ვიდეო კარტა ,მისი მონაცემები და არჩევა

ბლოგი

ვიდეოკარტა

ვიდეოკარტა
ვიდეო კარტა(გრაფიკული პლატა) 
– მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის გრაფიკულ გამოსახულებას ეკრანზე გამოსაყვანად ,რომელიც ინახება კომპიუტერის მეხსიერებაში.ერთი სიტყვით, მას გამოყავს გამოსახულება თქვენი მონიტორის ეკრანზე. და რაც უფრო კარგი ხარისხისაა ვიდეოკარტა მით უფრო ჩქარი და ხარისხიანი გამოსახულება იქნება ეკრანზე .

ვიდეოკარტის ძირითადი მონაცემები: გრაფიკული პროცესორი; მოცულობა, ტიპი და სიხშირე ვიდეომეხსიერებისა; ტიპი და გამტარიანობა მეხსიერების შინისა ; ინტერფეისი; გაცივების სისტემის კონსტრუქცია; გაბარიტები; მხარდაჭერა CrossFireХ და SLI.

ვიდეოკარტა იყოფა ორ ტიპზე : ინტეგრირებული(ჩაკერილი) და დისკრეტული(ცალკეული).

ინტეგრირებული გრაფიკული პლატა, როგორც წესი იმყოფება სისტემურ პლატაზე. გრაფიკული პროცესორის როლს მასში ანხორციელებს ერთ ეთი ხიდი ჩიპსეტისა. ასეთი სახის ვიდეოკარტები ნაკლებად პროდუქტიულია. საკუთარი მეხსიერების არ ყოფნის გამო მას გამოეყოფა ნაწილი კომპიუტერული მეხსიერებისა . ასევე დამატებით იტვირთება ცენტრალური პროცესორი.
გრაფიკული დამაჩქარებელი

დისკრეტული ვიდეოკარტა -ცალკეული მოწლობილობაა , მიერთებულია სლოტზე სისტემურ პლატაზე . თანამედროვე პლატებისათვის არის ერთი შესაფერისი სლოტი  – PCI Express. არსებობს ამ სლოტის სხვადასხვა მოდიფიკაცია (PCI Express x1, PCI Express x4, PCI Express x16). ვიდეოკარტებისათვის ყველაზე შესაფერისი გახლავთ სლოტი PCI Express x16, რადგან იგი ყველაზე პროდუქტიულია.
ვიდეო კარტა
აი ასე გამოიყურება დისკრეტული ვიდეო კარტა ATI-AMD.
ციფრებით ფოტოზე მითითებულია:

  1. რადიატორი გამაცივებელი ვენტილიატორით
  2. სლოტი PCI Express რომლის მეშვეობითაც ვიდეო კარტა ყენდება სისტემურ პლატაზე
  3. (3-4) ვიდეო შესაერთბლები VGA და DVI.

ვიდეო შემაერთებლების მეშვეობით რომელიც გააჩნია ვიდეო კარტას ხდება მისი ფიზიკური შეერთება მონიტორთან და ტელევიზორთნ. აქ უკვე დამოკიდებულია თქვენ მონიტორსა და ტელევიზორზე მათ უნდა გააჩნდეთ შესაბამისი შესაერთებლები.
მაგალითდ VGA შესაერთებელი (ციფრი 3 ფოტოზე) აწვდის ანალოგურ სიგნალს,ხოლო DVI (ციფირი 4 ფოტოზე) გვაწვდის წიფრულ სიგნალს.არის კიდევ ერთი სტანდარტი HDMI აქ გამოსახულებასთან ერთად შეიძლება ხმის მიწოდებაც.
თანამედროვე ვიდეოკარტებს სჭირდებათ დამატებითი დენის კვება.ამიტომ სპეციალურად მათთვის მოიგონეს დამატებითი დენის კვების ბუდეები . აი ასე შეიძლება გამოიყურებოდეს იგი.
ვიდეო კარტა
კომპლექტში აუცილებლად უნდა იყოს სპეციალური “პერეხოდნიკი”რომელიც აერთებს სტანდარტულ ბუდეს დენი ბლოკისა და დამტებით ბუდეს ვიდეოკარტისა.
ვიდეო კარტა
ვიდეოკარტას უბრალოდ არ ეძახიან გრაფიკულ დამაჩქარებელს . იგი გრაფიკული კარტის “გულია” , ისევე როგორც კომპიუტერისა, არის პროცესორი. ოღონდ ვიდეოკარტაზე გამოიყენება სპეციალური გრაფიკული პროცესორი. იგი სპეციალურად გამომუშავებულია  გრაფიკის დასამუშავებლად.

