აზიური ჰანდიკაპი (asian handicaps) მაგალითები პრაქტიკაზე

ბლოგი

რა არის აზიური ჰანდიკაპი

აზიური ჰანდიკაპიაზიური ჰანდკაპი ფსონის ნაირსახეობაა რომელიც ძალზედ პოპულარულია აზიაში (სახელწოდებაც აქედან გამომდინარეა). ჰანდიკაპი ნიშნავს იმას რომ შეხვედრის დაწყებამდე, ორი გუნდიდან ერთ ერთი ღებულობს ფორას ანგარიშში. უბრალოდ რომ ვთქვათ, აზიური ჰანდიკაპის აზრი შეხვედრაში ფრეს დაჯდომის გამორიცხვაა. ეს კი ნიშნავს იმას რომ მოგების შანსი იზრდება. ტოტალიზატორს (ბუკმეკერებს) ესეთი სახის ფსონები ძალიან არ აწყობთ, ამიტო ვერც ნახავთ ზოგიერთ ტოტალიზატორში ამგვარ სახის ფსონებს. იმიტომ რომ იგი ანიჭებს მოთამაშეს გარკვეულ უპირატესობას.

 

ჰანდიკაპი 0 : 0

მაგალითი, 

მატჩი
1
ჰანდიკაპი
2
ბარსელონა – რეალ მადრიდი
1.85
0:0
1.8

თუ თქვენ გააკეთებთ ფსონს ბარსელონაზე – თქვენ მოიგებთ, თუ ბარსელონა მოიგებს შეხვედრას. თუ თქვენ გააკეთებთ ფსონს რეალზე – თქვენ მოიგებთ, თუ რეალი მოიგებს შეხვედრას.
ფრეს შემთხვევაში თქვენს მიერ განხორციელებული ფსონი გიბრუნდებათ უკან.

ჰანდიკაპი 0 : 1

ნიშნავს რომ თქვენ აძლევთ დამატებით უპირატესობას 1 ბურთში გუნდს რომელზეც დადებთ ფსონს.
მაგალითი, 

მატჩი
1
ჰანდიკაპი
2
ბარსელონა – რეალ მადრიდი
1.85
0:1
1.8

ბარსელონა აძლევს ერთ ბურთს უპირატესობას რეალ მადრიდს .
ამ შემთხვევაში თუ თქვენ გააკეთეთ ფსონი ბარსელონაზე მოიგებთ თუ, ბარსელონა მოიგებს ორი ბურთის ან მეტის სხვაობით. თუ ფსონი დადებული იქნა რეალ მადრიდზე მოიგებთ, თუ რეალი არ წააგებს ან მოიგებს.
იმ შემთხვევაში თუ ბარსელონა მოიგებს ერთი ბურთის სხვაობით თქვნ ფსონი დაგიბრუნდებათ უკან.

ჰანდიკაპი 1 /2

მაგალითი, 

მატჩი
1
ჰანდიკაპი
2
ბარსელონა – რეალ მადრიდი
1.85
1 /2
1.8

ბარსელონა აძლევს რეალს 1/2 ბურთს, ეს ნიშნავს იმას რომ თქვენ აძლევთ რეალს უპირატესობას ნახევარ ბურთში. თუ თქვენ გააკეთებთ ფსონს მოიგებთ თუ. ბარსელონა მოიგებს შეხვედრას ნებისმიერი ანგარიშით. თუ რალზე იქნა განხორციელებული ფსონი , თქვენ მოიგებთ რეალის არ წაგებისა და მოგების შემთხვევაში.

ჰანდიკაპი 1/ 4

მაგალითი, 

მატჩი
1
ჰანდიკაპი
2
ბარსელონა – რეალ მადრიდი
1.85
1/ 4
1.8

ბარსელონა აძლევს უპირატესობას 1/4 ბურთს რეალს. თუ ფსონი გაკეთებული იყო ბარსელონაზე მოიგებთ ბარსელონას მოგების შემთხვევაში. თუ რეალზე რეალის მოგების შემთხვევაში. თუ შეხვედრა დამთავრდა ფრედ, ბარსელონას შემთხვევაში აგებთ ნახევარ ფსონს . ხოლო თუ ფსონი რეალზე იქნა განხორციელებული იგებთ ნახევარს.

2 Responses to "აზიური ჰანდიკაპი (asian handicaps) მაგალითები პრაქტიკაზე"

  1. თოკა Posted on პარასკევი, ნოემბერი 28, 2014 at 12:22 am

    ვერ გავიგე ვერაფერი…

    • Goal_Keeper Posted on პარასკევი, ნოემბერი 28, 2014 at 1:25 pm

      რა ვერ გაიგეთ? ამაზე მარტივად როგორღა აგიხსნათ?

კომენტარის დატოვება

-
Translate »