ბულგარეთის ტრადიციული კერძი.სალათი გამოდის არაჩვეულებრივად გემრიელი.
ინგრიდიენტები
- საშუალო ზომის პომიდორი – 4 ცალი
- საშუალო ზომის კიტრი – 4 ცალი
- ტკბილი წიწაკა წითელი – 1 ცალი
- ხახვი – 1/2 ცალი
- ყველი ბრინზა – 60 გრამი
- ზეთის ხილი (გასაფორმებლად გემოვნების მიხედვით) – 20 გრამი
- ზეითუნის ზეთი – 15 გრამი
- ძმარი (გემოვნებით) – 10 გრამი
- მარილი (გემოვნებით) – 2 გრამი.
- წიწაკა (გემოვნებით) – 2 გრამი.
- როგორ მოვამზადოთ ” ბულგარული სალათი”
- წიწაკა გამოაცხვეთ ღუმელში (დუხოვკაში) 25 წუთის განმავლობაში – ტემპერატურა 200 გრადუსი.
- მზა წიწაკა შეახვიეთ ცელოფანში და გააჩერეთ ესე 10 წუთით (უფრო ადვილი იქნება კანის მოშორება).
- წიწაკას მოაცილეთ კანი და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.
- ბრინზა გახეხეთ მსხვილად,ხახვი დაჭერით თხლად.
- პომიდორი დაჭერით ნაჭრებად.
- კიტრი გათალეთ და დაჭერით ნახევარ-რგოლისამებრ.
- დიდ ჯამში მოათავსეთ პომიდორი,კიტრი,წიწაკა, და ხახვი . ყველაფერი აურიეთ.
- გემოვნების მიხედვით დაუმატეთ ძმარი და ზეითუნის ზეთი, დაამატეთ მარილი და წიწაკა. აურიეთ.
- სალათს მოაყარეთ ბრინზა და გააფორმეთ ზეთის ხილით.
გაამოთ!!
საკვები დანამატები – E100 კურკუმინები.
კურკუმინები (Curcumin, turmeric, ტუმერიკი) – ნატურალური საღებავები. კურკუმინები აძლევს შემღებავ ობიექტს ფორთოხლის ფერს ან ყვითელ ფერს. დაშვებულია მისი გამოყენება კვების მრეწველობაში.
კუკურმინი – გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში,ლიქიორებში,ხორციან კერძებში. გემო მომწარო,მწვავე, კურკუმა ძირითადი კომპონენტია პოპულარული ნაზვავისა – კარრი. აზიაში კურკუმას ხმარობენ თევზის,ბოსტნეული,ბრინჯის,ხორცისა და ცომეულის მომზადების დროს.
100 გრამი პროდუქტი შეიცავს.
კალორიები: 49,3 კილო კალორიას.
ცილები: 1,8 გრამი.
ცხიმები: 3,1 გრამი.
ნახშირწყლები: 3,7 გრამი.
კომენტარის დატოვება