დღესდღეობით არსებობს ორი ძირითადი მწარმოებელი გრაფიკული პროცესსორისა  NVIDIA და ATI (AMD).  აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ეს ფირმები არ არიან ვიდეოკარტის მწარმოებლები . ყველაზე პოპულარული მწარმოებლები ვიდეო კარტისა გახლავთ ASUS, Sapphire, Gigabyte, MSI.

არსებობს გრაფიკული მეხსიერების სამი ძირითადი ტიპი :GDDR2, GDDR3 და GDDR5. პირველი (GDDR2) ყველაზე პროდუქტიულია. ტიპი GDDR3 გამოიყენება საშუალო პროდუქტიულობის ვიდეოკარტებში  . ტიპი GDDR5 გახლავთ ყველაზე სრულყოფილი გრაფიკული მეხსიერება ამჟამად.

ვიდეოკარტის მოცულობა უნდა ავირჩიოთ საჭიროების მიხედვით. მაგალითად  ინტერნეტში ან  Microsoft Оffice – ში სამუშაოდ სრულებით საკმარისია 128 მბ (საკმარისია ინტეგრირებული ვიდეო კარტა). პროფესიონალური მუშაობისათვის  არანაკლებ 256 მბ.

თუ თქვენი კომპიტერის ძირითადი დანიშნულება კომპიუტერული თამაშებია ან სამ განზომილებიან გრაფიკასთან მუშაობა .შეიძლება ყიდვა დედა პლატისა რომელსაც გააჩნია რამოდენიმე სლოტი «Pci-Express 16» ეს იძლევა საშუალებას აამოქმედოს ერთდროულად რამოდენიმე შინაგანი ერთნაირი მოდელი ვიდეოკარტისა. რომელიც ჯამში მოგვცემს საგრძნობ გრაფიკულ პროდუქტიულობას.
ვიდეო კარტები
კომპანია «Nvidia» ში ამ საფირმო ტექნოლოგიას ჰქვია«SLI» – (Scalable Link Interface კავშირის მაშტაბირებადი ინტერფეისი) ხოლო მის კონკურენტს გააჩნია ანალოგიური ინტერფეისი რომელსაც ქვია «AMD CrossFire»

თუ თქვენ თამაშობთ კომპიუტერულ თამაშებს
– მაშინ ვიდეო კარტა ერთერთი ძირითდი დეტალია თქვენთვის . თამაშებისათვის გამოიყენება გრაფიკული დამაჩქარებლები,რომელი აგებულია მეხსიერებაზე  GDDR5 მოცულობით არა ნაკლებ  512 მბ. ამ მიზნებისათვის სჯობია ავიღოთ ვიდეოკარტა 1024 მბ(1 გბ), რადგან უმეტესობა თანამედროვე თამაშებს სჭირდებათ ესეთი მონაცემები.

კიდევ ერთი კომპონენტი ეს გაცივების სიტემაა. ვიდეოკარტაზე შეიძლება იყოს დაყენებული პასიური(რადიატორი) და აქტიური (რადიატორი და ვენტილიატორი ) გაციების სისტემისა. უკეთესია ნებისმიერი სახის ვიდეოკარტებისათვის აქტიური გაცივება, რადგან დატვირთვაზე ისინი ძალზედ ცხელდებიან  . ვიდეოკარტის პასიური გაცივების დაყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სრულებით არ აპირებთ მის დატვირთვას, მაგალითად მაღალხარისხიანი ვიდეოთი , ძლიერი გრაფიკული რედაქტორებით და თამაშებით. კომფორტიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია ვიდეოკარტის  ხმაურის დონე ,ვენტილიატორია მხედველობაში.

საუკეთესო ვიდეოკარტა თამაშებისათვის | რეკომენდაცია

  • სტატია “საუკეთესო ვიდეოკარტა თამაშებისათვის” დაწერილია გეიმერებისათვის, რომლებსაც სურთ მიიღონ მაქსიმუმი ჩადებული სახსრებიდან . თუ თქვენ არ თამაშობთ თამაშებს , მაშინ ვიდეოკარტები მოცემული სიიდან უფრო ძვირად ღირებულია იმაზე რომელიც თქვენ გესაჭიროებათ .ყოველ შემთხვევისთვის, გჭირდებათ თუ არა თქვენ საუკეთესო ვიდეოკარტა თამაშებისათვის, ან მუშაობისათვის , სტატიის ბოლოში ჩვენ დავამატეთ საორენტირო სიას ინტეგრირებული და დისკრეტული ვიდეო კარტებისა;
  • ფასები ვიდეოკარტებზე იცვლება მაღაზიებში ყოველდღიურად (ამიტომ ფასები გადაამოწმეთ თქვენ თვითონ)

საუკეთესო ვიდეოკარტა თამაშებისათვის ~$65

1) Radeon HD 6670 DDR3

Radeon HD 5670 – თნ შედარებით Radeon HD 6670 DDR3 უფრო პროდუქტიული GPU გააჩნია, მისი ბირთვის სიხშირე 25 მეგაგერცით უფრო მაღალია, ტექსტურული ბლოკების რაოდენობა გაზრდილია ოთხჯერ , ხოლო შეიდერული ბირთვების რაოდნობა 80- ჯერ, მაგრამ HD 5670 ორჯერ უფრო მეტია მეხსიერების გამტარიანობა . მიუხედავად ამისა მაინც რეკომენდირებულია Radeon HD 6670 DDR3  $65 დოლარად.

