ღიპის დაგდება - როგორ მოვიშოროთ ღიპი(მუცელი)

ბლოგი

ღიპის დაგდება – როგორ მოვიშოროთ ღიპი(მუცელი)

ღიპის დაგდება - როგორ მოვიშოროთ ღიპი(მუცელი)

ღიპი წარმოიქმნება ოთხი ძირითადი ფაქტორის გამო :

  1. კანქვეშა ცხიმის დაგროვება .
  2. მუცლის პრესის სუსტი და გაწელილი კუნთები.
  3. შინაგანი ცხიმების დაგროვება (შინაგანი ორგანოების გარშემო).
  4. კუჭნაწლავის ცუდი მუშაობა (ნარჩენების დაგროვება მასში).

ესეიგი ღიპის მოსაშორებლად საჭიროა ამ ოთხი მეზეზის მოშორება.
ეხლა გამოვიმუშავოთ მოქმედების გეგმა:

  1. საერთო სამუშაო კანქვეშა და შინაგანი ცხიმების დასაწვავად.
  2. მუცლის კუნთების პრესის გამაგრება.
  3. კუწნაწლავის გასუფთავება და მათი მუშაობის გაუმჯობესება .

ამ ამოცანების გადაწყვეტა ურთიერთ დამოკიდებულია , მაგალითად მუცლის პრესის ვარჯიშისას უკეთესდება სისხლის მიმოქცევა, ხდება კუწნაწლავის მასირება და მისი მუშაობის გაუმჯობესება.

1. ცხიმების საერთო დაწვა
აქ დაგვეხმარება რაციონალური კვება და ვარჯიშები ცხიმების დასაწვავად.

აუცილებელია იმის შეგნება რომ კვების ნორმების დაცვის გარეშე, დაგროვებული ცხიმების შემცირება არ მოხდება.ამიტომ უნდა მოახდინოთ თქვენი ყოველდღიური რაციონის კორექტირება. რამდენია ნორმა? ეს დამოკიდებულია მუცლის ზომაზე და იმაზე რამდენად ჩქარა თქვენ გინდათ მიიღოთ შედეგი.თუ თქვენ გაგაჩნიათ ცოტა კანქვეშა ცხიმი, მაშინ შეამცირეთ ცხოველისებური ცხიმები და შეცვალეთ რაციონი , ვახშამი ხილი და კეფირი.
დიდი მუცელის შემთხვევაში უფრო მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო.

ორგანიზმი დახარჯავს თავის დაგროვილ ცხიმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეიქმნება ენერგიის დეფიციტი!

რომ გაიგოთ როგრ მივიღოთ სწორი და რაციონალური კვება იხილეთ შემდეგი სტატიები:

კვება წონის დასაგდებად. ნაწილი 1
კვება წონის დასაგდებად. ნაწილი 2

სპორტული ვარჯიშები – მნიშვნელოვანია ისიევე როგორც დიეტა.
ყურადღება! მხოლოდ პრესის ვარჯიში არ არის საკმარისი. ცხიმების ეფექტიურად დასაწვავად საჭიროა საერთო ზემოქმედება მთლიან ტანზე. საჭიროა კომპლექსური საერთო დატვირთვა.მაგალითად სირბილი დროს იხარჯება ცხიმები მთლიანი ორგანიზმიდან.

2.მუცლის პრესის კუნთების გამაგრება

უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – მუცლის პრესის კუნთები, ამტანი კუნთებია, და მათ უყვართ ხშირი გამეორება,რაც კარგად მოქმედებს ცხიმების დაწვაზე.
მუცლის პრესის ვარჯიში უნდა დაიწყოს 20-ით და ზევით.50 და ზევით ეს უკვე კარგი ვარჯიშია.
ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ უცბად უნდა დაიწყოთ 50 -ათით, მიუცლის კუნთები უნდა განვითარდეს თანამიმდევრულად. დაიცავით პრინციპი თანამიმდევრული დატვირთვისა. ავარჯიშეთ მუცლის კუნთები დღე -გამოშვებით. ხოლო თუ დატვირთვა ნორმალურია მაშინ 5 -ჯერ დღეში.
ეფექტიური პროგრამა ვარჯიშებისა – როგორ გამოვიმუშაოთ პრესი

3. კუჭნაწლავის გაწმენდა და მათი მუშაობის გაუმჯობესება.

