ექსელი. ფორმულები

ბლოგი

ვაფორმებთ ცხრილს (ფორმულების მეშვეობით)

ექსელი გაკვეთილი ქართულად, ვიდეოს ხარისხის გასაუმჯობესლად ან მის დასაწევად  თვითონ პლეერში აირჩიეთ ხარისხი  (ჭაშნიკის მაგვარი ბორბალი.დააყენეთ მაგალითად 720P ან უფრო ნაკლები დამოკიდებული თქვენი ინტერნეტის სიჩქარეზე. პლერი თუ გამორთულია ეს ღილაკი არ სჩანს)თუ სუსტი ინტერნეტი გაქვთ მაშინ დაუწიეთ ვიდეოს ხარისხს.

განვიხილოთ ეს მაგალითზე, დავუშვათ თქვენ ხართ მასწავლებელი გყავთ მოსწავლეები და აწარმოებთ მოსწავლეების ნიშნების სტატისტიკას . მოდით  ექსელში შევქმნათ ჩვენი მოსწავლეების სია. გავხსნათ ახალი დოკუმენტი პროგრამა ექსელში და დავიწყოთ. ჩვენ გვექნება ცხრილი და მოდით მივცეთ სვეტებს დასახელება, პირველ უჯრედში ჩვენ გვექნება მოსწავლის ნომერი № .მეორე უჯრედში იქნება სახელი.მესამე უჯრედში იქნება ნიშნები, ნიშნები შეიძლება იყოს რამოდენიმე ერთ თვეში ამიტომ ჩვენ გვექნება რამოდენიმე სვეტი. გავაერთიანოთ ეს უჯრები და მივცეთ მას ერთი დასახელება ამისათვის გამოვყოთ ეს უჯრები და დავაჭიროთ ღილაკს გავაერთიანოთ და მოვათავსოთ ცენტრში. ქვევითა უჯრებში ჩვენ გვექნება ნიშნები.შემდეგ უჯრაში გვექნება საერთო ჯამი ყველა ნიშნისა. და შემდეგ უჯრაში იქნება საშუალო შეფასება.მოდით ეხლა მოვახდინოთ ფორმატირება ამ ცხრილისა პროგრამა ექსელში  და დავხათოთ საზღვრები, ამისათვის გამოვყოთ მთლიანი ცხრილი დავაჭიროთ მაუსსზე მარჯვენა ღილაკს და ავირჩიოთ უჯრედების ფორმატი. გაიხსნება აი ასეთი ფანჯარა და მოდით აქ დავხაზოთ საზღვარი ჩვენ გვინდა რომ მთლიან პერიმეტრზე იყოს საზღვარი დავაჭიროთ ღილაკს გარეგანი, თუ დავაჭერთ კიდევ ღილაკს შინაგანი ყველა ხაზი ცხრილში გამუქდება . ჩვენ ასევე შეგვიძლია ხაზებს მივცეთ სიფართე ამისათვის გამოვყოთ ცხრილის თავი დავაჭიროთ მაუსზე მარცხენა ღილაკს უჯრედების ფორმატი აქ ვირჩევთ ღილაკს შინაგანი ვირჩევთ სასურველ სიფართეს და პერიმეტრზე ვაცკაპუნებთ ასევე გავაკეთოთ შუაშიც. დავაჭიროთ ოკ-ს და ვხედავთ რომ ცხრილი თავი გახდა გამოყოფილი. ასევე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ გამუქება ამისათვის ავირჩიოთ ღილაკი გამუქება და დავუშვათ გავაკეთოთ აი ესეთი ფერი. გაკვეთილი ტექსტურ ვარიანტში არ არის მოცემული სრულად.(ავტომატური ნუმირება. გამოთვლა, და სხვა მაგალითები ფორმულების მეშვეობით )

7 Responses to "ექსელი. ფორმულები"

  1. თამარი Posted on პარასკევი, ოქტომბერი 2, 2015 at 10:35 am

    სდიდი მადლობა!!!საზოგადოებას სჭირდება მსგავსი გაკვეთილები,ყველა ასპექტში.თქვენ აუცილებლად დაგიფასდებათ ეს შრომა.ღმერთმა შეგაძლებინოთ,რომ ბოლოში გახვიდეთ.

  2. nunu Posted on სამშაბათი, სექტემბერი 29, 2015 at 9:16 pm

    zalian momewona video gakvetili da aucileblad gamoviyeneb, madlobt

  3. bubuka Posted on სამშაბათი, მაისი 19, 2015 at 4:53 pm

    ძაან მომეწონა და ერთი სული მაქვს როდის იკნება დადებული შემდეგი გაკვეთილი. დროის არქონის გამო ვერვახერხებ სიარულს კურზები გავიარე მაგრამ ძაან ზერელედ . ამის მსგავსი გაკვეტილები თუ დაიდება ფანტასტიური იქნება

  4. marine Posted on ოთხშაბათი, მარტი 4, 2015 at 5:43 pm

    zalian momewona,imedia met gakvetilebs dadebt. accesssic iqneb dadot. madloba

  5. irinka6142 Posted on ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2014 at 9:51 pm

    ძალიან მომეწონა, ყველაფერი გასაგებადაა ახსნილი. მაინტერესებს შესაძლებელი თუა დანარჩენი გაკვეთილების ნახვა.

    • Goal_Keeper Posted on ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2014 at 9:56 pm

      ჯერჯერობით ექსელის მხოლოდ ეს გაკვეთილია.პერსპექტივაში ვფიქრობთ კედევ გაკვეთილების დამატებას

  6. თამილა ქამადაძე Posted on ორშაბათი, იანვარი 13, 2014 at 12:48 pm

    ძაან მაგარია და მინდა რომ ვიცოდე ექსელში როგორ უნდა დავხაზო

კომენტარის დატოვება

-
Translate »