საუკეთესო ვიდეოკარტა თამაშებისათვის ~$105

2) Radeon HD 7750

Radeon HD 7750 – დღეისათვის ყველაზე ჩქარი ვიდეოკარტაა, რომელიც არ საჭიროებს დამატებით კვებას, ყველაფერი რავ კი სჭირდება მას ეს სლოტია PCIe x16.

3) GeForce GTX 650 Ti

მას შუძლია კონკურირება AMD Radeon HD 7750 – თან. უფრო მეტ ენერგიას საჭიროებს ვიდრე AMD-ს  ახალი მოდელი, სამაგიეროდ პროდუქტიულობაც უფრო მაღალია აქვს.

(არის უფრო მაღალ ფასიანი ვიდეოკარტებიც ,თუ სტატია გამოიწვევს თქვენ ინტერეს იგი იქნება გაგრძელებული )
დავბრუნდეთ კომპიუყერის გაკვეთილებში

 

50 Responses to "ვიდეო კარტა ,მისი მონაცემები და არჩევა"

  1. თამუნა Posted on შაბათი, დეკემბერი 10, 2016 at 9:16 pm

    მაქვს hp dv 6 pavilion ნოუთბუქი,გამოვუცვალე დედა პლატა,იმუშავა სამი თვე უპრებლემოდ,შემდეგ ავტომატურად ითიშებოდა ჩართვიდან გარკვეული დროის შემდეგ,ბოლოს საერთოდ გაითიშა,როგორ ამიხსნეს,ვიდეო ბარათია შესაცვლელი,შეიძლება თავად დედა პლატაც შეიცვალოს და პრობლემაც აღმოიფხვრება.მაინტერესებს:თუ დედა პლატაზეა ეს ვიდეო ბარათი,გამოცვლიდან ასე მალე რატომ დაიწვებოდა და თუ კიდევ ახალს შევიძენ,რა გარანტია მაქვს ისევ არ გაფუჭდეს და კიდევ 70$ გადახდა არ მომიწიოს ტყუილად.ხელმეორედ გაკეთება მხოლოდ მაგიტომ გადავწყვიტე,რომ სანდო წყაროს თუ დავუჯერებ, სხვა ნაწილები აბსოლუტურად იდეალურ მდგომარეობაშია,უბრალოდ მოძველებური მოდელია და ასე უბრალოდ გადაგდებისთვის არ მემეტება.თქვენ რას მირჩევთ,ღიირს ხელახლა გაკეთება და ისევ ამხელა თანხის გადახდა?

  2. avto Posted on სამშაბათი, იანვარი 26, 2016 at 9:11 pm

    gtx750ti  jobia tu r7 260x 

  3. data Posted on ოთხშაბათი, იანვარი 20, 2016 at 10:11 pm

    gamarjobat me maqvs intel hd graphics 5500 da es video dafa tamashebistvis saertod gamousadegaria xom? an ramdeni gb aris am videokartis moculoba ver metyvit?

  4. ნინა Posted on ორშაბათი, იანვარი 11, 2016 at 8:54 pm

    გამარჯობა. პროფესიით არქიტექტორი ვარ და მაინტერესებს, მე რა სიმძლავრის კომპიუტერი მჭირდება 3დ, აუტოკად, არხიკად, ფოტოშოპი და ა.შ. პროგრამებისთვის. ვფიქრობ დესკტოპ კომპიუტერის ან აიმაკის ყიდვას, ძველი მოდელიც რომ იყოს არმაქვს პრობლემა. გთხოვთ მირჩიოთ.
    პ.ს. ჩემი პენტიუმ 4  გასაყიდი მაქვს და როგორ შევამოწმო მისი მონაცემები რომ განცხადებაში მივუთითო?
    მადლობა

  5. გაბრიელი Posted on შაბათი, იანვარი 9, 2016 at 7:06 pm

    კიდევ მაინტერესებს რისი ბრალია ჩემი კომპიუტერი ცოტა რთულ ოპერაციაზე რომ გადადის და ძალა ადგება მემგონი მყარი დისკი ტკაცუნს იწყებს და ეკრანზე ყველაფერი შეშდება

კომენტარის დატოვება

-
Translate »