილია ოთხჯერ , ხოლო შეიდერული ბირთვების რაოდნობა 80- ჯერ, მაგრამ HD 5670 ორჯერ უფრო მეტია მეხსიერების გამტარიანობა . მიუხედავად ამისა მაინც რეკომენდირებულია Radeon HD 6670 DDR3  $65 დოლარად.

საუკეთესო ვიდეოკარტა თამაშებისათვის ~$105

2) Radeon HD 7750

Radeon HD 7750 – დღეისათვის ყველაზე ჩქარი ვიდეოკარტაა, რომელიც არ საჭიროებს დამატებით კვებას, ყველაფერი რავ კი სჭირდება მას ეს სლოტია PCIe x16.

3) GeForce GTX 650 Ti

მას შუძლია კონკურირება AMD Radeon HD 7750 – თან. უფრო მეტ ენერგიას საჭიროებს ვიდრე AMD-ს  ახალი მოდელი, სამაგიეროდ პროდუქტიულობაც უფრო მაღალია აქვს.

(არის უფრო მაღალ ფასიანი ვიდეოკარტებიც ,თუ სტატია გამოიწვევს თქვენ ინტერეს იგი იქნება გაგრძელებული )
დავბრუნდეთ კომპიუყერის გაკვეთილებში

 

50 Responses to "ვიდეო კარტა ,მისი მონაცემები და არჩევა"

  1. bachanie Posted on ორშაბათი, თებერვალი 9, 2015 at 3:56 pm

    gadzliereba sheidzleba? sahvalod ra dajdeba gadzliereba madloba winaswar

    • Goal_Keeper Posted on ორშაბათი, თებერვალი 9, 2015 at 7:38 pm

      – მეხსიერება DDR3/DDR2*
      – 2 x DDR3 DIMM
      – მაქსიმალური მეხსიერების ზომა: 8 გიგა ბაიტი
      – 2 x DDR2 DIMM
      – მაქსიმალური მეხსიერების ზომა: 8 გიგა ბაიტი

      ჩიპსეტი სამხრეთ ხიდი Intel G41
      ჩრდილო ხიდი Intel ICH7

      რამდენადაც ჩვენ ვიცით ეგ დედა მოხსნილია წარმოებიდან ფასი ebay -ზე 60 დან 100 $ ამდეა

  2. bachanie Posted on კვირა, თებერვალი 8, 2015 at 7:43 pm

    ASRoCK G41c-vs am deda dafaze normaluri kompis awyoba sheidzleba? an monacemebi rogori aqvs

    • Goal_Keeper Posted on ორშაბათი, თებერვალი 9, 2015 at 1:31 pm

      პროცესორების მხარდაჭერა Intel Core™ 2 Extreme / Core™ 2 Quad / Core™ 2 Duo / Pentium Dual Core / Celeron Dual Core / Celeron, Penryn Quad Core Yorkfield და Dual Core Wolfdale

  3. თენგო Posted on სამშაბათი, იანვარი 20, 2015 at 10:23 pm

    და ხომ ვერ მეტყვით სად შემიძლია შევიძინო ეს ვიდეოკარტა

    • Goal_Keeper Posted on სამშაბათი, იანვარი 20, 2015 at 10:29 pm

      საქართველოში არ ვიცით სად მართალი გითხრათ ან ebay – ზე ჩაწერეთ ძებნაში

  4. თენგო Posted on სამშაბათი, იანვარი 20, 2015 at 10:21 pm

    კარგით დიდი მადლობა

  5. თენგო Posted on სამშაბათი, იანვარი 20, 2015 at 8:28 pm

    გამარჯობათ, ისეთი ვიდეოკარტა მირჩიეთ,რომ თამაშები როგორიცაა League of legends და Dota2 გამიქაჩოს მაღალ გრაფიკაზე ლაგის გარეშე და რომ არ გაჭედოს რა 

    • Goal_Keeper Posted on სამშაბათი, იანვარი 20, 2015 at 9:08 pm

      გამარჯობათ თენგო!

      GeForce GTX 750 Ti

      GeForce GTX 750 Ti StormX Dual

  6. irakli Posted on ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2014 at 10:53 pm

    video karta mchirdeba iseti televizoric rom miuertdes  av kabelebit feradebi roa witeli yviteli da tetria ari egeti video kartebi?

  7. luka Posted on პარასკევი, სექტემბერი 12, 2014 at 12:46 pm

    ra mainteresebs ra jdeba geforce 440 video karta da mainteresebs misi monacemebi

  8. უტა დანელია Posted on პარასკევი, აპრილი 25, 2014 at 3:51 pm

    მე რომ ვიყიდო geforce gtx 650 ti ჩემ კომპიტერში დაყენდება ამას იმიტომ გეკიტხებით რომ კომპიუტერებსჰი კარგად ვერ ვეკვევი

    • Goal_Keeper Posted on პარასკევი, აპრილი 25, 2014 at 5:04 pm

      გამარჯობათ უტა!

      თქვენ უნდა იცოდეთ რა სისტემური პლატა(დედა პლატა) გიყენიათ კომპიუტერში მასზე ყენდება ვიდეო კარტაც და სხვა ნაწილებიც, აქედან გამომდინარე შემდეგ შეიძლება გარკვევა დაყენდება თუ არა.

  9. luka Posted on კვირა, აპრილი 6, 2014 at 7:28 pm

    50-150 larad minda ro tamashebzec gaqachos

    • Goal_Keeper Posted on კვირა, აპრილი 6, 2014 at 11:47 pm

      ამ ფასში ჩვენ უკვე გიპასუხეთ ვიდეოკარტა Radeon R7 240

      85 $ გამოდის 148.43 ლარი

  10. luka Posted on შაბათი, აპრილი 5, 2014 at 1:09 pm

    didad ver verkvevi videokartebshi romelia kargi tamashebistvis da iqneb mitxrat sashualo fasiani videokarta dzviric ro ar iyos 

    • Goal_Keeper Posted on შაბათი, აპრილი 5, 2014 at 2:57 pm

      გამარჯობათ ლუკა!

      Radeon R7 240 აი ამ ვიდეოკარტას გირჩევთ შედარებით იაფია $85 დოლარი

      ფასი მაინც მიგეთითებინათ იაფი რამდენია?

კომენტარის დატოვება

-
Translate »