სწორი კვება, სპორტული ვარჯიშები და მუცლის პრესი ვარჯიშები თანადათანობით გადაწყვეტენ ამ პრობლემას.
პლიუს თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რჩევები:

მიირთვით სასარგებლო პროდუქტი კეფირი

დალიეთ დიდი ჭიქა წყალი ცარიელ კუჭზე. დალიეთ აუცილებლად სუფთა და ოდნავ ცივი წყალი.შეგიძლიათ ეს გააკეთოთ დილით კუჭნაწლავის სტიმულიაციისათვის.

მიირთვით ცარიელ კუჭზე 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დააყოლეთ წყალი , ჩაი ან წვენი. რამოდენიმე კოვზი დღეში სასარგებლოა კუჭნაწლავისათვის და გახდომისათვის.

მიირთვით მცენარეული პროდუქტები – შვრია, მსხალი,ვაშლი,ფორთოხალი,ქლიავი, კამა,ხახვი(მწვანილი ყველანაირი)კიტრი,პომიდორი,კაპუსტა,ბულგარული წიწაკა,სტაფილო.
ეს პროდუქტები პრაქტიკულად ნულოვანები არი ცხიმეულ ასპექტში, მათში ცოტა კოლორიებია, სამაგიეროდ გააჩნიათ ვიტამინები და მინერალები.
ესეიგი ყოველმხრივ ხელს უწყობენ გახდომას.

ღიპი ძალიან ბევრი ადამიანის დღევანდელი პრობლემაა. მიზეზები:

დაბალი აქტიურობა

ძალიან დაბალი ფიზიკური დატვირთვა არ აძლევს საშუალებას ორგანიზმს დახარჯოს საკმარისი ენერგია, რომელიც მივიღეთ კვების შედეგად. ოფისის მუშაკები, მძღოლები და ასე შემდეგ.

გამოსაყენებელი ზომები ღიპის მოშორებისათვის

არ გამოიყენოთ ლიფტი თუნდაც ცხოვრობდეთ დაუშვათ მე 9 სართულზე. თუ არის საშუალება ავტომობილი დააყენეთ შორს სახლიდან, ფეხით რომ მიხვიდეთ სახლამდე ესეიგი მოახდინოთ დატვირტვა ორგანიზმზე, არ დაიზაროთ და შეაჩვიეთ თავი დილიდან გააკეთოთ 50 ჩაბუქვნა მაინც და 20 ხელებზე აწევა იატაკიდან, სამუშაოს შემდეგ ისეირნეთ და შეეცადეთ პირდაპირ სახინკლეში არ ამოყოთ თავი სეირნის დროს)) , იდეალური ვარიანტი თუ არის საშუალება ტრენაჟორი და ბასეინი.რეგულარული ვარჯისისათვის პირველ თვეს მოგიწევთ თავს ძალა დაატანოთ, შემდეგ საქმე გაცილებით ადვილად წავა.

საჭმელი
პრობლემა: დაუშვათ მიირთვა ქალმა ნამცხვარი,ზედმეტი კილოგრამები ნაწილდება მთლიან ორგანიზმზე.ხოლო მამაკაცების შემთხვევაში გროვდება მუცლის ზონაში. ზედმეტი კოლორიები.

ლუდი
ლუდი შეიცავს საფუარს, და მისი დიდი რაოდენობით მირთმევა ან რეგულარური მიღების შემთხვევაში, საცხიმო კანის უჯრედები ფართოვდება ზომაში, აი ასე იზრედება ზუსტად მუცელი რომელის სახელია ღიპი!.

ლუდის არ დალევა რა თქმქ უნდა არ გამოვა თუ თქვენ ის ძალიან გიყვართ , მაგრამ მისი რაოდენობის შეზღუდვა შეიძლება.

