ინგლისის პრემიერ ლიგა გუნდების შემადგენლობები |
|
|
ინგლისის პრემიერ ლიგა –ინგლისის ჩემპიონატი – უძველესი საფეხბურთო ლიგაა პლანეტაზე. პირველი ტურნირი ნისლიან ალბიონში გაიმართა 1888 წელს. მასში მონაწილეობა მიიღო 12 გუნდმა, და ინგლისის პირველი ჩემპიონი გახდა «პრესტონი»104 წელი უმაღლეს ლიგად ინგლისური ფეხბურთის იერარხიაში იყო პირველი დივიზიონი (The Football League First Division). გასული საუკუნის 80-ია წლებში ინგლისური ფეხბურთი მძიმე წლებს განიცდიდა, ამის გამო გაჩნდა აუცილებლობა პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის შექმნისა. სტადიონები ნახევრად ცარიელი იყო, ინგლისური ფანები მთელ მსოფლიოს აშინებდნენ თავისი უსახურო საქციელით, ინგლისური კლუბებს აუკრძალეს მონაწილეობის მიღება ევროთასებში. 1988 წელს პირველი დივიზიონის 10 კლუბმა ქამოთქვა სურვილი საფეხბურთო ლიგიდან გამოსვლისა (The Football League და სუპერ ლიგის შექმნისა. 90-იანი წლების დასაწყისში სიტუაცია გამოსწორების გზით წავიდა ინგლისურ ფეხბურთში: ინგლისის ნაკრები მივიდა ფინალამდე 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, უეფამ ნება დართო ინგლისურ გუნდებს მონაწილეობა მიეღოთ ევროთასებზე, სტადიონებზე გააუქმეს მდგომელა ადგილები, გაიზარდა გუნდების შემოსავალი საფეხბურთო ტრანსლიაციების წყალობით. 1991 წელს პირველი დივიზიონის კლუბებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას პრემიერ ლიგის შექმნაზე (FA Premier League). ახალმა ლიგა მიიღო ფინანსური დამოუკიდებლობა საფეხბურთო ასოციაციისაგან (The Football Association) ნებართვით ტვითონ ეწარმოათ ხელშეკრულებები სპონსორებთან და სატელევიზიო კომპანიებთან. ამის ხარჯზე, ინგლისურ კლუბებში მალე გამოჩნდნენ ნიჭიერი ბეხბურთელები საზღვარგარეთიდან. 1992 წელს პირველი დივიზიონის კლუბები გამოვიდნენ საფეხბურთო ლიგიდან (The Football League),პირველი სეზონი პრემიერ ლიგისა მოიგო «მანჩესტერ იუნაიტედმა». ტურნირში მონაწილეობდა 22 გუნდი. პირველი გოლი პრემიერ ლიგაში გაიტანა ბრაიან დინმა «შეფილდ იუნაიტედიდან», მანჩესტერ იუნაიტედის კარში.
კომენტარის დატოვება