შეცდომების ავტომატური შეცვლა ვორდ - ში

ბლოგი

ავტოშეცვლა ვორდ 2010 – ში

შეცდომების ავტომატურად შეცაცვლელად, ვორდში არსებობს ინსტრუმენტი ავტოშეცვლა (Автозамена)

თუ ჩვენ ვბეჭდავთ ზოგიერთ სიტყვებს არასწორად, – ვორდს შეუძლია მათი შესწორება.

მაგალითად სიტყვა პერფორატორის მაგივრად, ჩვენ შემთხვევით ავკრიფეთ პერფორმატორი.

ამდაგვარი შეცდომების შესწორებას შეიძლება ბევრი დრო დასჭირდეს.

Word -ს შეუძლია გაგვიადვილოს საქმე იგი იპოვის არასწორ სიტყვას და ლექსიკონის მეშვეობით შეცვლის სწორზე .

ჩვენი შეცდომების ლექსიკონი ჩვენ შეგვიძლია ჩვენ  თვითონ შევავსოთ .

ინსტრუმენტ ავტოშეცვლის გამოსაყენებლად უნდა ვიპოვოთ იგი და გამოვიყენოთ.

1. ჰორიზონტალურ ზევითა მენიუში ჩანართში მოვძებნოთ რეცენზირება (Рецензирование) იგი იმყოფება სულ ზევით და დავაჭიროთ მას, შემდეგ ვიპოვოთ ღილაკი ენა (Язык) და დავაჭიროთ მას.

2. შემდეგ ავირჩიოთ ბრძანება ენის პარამეტრები (Языковые параметры).

ვორდის გაკვეთილები

3. ფანჯარაში ვორდის პარამეტრები (Параметры Word) გადავდივართ განყოფილება მართლწერაში «Правописание» და ვაწვებით ღილაკს ავტოშეცვლის პარამეტრები (Параметры автозамены).

.ვორდი

4. გადადივართ ავტოშეცვლაში «Автозамена» და ვწერთ სიტყვას შეცდომით ველში შეცვლა (Заменить) და სწორი სიტყვა ველში ზე «На»,შემდეგ ვაჭერთ ღილაკს დამატება (Добавить).

ვორდი ავტოშეცვლა

5. ეხლა როდესაც ჩვენ ვორდში შეცდომით ავკრიფავთ სიტყვას, კლავიატურაზე ღილაკ  Space დაჭერით (ყველაზე გრძელი ღილაკი კლავიატურაზე ) შეცდომა იქნება ავტომატურად გამოსწორებული.

  დავბრუნდეთ კომპიუტერის გაკვეთილებში

 

კომენტარის დატოვება

-
Translate »