ალკოგოლური კალორიები
ალკოგოლურ კალორიები გროვდება მუცლის ზონაში. მას მალე ითვისებს ორგანიზმი ,და მათთან ერთად ორგანიზმი იღებს დიდი რაოდენობით ენერგიას , ამავე დროს მათში მინიმალური რაოდენობითაა საკვები ნივთიერებები. ესეთი თვისებები უფრო ახასიათებს ისეთ სასმელებს როგორიცაა კოკტეილები , ლიქიორები, მათში დიდი რაოდენობით შაქარია

ენერგეტიკული უალკოგოლო გაზირებული სასმელები .
შეიცავენ დიდი რაოდენობით ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებებს. ისინი წყურვილის გრძნობას არ აოკებენ, ატყუებენ ადანმიანის გემოვნების რეცეპტორებს და ადამიანი უფრო მეტს სვამს და ჭამს.

შაქარი და ტკბილეული
(კანფეტები,შოკოლადი,ტორტები კრემით, ნამცხვრები,პეჩენია) გარდა უამრავი რაოდენობით შაქარისა ამ პროდუქტებში დიდი რაოდენობით არის დანამატები და ხელოვნური მღებავები.

გამომცხვარი ფქვილეული
ბულკები,პერაშკები,პური,პონჩიკები ამ პროდუქტების მაღალი კოლორიულობა იხსნება იმით რომ მათში დიდი რაოდენობითაა ნახშირწყლები.

ფასტ ფუდი
კარტოფილი ფრი,ჩებურეკი,ქათამი გრილი,გამბურგერები, ყველაფერ ამას , დამატებული სოუსები და ტკბილი გაზირებული წყლები ,თქვენი ტანის პირველი მტრები არიან. თქვენი ჯამრთელობის შესანახად თქვენ ვალდებული ხართ შეამციროთ მათი მიღები რაოდენობა.

ძეხვი (კალბასი) და სოსისკი
ამ პროდუტების შემადგენლობის გამოცნობაა საჭირო. მათში ხორცის აღმოჩენა საკმაოდ რთული საქმეა რადგან იგი დამალულია დიდი რაოდენობის სხვადასხვა გემოს მისაცემი ნივთიერებების ქვეშ (მარილი,სტაბილიზატორები,კონსერვანტები) სასარგებლო ნივთიერებები ამ პროდუქტებში ცოტაა აი კოლორიების რაოდენობა კი უხვადაა.

ზეთზე და ცხიმზე შემწვარი საკვები
ბევრ ჩვენგას ამისთანა საკვების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია ეს ხო მართლაც გემრიელია. მაგრამ თუ დავფიქრდებით მივხვდებით რამდენ კალორიულია და მავნეა ესეთი სახის საკვები ორგანიზმისათვის.
ამდაგვარი საკვების შეზღუდვა შეიძლევა ესეიგი მირთმევა არც თუ ისე ხშირად და ნაკლები რაოდენობით.

კალორიულობის ცხრილი ჩაი (შაქარის გარეშე)

პროდუქტი (100 გრამ პროდუქტზე)
ცილები
ცხიმები
ნახშირწყლები
(კლ)კალორიები
მწვანე ჩაი (დაყენებული,ზავარკა)
0,00
0,00
0,00
0,00-1,00
მწვანე ჩაი მშრალი
15,00
4,00
2,00
98,00
შავი ჩაი მშრალი
20,00
5,10
6,90
151,80
შავი ჩაი მშრალი (დაყენებული,ზავარკა)
0,00
0,00
0,00
3,00-5,00
შავი ჩაი ლიმონით
0,10
0,00
6,80
28,00
შავი ჩაი რძით
0,70
0,80
8,20
43,00
შავი ჩაი შაქარით
0,10
0,00
7,00
28,00

კალორიების კალკულიატორი – თუ როგორ ჩამოტვირთოთ ფაილი ნაჩვენებია ვიდეოში -( ფაილის ჩამოტვირთვა)

2 Responses to "ღიპის დაგდება – როგორ მოვიშოროთ ღიპი(მუცელი)"

  1. naqsovebi Posted on ორშაბათი, მაისი 16, 2016 at 4:41 pm

    kargi rchevebia

  2. ბექა Posted on ხუთშაბათი, იანვარი 23, 2014 at 11:41 pm

    madloba am postistvis )) 

კომენტარის დატოვება

-
Translate »